ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
ზებედე |
Feb 8 2007, 07:40 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
Feb 8 2007, 10:22 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გუჯა
ციტატა მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? გუჯა, გააჩნია ვინ როგორ განმარტავს ჯოჯოხეთს. რა არის ჯოჯოხეთი? მე ვფიქრობ ეს ღმერთისგან განშორებით გამოწვეული ტკივილია სულის. ამასთან, წამიკიტხია, რომ ჯოჯოხეთსი ადამიანებს თავისი ცოდვები აწუხებს. ლოგიკურად ზუსტად ცოდვა უშლის ხელს ადამიანს უფალტან მიერთებაში ასე არ არის? ხოდა თუ ცოდვა არ არის, მაშინ უფალტან იქნები, რად გინდა ჯოჯოხეთი. კატოლიკეებს მგონი განსაწმედელი აქვთ. თუ გავიხსენებთ ძველი აღთქმის მართალი ადამიანები ჯოჯოხეთსი იყვნენ, მაგრამ ისე არ იტანჯებოდნენ, როგორც ცოდვილები. მე ვფიქრობ, მათ უფალთან ერთობის შეუძლებლობა სტანჯავდათ მხოლოდ, მაგრამ აქაც მოლოდინის ნუგეში იყო. მაცხოვარის დაბადებას ვგულისხმობ. დღეს ალბათ ასეთი არაფერი იარსებსბ, მაცხოვარი მოვიდა, უფალტან ერთობა აღდგა. ზრაპარია. რაც შეეხება ღვაწლს არც ეგ არ შემაცირებს ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. გამიგია წმინდა მამები, როგორ მიმართვადნენ უფალს, შენთან ერთად ჯოჯოხეთსიც წავალთო. ანუ მტავარია უფლის სიყვარული და ღავლიც მოდის. თუ ვინმე მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ოღონდ ცეცხლში არ დავიწვეო შეიძლება კიდეც კარგი გამოსავალი იყოს ეს ადგილის მისტვის მაგრამ ასეთ ადამიანს უფალი არ უყვარს, არ ენატრება, მასთან ყოფნა არ უნდა. ნამდვილი ქრისტიანი, ნამდვილი მოყვარული ამას არ იტყვის არასდროს, მტავარია უფალტან ყოფნა და არა ცეცხლისგან ტავის დაცვა. ჩვენ ასე, რომ გევშინია მეორედ მოსვლია, წმინდა მამები როგორ ელოდნენ!!! ასე მიმართავდნენ უფალს, ჰე მოხვიდოდე უფალო იესო!! იმიტომ, რომ უყვართ, სიყვარულიდან ტავდადება და რავწლი მოდის. ამიტომ , ჩვენ არ გვჭირდება ეს გაურკვეველი ადგილი, იქ უფალი არ იქნება და მაინც დავიტანჯებით მის გარესე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზებედე |
Feb 8 2007, 05:41 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რაც შეეხება ღვაწლს არც ეგ არ შემაცირებს ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. გამიგია წმინდა მამები, როგორ მიმართვადნენ უფალს, შენთან ერთად ჯოჯოხეთსიც წავალთო. ეგ უცნაურია, უფალს რატომ მიმართავდნენ ასე? რატომ უნდა წასულიყო უფალი ჯოჯოხეთში და ესენიც რატომ მიყვებოდნენ? ანუ მტავარია უფლის სიყვარული და ღავლიც მოდის. თუ ვინმე მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ოღონდ ცეცხლში არ დავიწვეო შეიძლება კიდეც კარგი გამოსავალი იყოს ეს ადგილის მისტვის და ეგ ნუგეშია? არ სჯობია სასუფევლის დამკვიდრებაზე იზრუნოს ადამიანმა ვიდრე ჯოჯოხეთში სადმე უტანჯველ ადგილში დამკვიდრებაზე? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 02:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი