ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?, მისი გამომწვევი მიზეზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?, მისი გამომწვევი მიზეზები |
guest |
Mar 25 2009, 04:02 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ამ ფენომენზე, რასაც ამოკი ქვია. სიტყვა ამოკი მალაიური წარმოშობის ყოფილა და თარგმანში ნიშნავს ბრმა მრისხანებას და სისხლის წყურვილს.
არსებობს უამრავი მაგალითები ამოკის შესახებ, უახლოესი რაც იყო, ეს მოხდა აქ, გერმანიაში, შტუტგარტთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება ვინენდენში ამა წლის 11 მარტს. 17 წლის რეალშულე-ს მოსწავლემ თავის სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მასწავლებლები და თანასკოლელები, ასევე იქიდან გამოქცევის შემდეგ ქუჩაში პასანტები - სულ 15 კაცი. ბოლოს ის დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ , მაგრამ ამის შემდეგ მან მისივე ხელით მოიკლა თავი. იხ. სურათი: ქვემოთ მოვიყვან უახლოეს წარსულში გერმანიაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს მაგალითად: 20.11.2006 - ვესტფალიის დასახლება ემსდეტენში ცეცხლსასროლი იარაღით, საფეთქებელი ნივთიერებებით და კვამლის ბომბებით შეიარაღებული 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი შეიჭრა მის ყოფილ სკოლაში და გახსნა ცეცხლი, შედეგად მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, საბოლოოდ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. 26.04.2002 - ერფრუტის ერთ-ერთ გიმნაზიაში ყოფილმა მოსწავლემ, შენიღბულმა და მძიმედ შეაიარაღებულმა 19 წლის ბიჭმა დაცხრილა 16 ადამიანი, მათ შორის 8 მასწავლებელი ქალი , 4 მასწავლებელი კაცი , 1 მოსწავლე, მდივანი ქალი და 1 პოლიციელი. ამის შემდეგ მან თავად მოიკლა საკუთარი თავი. ამ და მსგავს მაგალითებს თუ გადავხედავთ, ჩანს რომ ამოკით "შეპყრობილები" ბოლოს ლიკვიდაციას უკეთებენ საკუთარ თავს. კიდევ იმას მივამატებ, რომ ეს ბავშვები არიან შეძლებული ოჯახებიდან, არანაირი ფინანსური პრობლემები, არანაირი მარეტიალური დანაკლისი მათ ცხოვრებაში არ განუცდიათ. ბოლო უახლოეს მოვლენას რაც შეეხება, ბავშვმა მამამისის იარაღი აიღო, რომელიც ჩაუკეტავად ედო საძინებელ ოთახში. მამა იყო ე.წ. მსროლელთა კლუბის წევრი და უამრავი სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ქონდა სახლში, თუმცა ჩაკეტილი ამ უკანასკნელის გარდა. დღესითვის ის გადაცემულია პასუხისგებაში დაუდავარი მკვლელობისათვის 15 შემთხვევაში. მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემაზე, როგორ შეიძლება , რომ ბავშვები ავაცილოთ ამ დიდ უბედურებას. არის ეს სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა რასაც ისინი განიცდიან? რამდენადაც მატერიალურად არცერთ ჩამოთვლილთაგანს არაფერი აკლდათ. პ.ს. ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი, თუ რამდენად განხილულია ამოკის ფენომენი . არის ეს ფსიქიური დაავადება და თუ კი, როდის ყალიბდება, აქვს თუ არა მას წინა პირობები თუ მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებაა. მადლობა წინასწარ. |
guest |
Mar 25 2009, 06:30 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ტელევიზორი და თამაშებიც მოქმედებს ფსიქიკაზე, Iona მაგაზეც იყო საუბარი : მის კომპიუტერზე ნახეს კომპიუტერული თამაშები, რომლებიც 18 წლიდან დაიშვება (17-ის იყო) , ძალადობა და ა.შ. თუმცა, ჩემი აზრით კრიტერიუმად ვერ დავადგენთ კომპ.თამაშების ზეგავლენას. რამდენადაც უამრავი თამაშობს და ყველა არ "გიჟდება". თუმცაღა ისიც მიმაჩნია , რომ რაღაც როლს თამაშობენ, თუნდაც გამოცდილების მიღებაში . |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი