წმიდა წერილის საკამათო ადგილებისათვის, ბიბლია და კონფესიები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმიდა წერილის საკამათო ადგილებისათვის, ბიბლია და კონფესიები |
KAIROS |
Jan 16 2009, 04:59 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
afxazi |
Mar 24 2009, 04:35 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მოყვასი
ციტატა სხვა ადგილი ბიბლიიდან რომელიც ხშირად არასწორად გაიგება არის იოანეს სახარების 10 თავის 30 მუხლი სადაც წერია: "მე და მამა ერთი ვართ". რატომ არასწორად? აქ საუბარია მამის და ძის არსობრივ ერთობაზე. არსით ერთნი პიროვნულად, ანუ ჰიპოსტასურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმ გაგებით რომ მამა არის მიზეზი ძისა, ძე კი არის შობილი მამისგან, მარადიულად და დაუსაბამოდ. მათი ნება და სურვილი კი აბსოლუტურად ერთია. სწორედ ამ ერთსულოვნების ერთიანობაზეა საუბარი (ადამიანთა შორის შესაძლებელია ფორმით რა თქმა უნდა), უფრო სწორად მსგავსებაზე ადამაინთა შორის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 05:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი