![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
nananikusha |
![]()
პოსტი
#41
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 81 რეგისტრ.: 1-May 08 წევრი № 4,701 ![]() |
გახსოვთ ალბათ გიორგი ბერძენიშვილი.ნუ გამიწყრებით თუ მისი დედის მაგივრად გწერთ.გუშინ გიორგის ყველა უბედურებასთან ერთად დაუსვეს დიაგნოზი ...... ..ტოდუას კლინიკასი გაუკეთდა გამოკვლევა.იცით მათი გაუსაძლისი მდგომარეობა.დედამ ნაცუქარი კომპიუტერი გაუყიდა ამ ანალიზების გამო.მე თავად ავადმყოფი სვილის დედა შემძრა მათმა მდგომარეობამ ამიტომ თავს უფლება მივეცი ხელმეორედ წამომეწია ეს ტემა.იმედი ბოლოს კვდებაო.და იმედი მაქვს ხვთისნიერი ადამიანი ბევრი ყავს დალოცვილ საქართველოს.ცოტაც კი ნეტარება იქნება გიორგისთვის.უფალმა დაგლოცოთ ქართველო ადამიანებო
P.S. გარკვეული მიზეზის გამო პოსტი ჩავასწორე..... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ნათია: Mar 15 2009, 11:15 PM |
![]() ![]() |
cacia |
![]()
პოსტი
#42
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 4-May 08 წევრი № 4,723 ![]() |
გამარჯობათ ჩემო მადლიანო ადამიანებო,მოგესალმებით ყველა ფორუმელს.რამოდენიმე დღის წინ გვესტუმრა ერთერთი ფორუმელი თამუნა,რომლის მოსვლამაც გიორგიმ ძალიან გაიხარა და რა თქმა უნდა მეც.ბოდბეში ყოფნის დროს ნათიამ მითხრა,ფორუმელებსგიორგის ავადმყოფობის მიზეზი აინტერესებთო.მოკლედ მოგითხრობთ ამის შესახებ.გიო 4 წლის იყო,რომ მეზობლის ბავშვმა მეორე სართულის აივნიდა თამაშის დროს გადმომიგდო.ეს შემთხვევა მისმა მშობლებმა დამიმალეს და არც პირველადი დახმარებაც არ გაუწევიათ.გიოს წელის ტკივილები რომ დაეწყო,დაყწყეს თირკმელებზე მკურნალობა,რაც ექიმების ყველაზე დიდი შეცდომა იყო.ტრამვის შედეგად გიოს ხერხემალი დაუზიანდა.გიორგის ზუსთი დიაგნოზი მხოლოდ წლისა და 8 თვის შემდეგ გავიგეთ.სამწუხაროდ ყველაფერი დაგვიანებული იყო.გიორგის ხერხემლის 7 მალა დაშლილი ჰქონდა და მენჯის სახსარიც მარჯვენა მხარე მთლად ჩაშლილი ჰქონდა.დაავადებამ გენერალიზებული ფორმა მიიღო და სხვადასხვა სახსარები დაუზიანა.გაუკეთეთ მრავალი ოპერაცია.3 წელიწადში მხოლოდ 12 ოპერაცია გაუკეთეთ.გიოს ავადმყოფობიდან წელიწად ნახევარში გიოს მამაც დაიღუპა და დავრჩი მარტო ყფლის ანაბარა.საავადმყოფოში 9 წელი გამოუსვლელად ვიწექით.ყოველივე ამ უბედურებას ისიც დაემატა,რომ ერთერთი ოპერაციის დროს გადასხმული სისხლით ც ე ჰეპატიტის ვირუსიც ავკიდეთ.1წელი გერმანიაში მკურნალობდა,შედეგიც მივიღეთ,ბავშვი,რომელიც 7 წელი გვერდზეც არ გადაბრუნებულა,ყავარჯნებით ჩამოვიდა იქიდან.2002წელს გაუკეთდა ოპერაცია ერთდროულად 3 სახსარზე და მას მერე გიო ინვალიდის სავარძელში ზის.ბოლო ოპერაციის მერე მას ჭრილობები აგარ უხორცდება.მის ჭრილობებს კიდევ ერთი იარა შეემატა,ახლა მას 10 გახსნილი ჭრილობა აქვს.ეს არის მოკლე მონათხრობი გიორგის ავადმყოფობის შესახებ.გიორგი თვითონ მორცმუნე ბავშვია და უფლის დიდი სიყვარული მას ყველაფერს გადაატანინებს.თქვენ რომელიმეს თუ გაგიჩნდებათ სურვილი გიორგისთან სტუმრობის ჩვენი კარები ყველასთვის ღიაა.დიდი სიხარული იქნება ჩვენთვის თქვენი ახლოს გაცნობა.დიდი სიყვარულით თამილა და გიორგი
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 03:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი