ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
კანონისტი |
Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს. აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე: მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი: ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი. თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16) ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი: მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი: მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ. ბასილი დიდის: ა) 65-ე კანონი: ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი. ბ) 72-ე კანონი: ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით. გ) 83-ე კანონი: ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული. განმარტებებს თანდათან დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Feb 8 2007, 04:18 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა რამდენიმე ეშმაკისეულ მდგომარეობაში მყოფიც აღმოჩნდა. ეს მათთვის ზეთის პირველი ცხებისთანავე გამჟღავნდა, მანამდე კი ჩუმად იდგნენ. პირველ მათგანს, მარცხენა მხარეს მდგომს, კრუნჩხვა დაეწყო, დაიგრიხა სხვადასხვანაირად და აკვნესდა საშინლად, თან ღრიალი მორთო. მეორემ, შეპყრობილმა ქალმა უხეში და არაბუნებრივი მამაკაცის ბოხი ხმით ყვირილი მორთო: "არ გამოვალ, არ დაგნებდები, არ გამოვალ, არ დაგნებდები...". თქვენ ცოტა არ იყოს სემაშინეთ. ანუ კარგად განმიმარტეთ, ბოროტი სული ადამიანში შედის ისევ ამ ადამიანის დაშვებით არა? ანუ თუ ადამიანი ეკლესიურად არ ცხოვრობს? ხო? ?????????თორემ შემეშინდა. ამასთან, გამიგია არ უნდა გეშინოდეს, თორემ მოყვები გავლენის ქვეშო, ასეა? ლეონტი ციტატა ყველა დროში ცალკეულ ადამიანთა (ან ჯგუფის ) მიზანმიმართულ ქმედებას,რასაც მოჰყვება სხვა ადამიანების ნებელობაზე,მათ ქვეცნობიერზე ,გულზე და გრზნობებზე ზემოქმედება და შედეგად სხვადასხვა სურვილების და ვნებების აღძვრა, მე ვთვლი რომ არის ჯადოქრობა. ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები იყენებენ ჯადოსნობას ასე თუ ისე ,და თავადაც არ იციან ამის შესახებ, ან იციან ,რომ მათ შეუძლიათ სხვებზე ზემოქმედება მაგრამ არ თვლიან ამას ჯადოქრობად. ზუსტად ამას ვგულისხმობდი მე, როცა ჰიპნოზზე ვსაუბრობდი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ლეონტი |
Feb 8 2007, 04:22 PM
პოსტი
#3
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ლეონტი ზუსტად ამას ვგულისხმობდი მე, როცა ჰიპნოზზე ვსაუბრობდი ჰიპნოზი სხვაა, იქ თვითონ თავის ნებით მიეცემა ჰიპნოტიზიორს,წინასწარი შეთანხმებით. კაშპიროვსკი მათზე მოქმედებდა ,ვინც ასე თუ ისე ეძლეოდა. აქ კი ლაპარაკია როცა არ უნდა ან არ იცის უნდა თუ არა და ის კი სხვადასხვა ხერხებით აიძულებს. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 12:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი