პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მოყვასი |
Mar 20 2009, 04:14 PM
პოსტი
#62
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
თუ ჩემს მიერ დაწერილ პოსტს (ნომერ #45-თს) გავცემთ პასუხს წამოჭრილ საკითხებზე, ნათელი მოეფინებოდა, რადგან, მასში არ არის პირადი მოსაზრება არამედ ის თუ როგორ გამოეხმაურნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები მტერის შემოსევის და სამშობლოს დაცვის საკითხს.
სრულიად მარტივი რამ არის, ვიცოდეთ როგორ მოიქცნენ ისინი? მიატოვეს მათ თავიანთი რელიგიური საქმიანობა თუ იარაღი შეისხეს და სამშობლოს დასაცავად მტერის მოსაკლავად გაილაშქრეს? პასუხი ცალსახაა: ისინი გაიქცნენ! მათ სამშობლოზე მაღლა დააყენეს ქრისტიანული მცნებები! ყვარებოდათ მტერი როგორც საკუთარი თავი. მოგვიანებით კი, ისტორია ცხადყოფს რომ "ქრისტიანობამ" სახე იცვალა და პირველი ქრისტიანებისგან განსხვავებით გამონაკლისები დაუშვა და მტრის შემოსევისას თუ ქრისტიანი მტერს მოკლავდა ცოდვად აღარ ეთვლებოდა. ეს კი აშკარად განსხვავდებოდა იმ დამოკიდებულებისაგან რომელიც პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს და მოციქულებს გააჩნდათ! ეს ფაქტია და როგორც ჩანს თემის გამხსნელს ამ ჭრილში უნდოდა ემსჯელა იუზერებთან. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 03:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი