IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები
კანონისტი
პოსტი Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით

ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს.

აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე:

მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი:
ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ.

ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი.

თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16)

ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი:
მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე.

ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი:
მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ.

ბასილი დიდის:
ა) 65-ე კანონი:

ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი.

ბ) 72-ე კანონი:
ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით.

გ) 83-ე კანონი:
ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული.

განმარტებებს თანდათან დავდებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დათიკო
პოსტი Feb 8 2007, 01:06 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ციცქიშვილი ფსიქოლოგია და თეოლოგია ვერ მოვთხოვთ... საინტერესო და კარგი კაცია, მის მიერ დანახული საკითხის ერთერთი, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთერთი მხარეა...

სრულებით გეთანხმები, თუმცა ეს მხარეც არანეკლებ საინტერერსოა smile.gif
პირადად მე მეორე მხარე უფრო მაინტერესებს, ამ ნაშრომ კი სხვათა მოთხოვნით ვდებ.

გაგრძელება:

სასულიერო პირის, ვლადიმერ ემელევიჩის წიგნში: "შეპყრობილები და ბოროტ სულთა განდევნა", ასეთი შემთხვევები აღწერილია საღვთო ლიტურგიის ჩატარებისას, როდესაც დამსწრეთა საზიარებლად ბარძიმი გამოიტანეს, ერთმა ქალმა არაადამიანური კივილი მორთო და ისტერიული შეტევა მოუვიდა, მაგრამ როგორც კი თასი გაიტანეს, მაშინვე დაწყნარდა და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ერთ-ერთ მონასტერში ზეთისცხების ქრისტიანულ რიტუალზე დამსწრე 12 კაცში რამდენიმე ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფიც აღმოჩნდა. ეს მათთვის ზეთის პირველი ცხებისთანავე გამჟღავნდა, მანამდე კი ჩუმად იდგნენ. პირველ მათგანს, მარცხენა მხარეს მდგომს, კრუნჩხვა დაეწყო, დაიგრიხა სხვადასხვანაირად და აკვნესდა საშინლად, თან ღრიალი მორთო. მეორემ, შეპყრობილმა ქალმა უხეში და არაბუნებრივი მამაკაცის ბოხი ხმით ყვირილი მორთო: "არ გამოვალ, არ დაგნებდები, არ გამოვალ, არ დაგნებდები...". არადა, ლოცვის წინ კარგად ჩანდა, თუ როგორ ჩვეულებრივად ლაპარაკობდა. უკან გაისმა ძაღლის ყეფის ხმაც და ამასთან სიტყვები: "უფალო შემიწყალე". როგორც ნამდვილი ძაღლი, ვიღაც ისე იყეფებოდა. ასეთი მიბაძვა პროფესიონალ მსახიობსაც კი გაუჭირდება. სანამ რიტუალი მიმდინარეობდა, ისმოდა ყეფა და შემდეგ ცრემლნარევი ხმა: "უფალო შემიწყალე".
აქვე მოვიყვანთ ერთ პატარა შემთხვევას, რომელიც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოგვითხრო: "ერთხელ მორწმუნეებმა მითხრეს: ეკლესიაში დადის ერთი ქალბატონი, იგი მოძღვარს ხედავს, მის სხეულს ხედავს, მის სახეს კი ვერ აღიქვამსო. ასეთ უცნაურობას აქვს ადგილიო. აღსარებაზე მიდის, ხოლო ზიარებით კი უკვე ვეღარ ეზიარება და რაღაც უშველეთო, - მთხოვეს.
საღამოს ლოცვა იყო, მე მაშინ მღვდელ-მონოზონი გახლდით. ლოცვის დამთავრების შემდეგ მაჩვენეს. სახლში ჩავედი, ხელი მოვკიდე, მობრძანდით მეთქი, - ვუთხარი. წინ წამოვიყვანე და ლოცვის წაკითხვა შევთავაზე. კვეთებულის ლოცვა არის "კურთხევანში", რომლითაც განიდევნება ბოროტი ძალა ადამიანისგან. საოცარია, მიმეორებდა, სხვა დროს იყოს, სხვა დროსო. არა მეთქი, ვუთხარი, ეხლავე უნდა წაგიკითხო. წინ დავაყენე. საკურთხეველში უნდა შევიდე, წიგნი, ჯვარი და ნაკურთხი წყალი გამოვიტანო, მაგრამ ეს ქწალი რომ გავუშვა, გაიქცევა. სრულიად ნორმალური ქალი გახლდათ, კარგი ოჯახიდან. მეორე მღვდელმა გამომიტანა ეს ყველაფერი. კითხვა დავიწყე და მას ბრძოლა დაეწყო. მამაკაცები იყვნენ იქ და ძლივს აჩერებდნენ. მერე თითქოს დაწყნარდაო (ამ ლოცვის წაკითხვა მეტად ძნელი საქმეა, ამის კითხვა ყველას არ შეუძლია. ის, ვინც ამას აკეთებს, ძალიან მარხული უნდა იყოს, მოღვაწე, მით უმეტეს, ეს საშიშია ცოლშვილიანი მღვდლისათვის. იყო შემთხვევები, როცა ცოლ-შვილზე გადასულა ბოროტი სული). ჰოდა, მეუბნება: ახლა დავწყნარდი, გამიშვითო. მართლაც გაუშვეს. ეცა ოლარს და დაგლეჯა უნდოდა, მერე ისევ დაიჭირეს.
როგორც იყო დამთავრდა ლოცვა, სულ ოფლიანი გახლდით. მეორე დღეს კიდევ მოიყვანეს. მესამე დღეს თვითონ მოვიდა და ეს ადამიანი სრულიად განტავისუფლდა ამ საშინელი ეშმაკისაგან. მოგვიანებით მომიყვა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. რუსეთში რომ ვცხოვრობდი (იგი რუსი გახლდათ), რომელიღაც წვეულებაზე მოვხვდი, არაყი დავლიეთ და ქუჩაში რომ გამოვედით, მოძღვარი შეგვხვდა, ჩვენ მას დაცინვა დავუწყეთო. იმ წუთიდან შევიდა ეშმაკი მასში. სულ ცოტა, 10-20 წელი გაატარა მან ამ წამებაში."
თანამედროვე ფსიქიატრია გამოყოფს ნიშნებს, რომლითაც დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფნი სხვა ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთაგან განსხვავდებიან: " შეპყრობილის გარეგნული სახე გამოხატავს პიროვნების სრულ ცვალებადობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი ექცევა სხვა ინდივიდის ბატონობის ქვეშ. პირველად და მეორედად მდგომარეობას განასხვავებს შემდეგი ნიშნები:
- სახის გამომეტყველების სწრაფი ცვლა მეგობრული გამომეტყველებიდან საძაგელი ელფერის გრიმასამდე;
- გუნება-განწყობის სწრაფი ცვლა;
- ქალის ტემბრის - სოპრანოს მამაკაცური ბოხი ხმით - ბანით შეცვლის პერიოდი.;
- ცნობიერების შეცვლა ახალი ინდივიდის ნიშნებით.


დანარჩენს მერე დავწერ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება   Feb 6 2007, 09:46 PM
მხევალი ნინო   ძალიან კარგი თემაა...   Feb 7 2007, 10:33 AM
ლეონტი   ძალიან კარგი თემა...   Feb 7 2007, 10:53 AM
მხევალი ნინო   მართალი ხარ ლეონ...   Feb 7 2007, 11:07 AM
კანონისტი   მხევალი ნინო მე თუ ...   Feb 7 2007, 11:22 AM
მნათე   საცდურიც მეტია ვიდ...   Feb 7 2007, 02:55 PM
kato_Bato   საცდურიც მეტია ვი...   Feb 7 2007, 02:59 PM
მხევალი ნინო   მნათე საცდურიც, რო...   Feb 7 2007, 03:02 PM
მნათე   ნუ გავაყვითლებ :lol: ...   Feb 7 2007, 03:08 PM
ლეონტი   პაისი მთაწმინდელი ...   Feb 7 2007, 03:39 PM
მნათე   სულ რვაა მგონი რ...   Feb 7 2007, 03:42 PM
ლეონტი   სულ რვაა მგონი ეგ ...   Feb 7 2007, 03:44 PM
მნათე   რა სკოლაში? შენ ბუ...   Feb 7 2007, 03:50 PM
Маиа   ადრე ბებიაჩემი წყა...   Feb 7 2007, 04:23 PM
ლეონტი   ისე კანონისტმა რო...   Feb 7 2007, 04:39 PM
Маиа   არაფერი.ის ბავშობ...   Feb 7 2007, 07:59 PM
Springchild   ისე, ადამიანის ბუნ...   Feb 7 2007, 04:59 PM
KAIROS   თემა კანონისტმა ჩ...   Feb 7 2007, 08:09 PM
იოანა   რა ვიცი, შეურაცხყო...   Feb 8 2007, 01:40 AM
ლეონტი   თუ არა აქვს ძალა, მ...   Feb 8 2007, 11:01 AM
გუჯა   ხალხნო, ასევე ცნობ...   Feb 7 2007, 08:45 PM
მნათე   საინტერესო იქნებ...   Feb 7 2007, 09:24 PM
ლილიანა   რაღაც არ მგონია ..........   Feb 7 2007, 09:41 PM
_MATASI_   ჯადოქრები შორს ჩვ...   Feb 7 2007, 10:35 PM
lelenika   კარგად მახსოვს ეგ ...   Feb 7 2007, 10:57 PM
_MATASI_   :lol:   Feb 7 2007, 10:58 PM
lelenika   ეგ მართალია :))))))))))))) ...   Feb 7 2007, 11:03 PM
დათიკო   ამ საკითხზე საკმაო...   Feb 8 2007, 12:53 AM
იოანა   დიდი არაა და თუ სურ...   Feb 8 2007, 12:55 AM
მარიამი   ამ საკითხზე საკმა...   Feb 8 2007, 04:12 PM
მნათე   +!   Feb 8 2007, 12:57 AM
დათიკო   შეპყრობილობა დავი...   Feb 8 2007, 01:16 AM
მნათე   დათიკო ანუ არავით...   Feb 8 2007, 01:20 AM
_MATASI_   აუ ეგ მართლა საშინ...   Feb 8 2007, 01:39 AM
მნათე   ხო ეგ ძალიან საინტ...   Feb 8 2007, 01:59 AM
კანონისტი   KAIROS საინტერესო მიმა...   Feb 8 2007, 03:13 AM
KAIROS   ციცქიშვილი ფსიქო...   Feb 8 2007, 05:46 AM
მხევალი ნინო   თუ ეს ყველაფერი ჯა...   Feb 8 2007, 10:51 AM
დათიკო   KAIROS სრულებით გეთან...   Feb 8 2007, 01:06 PM
მნათე   საინტერესო რამაა... ...   Feb 8 2007, 01:56 PM
ლეონტი   საინტერესო მასალე...   Feb 8 2007, 02:07 PM
ლილიანა   ალბათ ყველა დროის ...   Feb 8 2007, 02:17 PM
ლეონტი   ყველა დროში ცალკეუ...   Feb 8 2007, 02:38 PM
კანონისტი   მოვიცლი თუ არა დავ...   Feb 8 2007, 03:47 PM
მნათე   მაგარი რამაა, დათი...   Feb 8 2007, 04:14 PM
მხევალი ნინო   თქვენ ცოტა არ იყო...   Feb 8 2007, 04:18 PM
ლეონტი   ლეონტი ზუსტად ამა...   Feb 8 2007, 04:22 PM
Маиа   თქვენ ცოტა არ იყოს ...   Feb 10 2007, 04:23 PM
იოანა   "ჯადოსთვის" რო...   Feb 8 2007, 05:20 PM
მხევალი ნინო   იოანა მე მაგალიტა...   Feb 8 2007, 05:24 PM
იოანა   იოანა მე მაგალიტა...   Feb 8 2007, 05:34 PM
კანონისტი   მხევალი ნინო კი არ ...   Feb 8 2007, 07:01 PM
მნათე   ეგ რაღაც... მე სახარ...   Feb 8 2007, 07:05 PM
კანონისტი   მნათე ასრულება სხვ...   Feb 8 2007, 07:08 PM
ლეონტი   მნათე ზუსტად თუ გი...   Feb 8 2007, 07:30 PM
დათიკო   გაგრძელება ამ ოთხ ...   Feb 9 2007, 03:01 AM
KAIROS   მაპატიეთ, დაკარგულ...   Feb 9 2007, 01:11 PM
ლეონტი   მენეჯმენტზე რა გი...   Feb 9 2007, 01:37 PM
KAIROS   შეიძლება ვერ გავი...   Feb 9 2007, 01:56 PM
იოანა   თეოლოგიური მსჯელ...   Feb 9 2007, 03:44 PM
ლეონტი   რაც შეეხება სუნამო...   Feb 9 2007, 05:21 PM
მხევალი ნინო   რა გინდა, რომ თქვა დ...   Feb 9 2007, 06:50 PM
ლეონტი   რა გინდა, რომ თქვა ...   Feb 9 2007, 07:48 PM
კანონისტი   ლეონტი ილუსტრირებ...   Feb 9 2007, 07:12 PM
მხევალი ნინო   კანონისტი რას ამბ...   Feb 9 2007, 07:21 PM
კანონისტი   მხევალი ნინო აქ ვი...   Feb 9 2007, 07:36 PM
დათიკო   ლეონტი საინტერესო...   Feb 9 2007, 10:25 PM
ლეონტი   ლეონტი საინტერესო...   Feb 9 2007, 10:41 PM
შოთა   დათიკო სუნამო შეიძ...   Feb 9 2007, 10:46 PM
KAIROS   ლეონტი ბატონო უნდ...   Feb 9 2007, 10:55 PM
ლეონტი   მეც პატივს გცემ ჩე...   Feb 9 2007, 11:02 PM
KAIROS   ნუ ახლა არც ისე "...   Feb 9 2007, 11:07 PM
van111   აუ აქ რა ამბავია, მე...   Feb 9 2007, 11:37 PM
ლეონტი   http://www.douglas.ru/files/aromats/207.gif Dior ...   Feb 9 2007, 11:50 PM
van111   http://www.douglas.ru/files/aromats/207.gif Dior ...   Feb 9 2007, 11:53 PM
დათიკო   ხოლო იესო იყო ბეთა...   Feb 10 2007, 12:44 AM
ლეონტი   ხოლო იესო იყო ბეთა...   Feb 10 2007, 12:55 AM
კანონისტი   თემა ეხება მისნობა...   Feb 10 2007, 12:55 AM
დათიკო   ლეონტი მესმის თქვ...   Feb 10 2007, 12:58 AM
ana-xatia   ლეონტი ჩემმა მეღლ...   Feb 10 2007, 01:22 AM
ლეონტი   ლეონტი ჩემმა მეღლ...   Feb 10 2007, 05:38 PM
ana-xatia   ლეონტი :)   Feb 11 2007, 03:34 PM
მხევალი ნინო   დავანებოთ სუნამოე...   Feb 12 2007, 10:23 AM
van111   დავანებოთ სუნამოე...   Feb 12 2007, 10:32 AM
მხევალი ნინო   ნამდვილ ჯადოქრებს ...   Feb 12 2007, 10:37 AM
KAIROS   ლეონტი შეეშვი მეთქ...   Feb 12 2007, 01:22 PM
ლეონტი   ლეონტი შეეშვი მეთ...   Feb 12 2007, 03:25 PM
ლეონტი   აქ მოვიყვან მღვდლი...   Feb 12 2007, 01:24 PM
მხევალი ნინო   KAIROS მადლობთ კაირს, ...   Feb 12 2007, 03:11 PM
მხევალი ნინო   მოესვით რა ამ სუნა...   Feb 12 2007, 03:49 PM
KAIROS   უნდა მოეშვა, მაგა...   Feb 12 2007, 11:49 PM
მხევალი ნინო   KAIROS საინტერესოა ა...   Feb 13 2007, 10:16 AM
KAIROS   კი არის, ერთნი სატ...   Feb 13 2007, 12:25 PM
ლეონტი   კი არის, ერთნი სატა...   Feb 13 2007, 12:57 PM
შეხვეწილი   ჯადოს, ჯადოქრობას ...   Feb 13 2007, 01:35 PM
მხევალი ნინო   ბოლომდე ისიეც არ მ...   Feb 13 2007, 01:34 PM
KAIROS   ადამს ემგვანები,შ...   Feb 13 2007, 02:03 PM
მხევალი ნინო   KAIROS ალბათ სიზმარი...   Feb 14 2007, 10:26 AM
KAIROS   სიზმარი, სხვა საკ...   Feb 14 2007, 01:57 PM
მხევალი ნინო   KAIROS მე მკითხაობად ...   Feb 14 2007, 02:25 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 12:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი