პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი, იარაღი ქრისტიანების ხელში? |
evangelizer |
Mar 19 2009, 12:54 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ეს თემა ემსახურება ჯანსაღ დისკუსიას და არ ისახავს მიზნად ვინმეს პირადი რწმენის შეურაცხყოფას!
თემაზე მსჯელობა და არგუმენტაცია არის სავსებით მისაღები და იმედია ეს თემა არ დაიხურება ამის გამო.. თუ ვინმემ ჩემგან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მას აქვე ვუხდი გულითად ბოდიშს.. ახლა კი თემის შესახებ: ქრისტიანული სამყაროს ომებში მონაწილეობა და სამშობლოსთვის ადამიანის მოკვლა (თუნდაც თანაქრისტიანის) უცხო არ არის... მაგრამ მაინტერესებს რა ბიბლიური საფუძველი აქვს ამ ყოველივეს გამართლებას? იესომ თქვა: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი" (მათე28:19) და ისიც უთხრა თავის მოწაფეებს უკანასკნელ საღამოს: "ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის" (იოანე13:35)... ქრისტეს სურვილია ყველა ერიდან ერთადერთ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულ ხალს ძმური სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთში, ნუთუ ამ სიყვარულზე ლაპარაკი შესაძლებელია, როცა ნაციონალიზმის გამო თანამორწმუნეს კლავ? ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები... ველი იუზერებისგან აქტიურობას პატივისცემის ფარგლებში! -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
afxazi |
Mar 20 2009, 04:15 PM
პოსტი
#62
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მოყვასი
ციტატა ზვარე, როგორ ფიქრობ, როცა იესოს წინასწარმეტყველება შესრულდა და რომაელებმა ჩახოცეს ებრაელები, ქრისტიანებისთვის ადვილი საყურებელი იქნებოდა რომაელი დამპყრობლების მიერ ჩასისხლიანებული თანამომამულეების ხილვა? როგორ მოიქცნენ ისინი? ამაზე პასუხს რატომ არავინ ცემს? თუ პასუხები არ არის? აქ თეოლოგიური საუბარი და მსჯელობა მიდის როგორც ვხედავ თუ როგორი იყო ქრისტიანის დამოკიდებულება მაშინ როცა მტერი შემოესეოდა მათ. მაშინ თემები არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული და არა სახელმწიფოები. ეს არ ნიშნავს იმას რომ ქრისტიანი არ იცავდა ამშინ ტავის ოჯახს თუ ამის საჭიროება იქნებოდა. ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. თუ გამიზნულად არ წერ ამას მე მგონი უნდა ხვდებოდე რომ სრულიად სხვად ასხვა რამეზე ვსაუბრობთ. ასე მაშინ მეც გამეცით პასუხი, მიატოვა თუ არ აკორნელიუსმა სამხედრო სამსახური? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი