![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
გავაგრძელებ
![]() დღეს უცნაურ განკურნებაზე მინდა შევჩერდეთ, ძალიან განსაკუთრებულია, რატომ იცით? უბრალოდ უფალი აქ არავის არაფერს ეკითხება, პირდაპირ იწყებს სასწაულთმოქმედებას, ასეა, ნამდვილი სინანული, რომელმაც ჩვენ განსაცდელიდან უნდა გამოგვიყვანოს უნდა იყოს ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი და არა ცრუ, როგორც ის წინ ვნახეთ ამფითეატროვის მიერ უმადური კაცის დახასიათებაში, ერთხელ სტუდენტობის დროს მეუფე აბრაამი იყო ჩვენი რექტორი, და რაღაც "ვივაჟკაცე" და გამიბრაზდა, ძლივს ვთხოვე შენდობა როგორც იქნა, და მან მითხრა, რა უთხარო იოანე ნათლისმცემელმა მისთან მისულ ხალხსო? ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ (მათე 3 ;8 ) , ჰოდა ეს იმიტომ გავიხსენე, რომ განკურნება ახლა რომ ვნახავთ, მსგავსია, უფალი პირდაპირ სასწაულთმოქმედებს, თან ჯერ ცოდვებს კურნავს და მერე შედეგს:, თან იმიტომ რომ ხედავს ამ განრღვეულის და მისი თანმხლები ხალხის მონდომებას, როგორ იწვალენ, რომ მისულიყვნენ უფალთან, ჭერიც კი ახადეს... ამიტომ იყო რომ ჩვენი წინაპრები, სიწმიდის მოსალოცად ფეხით მიდიოდნენ და ხშირად ჩოქვითაც ადიოდნენ, ჰოდა ასე მიიღო ორმაგი კურნება განრღვეულმა მარკოზი 2 თავი 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! 6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, 7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა? 8. ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 9. რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 10. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: 11. შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ. წერს გრიგოლ პალამა: "ზოგჯერ, როდესაც ავადმოყოფობა ცოდვილთა ცხონებას შეეწევა, ჯანმრთელობაზე მეტად უმჯობესია ავადმყოფობდნენ, რადგან ავადმყოფობა ბოროტი საქმეებისადმი თანდაყოლილ მიდრეკილებასაც კი აჩლუნგებს. ამას გარდა, როცა ადამიანი ავადმყოფობის გამო იტანჯება, ამით უკვე დედამიწაზე იხდის ღვთის წინაშე სასჯელს ცოდვების გამო და უფალი ადამიანს ანიჭებს უნარს, ჯერ სულის, ხოლო შემდეგ სხეულის ჯანმრთელობა მიიღოს“. და ამაზევე ქადაგებს /ამ ციტატის შემდეგვე/ დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ( საკმაოდ დიდი ქადაგებაა, შეგიძლიათ აქ ნახოთ: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/ganrgveuli.htm მე მხოლოდ ნაწყვეტებს მოვიყვან) "საკუთარ გამოცდილებასაც თუ მოვუხმობთ, დავეთანხმებით წმ. მამას, რომ ჩვენნაირ ცოდვილთათვის, დიახაც, საჭირო ყოფილა განსაცდელები, ავადმყოფობანი, დამცირებანი, ჯერ ერთი ყოველივე ხშირად შედეგია შენი ცოდვებისა, მეორეს მხრივ, ამან სინანული უნდა მოგიტანოს, სინანულმა - შენდობის მიერ განწმენდა. განწმენდილი და შენდობილი კი ზეციური მოქალაქეა" და ბოლოს ( IBIDEM ) წმ. თეოფანე დაყუდებული სახარების დღევანდელ საკითხავზე: „ღმერთმა ადამიანი სრულყოფილ და უცოდველ არსებად შექმნა... (იგულისხმება, როცა სამოთხეში დაადგინა). უფლისადმი ურჩებით ჩვენი სულიერი ძალები დააზიანა ცოდვამ. ურჩობით სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირის გამო, ჩვენი ხორციელი ძალებიც, ჩვენი ხორციელი შესაძლებლობანიც შეირყა. გაჩნდა მასში ავადმყოფობისა და მოშლის მარცვლებიც; ეს მარცვლები კი მშობლებიდან შვილებს გადაეცემათ. როცა ცოდვას ზრდასრულ ასაკში ჩავდივართ, ამ მარცვლების ზრდას ხელს ვუწყობთ და მწარე ნაყოფს ვიმკით: ავადმყოფობებს, განსაცდელებს, ტკივილებს, ურვას და ა.შ. ცოდვასა და ავადმყოფობას შორის ყოველთვის არ არის აშკარა კავშირი, მაგრამ უეჭველად არსებობს, თუმცა ჩვენი თვალისათვის, ჩვენი უმეცრებისა და ამსოფლიური მიმოტაცების გამო დაფარულია“. იხარეთ; კაიროსი! პ.ს. თქვით რაიმე თქვენც ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Amuza |
![]()
პოსტი
#3
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
„ღმერთმა ადამიანი სრულყოფილ და უცოდველ არსებად შექმნა... (იგულისხმება, როცა სამოთხეში დაადგინა). უფლისადმი ურჩებით ჩვენი სულიერი ძალები დააზიანა ცოდვამ. ურჩობით სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირის გამო, ჩვენი ხორციელი ძალებიც, ჩვენი ხორციელი შესაძლებლობანიც შეირყა. გაჩნდა მასში ავადმყოფობისა და მოშლის მარცვლებიც; ეს მარცვლები კი მშობლებიდან შვილებს გადაეცემათ. როცა ცოდვას ზრდასრულ ასაკში ჩავდივართ, ამ მარცვლების ზრდას ხელს ვუწყობთ და მწარე ნაყოფს ვიმკით: ავადმყოფობებს, განსაცდელებს, ტკივილებს, ურვას და ა.შ. ცოდვასა და ავადმყოფობას შორის ყოველთვის არ არის აშკარა კავშირი, მაგრამ უეჭველად არსებობს, თუმცა ჩვენი თვალისათვის, ჩვენი უმეცრებისა და ამსოფლიური მიმოტაცების გამო დაფარულია“. იხარეთ; კაიროსი! პ.ს. თქვით რაიმე თქვენც ![]() ცოდვის შთამომავლობით გადაცემაზე საინტერესო იქნება დაკონკრეტება, რადგან ბევრ ინვალიდ ადამიანს შევხვედრილვარ და ვერ გავრკვეულვარ, ინვალიდობა მისთვის სასჯელია თუ მაცხოვნებელი საშუალება? -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
milana |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 ![]() |
ცოდვის შთამომავლობით გადაცემაზე საინტერესო იქნება დაკონკრეტება, რადგან ბევრ ინვალიდ ადამიანს შევხვედრილვარ და ვერ გავრკვეულვარ, ინვალიდობა მისთვის სასჯელია თუ მაცხოვნებელი საშუალება? და სასჯელი თუა ე.ი მაცხოვნებელიც არის ხო? აქ ხო იყო საუბარი იმაზე რომ ე.წ სასჯელი ადამიანს იმიტომ ეძლევა რომ გონს მოეგოს და თუ გონს მოეგება "სწორად" იცხოვრებს და თუ სწორად იცხოვრებს ე.ი შეძლება ცხონდეს კიდეც.. თუ რამე სისულელე ვთვქი მომიტევეთ.. -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
Amuza |
![]()
პოსტი
#5
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ე.წ სასჯელი ადამიანს იმიტომ ეძლევა რომ გონს მოეგოს და ვინ უნდა მოეგოს გონს? ადამიანი, რომელიც დაბადებიდანვე უნარშეზღუდული დაიბადა, თუ მისი ახლობლები? წმიდა ბერი ალექსი (შუშანია) განსაცდელისათვის ოდეს მამამან ჩვენმან დაჰკარგა ნეტარება სამოთხისა, მაშინ ესმა წყევისა ხმა ღვთისაგან: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო და ქვეყანამან შენმან ეკალი და კუროს თავი აღმოგიცენოსო“. პირველად ორ აზროვანი ესე სიტყვა გავარჩიოთ ურთი-ერთისაგან, რამეთუ იტყვის: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო“, ესე იგი სჭამდე პურსა შენსა და შემდგომ დაუმატებს და ეტყვის: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდესო“. საგულისხმოა, რომ ოფლით და შრომის გარეშეა დამატებითი ესე მეორე სიტყვა, რომელიც იგულისხმების მხოლოდ განსაცდელზე და არა შრომის ჭირზე და ესე სახემან ქრისტესმან დაგიმტკიცოს, რამეთუ თავად განსაცდელისა მიიღო ეკალი. მაშასადამე, ბრძანება ღვთისა ყოველ კაცსა ზედა სრულ იქმნების და ქვეყანა, რომელ არს გვამი ჩვენი, ყოველს ადამიანს აღმოუცენებს განსაცდელსა ღვთისა განგებულებით. ჩვენ, უგულისხმოების ნისლსა შინა გახვეულნი და ღირსად ვერ მცნობი მიზეზთა ჭეშმარიტებისათა, მოყვარულნი ვართ გასვენებისა, ფუფუნებისა და ხლენა-ტრფიალისა, და თვით ესე არს და უპირველესი ცთომა ჩვენი, რამეთუ ღმერთმან გვიბრძანა ეკალთა და კუროს თავთა შინა ჭირითა და ოფლითა ცხოვრება და ჩვენ ფუფუნება და განსვენება გვსურის! აჰა, უგუნურება ჩვენი, რამეთუ გვსურის, რათა სურვილი ჩვენი მძლე ექმნას ბრძანებასა ღვთისასა! ლექსი ესე განსაცდელი თვით გამოაცხადებს თავის მნიშვნელობას, ესე იგი განიცდები, გინა გამოსაცდელად შენდა გამოიცადების განსაცდელის ჭირისაგან - რისთვის? მისთვის რომ გიყვარს თუ არა ღმერთი, ხარ თუ არა ძლიერი შვილი სარწმუნოებისა, მორჩილობ თუ არა ღვთისა ნებას და იცნობ თუ არა შენს ბუნებით უძლურებას? ყოველსა, რომელსა უყვარს ღმერთი, იგი განსაცდელსა შინა მომთმინე და მხნე არის; და რომელმან სიმხნით დაითმინოს იგი, განძლიერდების, და რომელი ესრეთ ჰყოფდეს, იგი მორჩილ არს ღვთისა ნებისა, და რომელმან ღვთის მორჩილებისადმი შეაგდო თავი, მან სძლია თავის ბუნებრივს უძლურებას. წინააღმდეგ ამისა, ვინც ვერ ცნობს თვისსა უძლურებასა, იგი ამპარტავან არს და მორჩილებისადმი ღვთისა ვერ მინდობილ არს, და რომელი ღვთის ნების მორჩილებას არა ყოფს, იგი თავის ძალის მინდობილი საღმრთო ძლიერებას ვერ მიიღებს, და ვინც არ განძლიერდება სულით, იგი მოთმინებას ვერ იქმს, და ვინც ვერ მოითმენს ჭირსა და განსაცდელსა, მას სარწმუნოება არა აქვს, და ვისაც სარწმუნოება არა აქვს, მას არ უყვარს ღმერთი. ეხლა რას იტყვი, შენ, საყვარელო ძმაო! რისთვის არ შეითვისებ ამ აუცილებელს და განმწმენდელ მადლს, რომელ არს ჭირი და განსაცდელი? უამისოდ შენ მსგავსი ხარ ლერწამისა მცირე ნიავისა გინცა შერყეულისა: უგანსაცდელოდ შენ ვერ შთახვალ სიღრმედ სიმდაბლისა, უგანსაცდელოდ შენ ვერ განძლიერდები და ვერც შეისწავლი ნებასა ღვთისასა, უგანსაცდელოდ შენ იესოს ცნობასა და მოწაფეობას ვერ მიიღებ: მიიხედე გოლგოთისკენ და ნახე იესოს მოწაფეობის და მეგობრობის გზა: იხილე რომ „მეგობარნი მისნი წარვლინებულ იქმენენ სოფლად მგელთა შორის, ვითარცა კრავნი“. ესე იგი არს ჯუარცმად და სიკვდილად, და ყველანი მისნი წმინდანი მოციქულნი, მოწამენი, და მამანი ამათ შინა აღსრულდენ ღვთის სიყვარულის მსხვერპლად. აწ უკეთუ გიცნობიეს საღმრთო მოქალაქობა, უმართე მხარი ჭირსა და განსაცდელსა და მიიღე ცემა და შოლტი სოფლის უკუღმართობისაგან შენზედა მოწევნილი დევნისა, და შესვი ნაღველი და ძმარი, რომელ არს გრძნობათა განმამწარებელი უგემურობა. ნუ ორგულობ და ნურც უსასო იქმნები: უკეთუ კეთილსა იქმოდე და სიმართლესა ყოფდე, იცოდე ეს უნდა შეგეცვალოს განსაცდელად, ვითარცა წერილ არს: „მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ“ და ესე უყვეს იესოს და ყოველთა მისთა შედგომილთა. ნუ დაღონდები, მხედარო და მეგობარი ქრისტესო! იტვირთე ჯვარი ტანჯვა-მწუხარებისა, ესევდი უფალსა, მხნე იყავ და განძლიერდი! მოვკვდეთ მეგობარნი მეუფისათვის, როგორც ქვეყნის მხედარნი ურიცხვნი კვდებიან მეფისათვის. ეს ადგილი მომეწონა. უკუღმართობა სოფლის იბრძვის დიდად და ჭირი და განსაცდელი განმრავლდა ფრიად, - რისთვის? მისთვის, რომ შემცირდა ჭეშმარიტება ძეთა კაცთაგან და ჭეშმარიტების შემცირებამან განამრავლა უბადრუკება და ჭირი, და ესრეთ განყოფანი ჭირთანი მრავალ არიან: ჭირი უძლურებისა და ავადმყოფობისა, ჭირი ნათესავთა სიკვდილისა, ჭირი სიღარიბისა, ჭირი დევნისა და უსამართლობისა, ჭირი ძმათაგან მეშურნეთა და მტყუართა, ჭირი ავაზაკთაგან და ჭირი შინაგანი უხილავი და სხვანი და სხვანი. გარნა ნაყოფი ამათ ყოველთაგან მომთმინეთათვის სიხარული არსა დაუსრულებელი და ზიარება არს ქრისტეს ვნებათა, მსგავსება არს ყოველთა წმიდათა, ძლევა არს ბუნებისა და გვირგვინი არს დაუჭკნობელი ნეტარებისა და ესე დაამტკიცე გულსა შინა შენსა, რამეთუ რაოდენიცა ჭირნი განმრავლდებიან შენზედა, ესოდენი დიდნი მადლნი განმრავლდებიან შენთვის საუკუნოდ, რამეთუ განსაცდელი და ჭირი კვერთხი არს მამისაგან სიყვარულით განსწავლებად შენდა უმჯობესისათვის, რამეთუ იტყვის წერილი: „შვილი, რომლი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯის, და ესე კვერთხი მამისგან ნუგეში არს მოხედვისა და თვინიერ ამისა შეუძლებელ არს პოვნად მადლისა და ნუგეშინის ცემისა, ვითარცა იტყვის დავით: „კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინის მცეს მე“. ნუ იტყვი გულსა შინა შენსა, ვითომ სიყვარულისაგან ტანჯვა უსამართლობა იყოს. მივხედოთ მშობელსა დედასა, თუ როგორ მისს საყვარელ ბავშვს ახალ-ჩვილს შეუკრავს ხელ-ფეხებს და ისე შეკრულს მაგრად გაჭიმულს აკვანში სტანჯავს თვინიერ ბავშვის სურვილისა, რათა არა უსწოროდ გაიზარდოს ასოები, და ესე ტანჯვა ბავშვისა სურვილისა გარეშე, არა სიძულვილისა ნიშანი არს, არამედ სიყვარულისა. ეგრეთვე ყოველი ტანჯვა ღვთისაგან მოსრული, სიყვარულისაგან არს, რათა არა უწესოდ აღიზარდოს სული ჩვენი. აწ საყვარელო ძმაო, გევედრები და გასწავლი ერთს საშუალებას საძლეველად ჭირისა და განსამხნევებლად შენდა, რომელიც თვით - ქრისტემან მოგვცა ჭირი და ბრძოლა, მწუხარება და ტანჯვა, აღიპყარი ხელი ზეცად და სთქვი სარწმუნოებით ესრედ: უკეთუ შესაძლებელ არს, ღმერთო, თანა წარხედინ სასმელი ესე და თუ არა და იყავნ ნება შენი კურთხეული! ამიერიდგან და უკუნისამდე! მოვიდეს რა იგი, შენ გნებავს, მოვიდეს, - იყავნ ნება შენი კურთხეულ და ესრეთ მისთა ნებათა მორჩილი და მისთანა ჯუარცმული და ტანჯვა მწუხარების გაძლებით დაფლული მისთანა აღსდგები და მისთანა ამაღლდები სუფევასა დაუსრულებელსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. შვილი, რომლი უყვარს უფალსა, სწავლის და ტანჯის ამას განმიმარტავს ვინმე? -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
milana |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 ![]() |
და ვინ უნდა მოეგოს გონს? ადამიანი, რომელიც დაბადებიდანვე უნარშეზღუდული დაიბადა, თუ მისი ახლობლები? თუ დაბადებიდანვეა ,მაშინ ალბათ მისი ახლობლები.. არვიცი.. ![]() -------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 06:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი