![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
წმინდა ეგნატე ბრაინჩინინოვი წერს რო წმინდა მამები მოწყინების გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მოკლე წმინდა წერილიდან ნასესხები სიტყვებს იყენებდნენ
1. მადლობა ღმერთს ყოველივესათვის ! 2. ღმერთო , შენს წმინდა ნებას შევედრი ჩემს თავს , იყავნ ნება შენი ! 3. უფალო , მადლობა ყოველისვესთვის , რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის ! 4. სამართლად ღირსი , რომელ ვქმენი, მომეგების , მომიხსენე მე , უფალო , ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა წმინდა მამა წერს " როგორც კი მტერი თავს წამოჰყოფდა , მყისვე ამ საოცარ იარაღს დაავლებდნენ ხელს და პირდაპირ სახეში სცემდნენ მოწინააღმდეგეს . როდესაც მწუხარების გულისსიტყვები მოგეძალებათ , დაიწყეთ რომელიმე ამ წინადადების გამეორება :ხმადაბლა , აუჩქარებლად , აღგზნების გარეშე , ყურადღებით , მხოლოდ გასაგონად -მმანამ , სანამ მტერი სულ არ გაგეცლებათ , სანამ არ იგრძნობთ ღვთის მადლის შეწევნის მოახლოვებას როცა მტელი კვლავ შეეცდება თავდასხმას , მაგრამ თქვენ ისევ ის იარაღი აიღეთ ხელში და , როგორც დიდი სარდალი ,კეისარი უბრძანებდა თავის მეომრებს , პირდაპირ სახეში აძგერეთ მოპირისპირეს " " ნუ გაიოცებთ ,რომ დავითის იარაღი ერთი სეხედვით ესოდენ მსუბუქი და უცნაური ჩანს , საქმეში გამოსცადეთ და თავადვე იხილავთ შედეგს ! " ყოველი ჩვენგანი ვიმახსოვრებთ და განსაკუთრებით ვითავისებთ რაიმე სიტყვებს ლოცვებიდან სახარებიდან მამათა სწავლებებიდან და მათ ხშირად ვიმეორებთ გონებაში გაუცნობრიერებლად თუ გაცნობიერებულად ამ სიტყვების გახსენება გვამხნევებს და სიხარულს გვანიჭებს ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
რატომღაც მგონია,რომ წმ.მაკარი დიდის ეს სიტყვები,რომელთაც ეხლა დავწერ, ამ თემას ძალიან უხდება,თუმცა ვინმემ შესაძლოა სხვაგვარად იფიქროს,რისთვისაც წინასწარ ვიხდი ბოდიშს.
წმ.მაკარი დიდი:''როცა ადამიანი ურისხდება ძმას თვისას,მაშინ იგი წააგავს ძაღლს,რომელიც კბენს ქვას,რომელიც მას ესროლეს...და არა იმ ხელს,რომელმაც ესროლა.''წმინდა მამები განსაცდელის დროს იწყებდნენ ლოცვას,რათა განეგდოთ ქვების მსროლელი-ბოროტი ძალა,ხოლო მოყვასს თვისას(ძმას)ცდილობდნენ არ განრისხებოდნენ. ყველას შინაგანად მლოცველთ ღმეთმა მოგვცეს გამარჯვება საკუთარ თავზე და სიყვარული ჭეშმარიტი. ვხარობდეთ ორსავე სოფელსა შინა! ასევე ზემოთ თქმულს შეესაბამება(ჩემის აზრით)წმ.ნექტარი ოპტინელის სიტყვები:''ადამიანი უნდა გახდეს არარა...და როგორც ღმერთმა არარაობიდან შექმნა ყველაფერი,ისე ასეთი ადამიანის შინაგან სამყაროშიც ყველაფერს შექმნის.'' |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 09:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი