![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ამ თემის გახსნა გამოიწვია, ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თემად გაბნეულ ბიბლიის ზოგიერთი მუხლის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ ან რომელიმე ტერმინის პირდაპირმა გაგებამ ან პირიქით ზოგის ნაძალადევად გადატანითმა თარგმნამ და შემდგომ მასზე მწვალებლური აზრების და მოძღვრებების აგებამ...
მსგავსი კამათი წარიმართა იგავთა 8 : 22 მუხლში "შემქნა" ზმნის არსებობამ, რადგან ხშირად ამ მუხლებში მოიაზრება ძე ღმერთი, უფალი იესო, მაშინ რასელისტი მწვალებლები, და ზოგი სხვა კონფესია ( ადრე არიანელები და ა.შ.) ამტკიცებს, რომ აქ სჩანს რომ "იესო შექმნილიაო", გადმომაქვს მთელი კამათი და შემდგომში აქ გავაგრძელოთ საუბარი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
სამწუხაროა რომ იოანეს გამოცხადების 1:1-ზე ჯერ არავის გაუკეთებია პოსტი.
სხვა ადგილი ბიბლიიდან რომელიც ხშირად არასწორად გაიგება არის იოანეს სახარების 10 თავის 30 მუხლი სადაც წერია: "მე და მამა ერთი ვართ". იმას გულისხმობდა იესო, რომ მამის თანასწორი იყო? ასეთ დასკვნამდე მიდის სამების დოგმატის ზოგიერთი მომხრე. იოანეს 17:21, 22-ში იესო თავის მიმდევრებთან დაკავშირებით ამბობს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ . . . რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენა ვართ ერთი“. "ერთი" სამივე შემთხვევაში ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან "ენ". ფაქტია, რომ იესოს მიმდევრები სამების ნაწილი არ ხდებიან. მათ მამასთან და ძესთან ერთი მიზანი აერთიანებთ. ამ მხრივ მათი ერთობა ღვთისა და ქრისტეს ერთობას ჰგავს. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
death |
![]()
პოსტი
#3
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
სამწუხაროა რომ იოანეს გამოცხადების 1:1-ზე ჯერ არავის გაუკეთებია პოსტი. სხვა ადგილი ბიბლიიდან რომელიც ხშირად არასწორად გაიგება არის იოანეს სახარების 10 თავის 30 მუხლი სადაც წერია: "მე და მამა ერთი ვართ". იმას გულისხმობდა იესო, რომ მამის თანასწორი იყო? ასეთ დასკვნამდე მიდის სამების დოგმატის ზოგიერთი მომხრე. იოანეს 17:21, 22-ში იესო თავის მიმდევრებთან დაკავშირებით ამბობს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ . . . რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენა ვართ ერთი“. "ერთი" სამივე შემთხვევაში ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან "ენ". ფაქტია, რომ იესოს მიმდევრები სამების ნაწილი არ ხდებიან. მათ მამასთან და ძესთან ერთი მიზანი აერთიანებთ. ამ მხრივ მათი ერთობა ღვთისა და ქრისტეს ერთობას ჰგავს. აშკარად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ. მასე ბიბლიაში ისიც წერია, რომ თქვენ ყველანი ღმერთები ხართ. ესეიგი ჩვენ მართლა ღმერთები ვართ? რაც შეეხება, იოანეს 17:21–ს. აქაც არასწორად მსჯელობ. "როგორც" აქ არ ნიშნავს ღმერთის გატოლებას, რადგან ეს შეუძლებელი იყო მათთვის. რადგან ღმერთი ერთია. ეს ნიშნავს ღმერთის მიბაძვას, მასში ყოფნას. ამის კარგი დასტურია: იყავით მოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა მოწყალე. (ლუკა 6,36) -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
აშკარად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ. მასე ბიბლიაში ისიც წერია, რომ თქვენ ყველანი ღმერთები ხართ. ესეიგი ჩვენ მართლა ღმერთები ვართ? რაც შეეხება, იოანეს 17:21–ს. აქაც არასწორად მსჯელობ. "როგორც" აქ არ ნიშნავს ღმერთის გატოლებას, რადგან ეს შეუძლებელი იყო მათთვის. რადგან ღმერთი ერთია. ეს ნიშნავს ღმერთის მიბაძვას, მასში ყოფნას. ამის კარგი დასტურია: იყავით მოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა მოწყალე. (ლუკა 6,36) ციტატა მასე ბიბლიაში ისიც წერია, რომ თქვენ ყველანი ღმერთები ხართ. ესეიგი ჩვენ მართლა ღმერთები ვართ? მართალი ხარ. ყველანი ღმერთები ვერ იქნებიან. ამრიგად, როგორც ეგ სიტყვები არ უნდა გაიგო პირდაპირი გაგებით იასე იოანეს 10:30-ში ნათქვამი ერთი ვართ არ უნდა გაიგო პირდაპირ. რადგან თუ იგივე სიტყვას: "ერთი" პირდაპირ გაიგებ, მაშინ იგივე იესოს სიტყვები რატომ არ უნდა გაიგო პირდაპირ როცა ამბობს რომ ერთი იყვნენ როგორც მე და შემ ვართ ერთიო? სწორედ მანდ ვარ მეც, რომ პირდაპირ არ უნდა გაიგო სიტყვები მე და მამა ერთი ვართ და ისინიც ერთი იყვნენ როგორ ჩვენ ვართ ერთიო. ამ მხრივ მათი ერთობა ღვთისა და ქრისტეს ერთობას ჰგავს -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
death |
![]()
პოსტი
#5
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
მართალი ხარ. ყველანი ღმერთები ვერ იქნებიან. ამრიგად, როგორც ეგ სიტყვები არ უნდა გაიგო პირდაპირი გაგებით იასე იოანეს 10:30-ში ნათქვამი ერთი ვართ არ უნდა გაიგო პირდაპირ. რადგან თუ იგივე სიტყვას: "ერთი" პირდაპირ გაიგებ, მაშინ იგივე იესოს სიტყვები რატომ არ უნდა გაიგო პირდაპირ როცა ამბობს რომ ერთი იყვნენ როგორც მე და შემ ვართ ერთიო? სწორედ მანდ ვარ მეც, რომ პირდაპირ არ უნდა გაიგო სიტყვები მე და მამა ერთი ვართ და ისინიც ერთი იყვნენ როგორ ჩვენ ვართ ერთიო. ამ მხრივ მათი ერთობა ღვთისა და ქრისტეს ერთობას ჰგავს კვლავ დამახინჯებულად მსჯელობ შენს მერ მოყვანილი ციტატა თუ, რატომ არ უნდა გავიგოთ პირდაპირ ამაზე ვთქვი. ასე რომ მას აღარ შევეხები. მაგრამ ისეოს ნათქვამი სწორედაც, რომ პირდაპირ უნდა გავიგოთ. რატომ არ უნდა გავიგოთ ის პირდაპირ და რატომ უნდა გავიგოთ ეს პირდაპირ? ყველა, რომ ღმერთია მაგას ვერ გავიგებთ პირდაპირ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ღმერთი ერთია. ხოლო იესო და მამა ერთი (როგორც ღმერთი), რომ იყვნენ ამაზე მოწმობს ბიბლია. სადაც იესო დასახელებულია ღმერთად. ხოლო მოციქულები ისევე როგორც სხვა ჩვეულებრივი ადამიანები, ღმერთები ვერ იქნებიან, რადგან ღმერთი ერთია. პ.ს. როცა ვინმე ბიბლიაზე მსჯელობას იწყებს, მას მთლინად ბიბლიაზე უნდა ჰქონდეს წარმოდგენა წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნაწერი სავსე იქნება შეცდომებით. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#6
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
რატომ არ უნდა გავიგოთ ის პირდაპირ და რატომ უნდა გავიგოთ ეს პირდაპირ? ხოლო იესო და მამა ერთი (როგორც ღმერთი), რომ იყვნენ ამაზე მოწმობს ბიბლია. სადაც იესო დასახელებულია ღმერთად. ხოლო მოციქულები ისევე როგორც სხვა ჩვეულებრივი ადამიანები, ღმერთები ვერ იქნებიან, რადგან ღმერთი ერთია. შენ არ ახსენი თუ რატომ იგებ მე და მამა "ერთი" ვართ პირდაპირ და მოციქულებზე რომ ამბობს ისინიც ერთი იყვნენ როგორც მე და შენ ვართ ერთიო. აშკარაა, რომ იესოს სიტყვებს ერთ შემთხვევაში იგებ პირდაპირ და მეორე შემთხვევაში არა. შენ ამას იმიტომ იგებ მასე, ანუ როცა გსურს პირდაპირ იგებ და როცა არა არ იგებ პირდაპირ. მიზეზი ის არის რომ მამა და ძე ერთ პიროვნებად, ერთ ღმერთად წარმოისახო. მოყვასი რატომ არასწორად? აქ საუბარია მამის და ძის არსობრივ ერთობაზე. არსით ერთნი პიროვნულად, ანუ ჰიპოსტასურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმ გაგებით რომ მამა არის მიზეზი ძისა, ძე კი არის შობილი მამისგან, მარადიულად და დაუსაბამოდ. მათი ნება და სურვილი კი აბსოლუტურად ერთია. სწორედ ამ ერთსულოვნების ერთიანობაზეა საუბარი (ადამიანთა შორის შესაძლებელია ფორმით რა თქმა უნდა), უფრო სწორად მსგავსებაზე ადამაინთა შორის. იმიტომ არასწორად რომ ზოგიერთი ცდილობს ისე გაიგოს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები როგორც თავისი უკვე წინასწარ ჩამოყალიბებული რწმენა და რელიგიური სწავლებები უბიძგებს და არა ისე როგორც ამას ბიბლია ამბობს. სხვა მაგალითი რომელსაც არაბიბლიურ განმარტებებს უძებნიან არის სახარების ეს სიტყვები: "იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ". -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი