![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
როდესაც ეკლესიას ღვთის განგებით დავუკავშირდი,უკვე ბერჯერ აღსარება-ნათქვამს თავი ჭეშმარიტი ქრისტიანი მეგონა,როდესაც უეცრად,შუა აღსარებიდან,მღვდელმა ოლარი მომხსნა,ფეხზე წამომაყენა და მითხრა:''იცი,შენ აღსარებები არ გაქვს-შენ თავის მართლებები გაქვსო.''გუშინდელი დღესავით მახსოვს ის წუთი და ის ემოცია...ადამიანი იბადება,ჯერ ვერ დადის,ჯერ ვერ ლაპარაკობს...შემდეგ იწყებს სიარულის სწავლას-როგორ?ყველა დადის და მე არა?ბევრ შეცდომებს უშვებს,ცხვირსაც იმტვრევს ხშირ შემთხვევაში...ბოლოს გახარებული სისხლიანი ცხვირ-პირით გარბის დედასთან-მან ისწავლა სიარული!ამის შემდეგ დგება დრო და იგი მიდის სკოლაში-იწყებს კითხვის სწავლებას,მართლწერას ეუფლება...ბევრ შეცდომებს უშვებს...იწყებს გაგებას,რომ თუ მეგობარს ისე არ მოექცევი როგორც საჭიროა,მას აწყენინებ და იგი დაგემშვიდობება...ბევრ შეცდომებს უშვებს აქაც...ეს ცხოვრებაც იმიტომ მოგვცა ღმერთმა მამების სწავლებით,რომ ვისწავლოთ სიარული,წერა,კითხვა,მეგობრობ
ს დაფასება...ღმერთთან ჩამტვრეული ხიდის აღდგენა!ბევრჯერ მოვიტეხავთ ხელ-პეხს და ცხვირ-პირს ამ საქმეში,ბევრ შეცდომას დავუშვებთ...და ბოლოს კი ხელში აგვიყვანს თვით უფალი,როგორც შვილებს და გვეტყვის:''აი სწორეს ამას ველოდი შენგან!''სარჩული და საძირკველი იმისა,რამაც აქამდე უნდა მიგვიყვანოს,არის სწორი ლოცვა და სინანული.ყოველი ადამიანი თვითონ არკვევს იმას,თუ რა არის ეს და როგორ მიიღწევა. შეწევნა და მადლი ღვთისა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th September 2025 - 07:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი