![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ანანო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
ანბანი იგივეა, რაც ინგლისური
![]() კითხვის წესები : სიტყვის ბოლოს არ წარმოითქმის: 1) -e : classe [ გამონაკლისია ერთმარცვლიანი სიტყვები: je, le, ce ] 2) d : renard [ გამონაკლისია : sud ] 3) p : trop, drap 4) t : vert, credit [გამონაკლისია: direct (direkt) , sept(set) ] 5) x : paix(pe), mieux [გამონაკლისია: dix(dis). six(sis)] 6) s :les, très, mes [გამონაკლისია : fils(fis), mars(mars), tennis(tenis) ] 7) z : nez(ne), chez [გამონაკლისია: gaz(ga:z) ] ნელ-ნელა გავაგრძელებ, ძალიან დაღლილი ვარ მაპატიეთ ![]() -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
![]() ![]() |
ანანო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
ყველაზე რთული ნაწილი
![]() ზმნა - verbe გააჩნია პირის, რიცხვის, დროის, კილოს კატეგორიები 3 ფორმა: აქტიური(forme acctive), პასიური=ვნებითი( forme passive), უკუქცევითი= ნაცვალსახელოვანი forme pronominale) 4 კილო: თხრობითი(mode indicatif), ბრძანებითი(mode impératif), პირობითი(mode conditionel) და კავშირებითი mode subjonctif) პირი: პირიანი და უპირო ფორმები. პირიანი ფორმებია: საწყისი( infinitif), მიმღეობა (participe) და გერუნდივი (gérondif). ისინი იცვლებიან პირის, რიცხვის, დროის, კილოს მიხედვით. პირიან ფორმებს მიეკუთვნებიან: თხრობითი კილოს ყველა დრო, პირობითი და კავშირებითი კილოების ყველა დრო და ბრძანებითი კილო. ფრანგულ ზმნას აქვს მარტივი და რთული დროები. (ეხლა დეტალებში ჩამოწერას აზრი არ აქვს, სულ დაიბნევით ![]() უღლების მიხედვით ზმნები იყოფიან 3 ჯგუფად: I ჯგუფში შედის er -ზე დაბოლოებული ზმნები: parler, fermer......... II ჯგუფს მიეკუთვნება ir -ზე დაბოლოებული ზმნები, რომლებიც ფუძესა და პირის ნიშანს შორის მრ.რიცხვში ჩაიმატებენ სუფიქსს -iss : finir, rougir...[ უმეტესად ზედსართავიდანაა წარმოქმნილი ] III ჯგუფში შედის -re, -oir, -ir, -er -ზე დაბოლოებული ზმნები . მათ რამდენიმე ქვეჯგუფად ყოფენ. თხრობითი კილოს აწმყო დროის ხმარება:-Présent de I' Indicatif 1. ლაპარაკის მომენტში შესრულებული მოქმედების გამოსახატავად: Je lis sa lettre [ ჟე ლი სა ლეტღ]--- მე ვკითხულობ მის წერილს(ეხლა). 2.ჩვეულებრივი ფაქტის ან მოქმედების გამოსახატავად: Chaque jour je vais à l' Université [ შაკ ჟუღ ჟე ვე ა ლ'უნივერსიტე ] --- უნივერსიტეტში ყოველ დღე დავდივარ. 3. იმ მომავალი მოქმედების გამოსახატავად, რომელიც ახლავე უნდა შესრულდეს: Le train part dans cinq minutes [ ლე ტღენ პარ დან სენკ მინუტ ] -მატარებელი 5 წუთში გავა 4. ნამყო მოქმედების სხარტად გადმოსაცემად: " Voici ce qui est arrivé: Nic descend dans le fossé, je vais après lui [ ვუასი სე კი ე აღივე : ნიკ დესან დან ლე Фოსე , ჟე ვე აპღე ლუი ] - აი რა მოხდა: ნიკი ჩადის ორმოში, მე უკან მივყვები. -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი