ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?, მისი გამომწვევი მიზეზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?, მისი გამომწვევი მიზეზები |
guest |
Mar 25 2009, 04:02 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ამ ფენომენზე, რასაც ამოკი ქვია. სიტყვა ამოკი მალაიური წარმოშობის ყოფილა და თარგმანში ნიშნავს ბრმა მრისხანებას და სისხლის წყურვილს.
არსებობს უამრავი მაგალითები ამოკის შესახებ, უახლოესი რაც იყო, ეს მოხდა აქ, გერმანიაში, შტუტგარტთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება ვინენდენში ამა წლის 11 მარტს. 17 წლის რეალშულე-ს მოსწავლემ თავის სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მასწავლებლები და თანასკოლელები, ასევე იქიდან გამოქცევის შემდეგ ქუჩაში პასანტები - სულ 15 კაცი. ბოლოს ის დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ , მაგრამ ამის შემდეგ მან მისივე ხელით მოიკლა თავი. იხ. სურათი: ქვემოთ მოვიყვან უახლოეს წარსულში გერმანიაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს მაგალითად: 20.11.2006 - ვესტფალიის დასახლება ემსდეტენში ცეცხლსასროლი იარაღით, საფეთქებელი ნივთიერებებით და კვამლის ბომბებით შეიარაღებული 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი შეიჭრა მის ყოფილ სკოლაში და გახსნა ცეცხლი, შედეგად მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, საბოლოოდ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. 26.04.2002 - ერფრუტის ერთ-ერთ გიმნაზიაში ყოფილმა მოსწავლემ, შენიღბულმა და მძიმედ შეაიარაღებულმა 19 წლის ბიჭმა დაცხრილა 16 ადამიანი, მათ შორის 8 მასწავლებელი ქალი , 4 მასწავლებელი კაცი , 1 მოსწავლე, მდივანი ქალი და 1 პოლიციელი. ამის შემდეგ მან თავად მოიკლა საკუთარი თავი. ამ და მსგავს მაგალითებს თუ გადავხედავთ, ჩანს რომ ამოკით "შეპყრობილები" ბოლოს ლიკვიდაციას უკეთებენ საკუთარ თავს. კიდევ იმას მივამატებ, რომ ეს ბავშვები არიან შეძლებული ოჯახებიდან, არანაირი ფინანსური პრობლემები, არანაირი მარეტიალური დანაკლისი მათ ცხოვრებაში არ განუცდიათ. ბოლო უახლოეს მოვლენას რაც შეეხება, ბავშვმა მამამისის იარაღი აიღო, რომელიც ჩაუკეტავად ედო საძინებელ ოთახში. მამა იყო ე.წ. მსროლელთა კლუბის წევრი და უამრავი სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ქონდა სახლში, თუმცა ჩაკეტილი ამ უკანასკნელის გარდა. დღესითვის ის გადაცემულია პასუხისგებაში დაუდავარი მკვლელობისათვის 15 შემთხვევაში. მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემაზე, როგორ შეიძლება , რომ ბავშვები ავაცილოთ ამ დიდ უბედურებას. არის ეს სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა რასაც ისინი განიცდიან? რამდენადაც მატერიალურად არცერთ ჩამოთვლილთაგანს არაფერი აკლდათ. პ.ს. ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი, თუ რამდენად განხილულია ამოკის ფენომენი . არის ეს ფსიქიური დაავადება და თუ კი, როდის ყალიბდება, აქვს თუ არა მას წინა პირობები თუ მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებაა. მადლობა წინასწარ. |
Iona |
Mar 25 2009, 06:17 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა ისე, ჩემი ვარაუდით, გერმანიაში იმიტომ ხდება ასეთი რამ ხშირად, რომ გერმანელები ალბათ ყველაზე უფრო მეტად არიან რობოტად ქცეულები, ვიდრე რომელიმე სხვა ერი. და ზოგიერთი ადამიანი ვერ უძლებს ცხოვრების ასეთ ცივ და ავტომატიზებულ წესს და ამოკი ემართება არა გერმანელები ჯიგრები არიან როგორც წესი .... ტელევიზორი და თამაშებიც მოქმედებს ფსიქიკაზე, სადმე არის კინო რომ ვინმეს ხოცავდნენ? ზოგადად მორალური სტანდარტები დაბლა ეცემა როდესაც მუდმივად უცქერ სიბინძურეს და უბედურებას ეკრანიდან გული ნელ ნელა იწყებს ბოროტის თანაგრძნობას, ალბათ მაგიტომაც არის რომ , 1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი