![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მადლობა ამუზა, ვწეროთ და ვიფიქროთ ერთად, ულამაზესი და ძალიან საინტერესო თემაა...
სულ თავიდან, როცა ქმნილება ედემის ბაღში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ხედავდა და ითვისებდა ყველაფერს, სწავლობდა და არქმევდა სახელებს, ცოცხალ სამყაროს, ეს სახელებიც როგორც ამბობენ არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი და ულოგიკო, არამედ ყველაფერი დაცემამდელი წმინდა გონების გამჭრიახობის გამოვლენა იყო, ასევე წერს წმინდა წერილი II თავი დაბადება 20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ეს მუხლი, ძალიან მომცველია, მაშინვე გადადის მთავარზე მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი. "შემწე,შესაფერი" ძველ ქართულად "შემწე მსგავსი მისი", აქ არაა საუბარი მხოლოდ ფიზიკურ მსგავსებაზე, თუმცა ესეც აუცილებელია, მაგრამ ასევე "შემწეობაზე" ანუ ქართულად რომ ვთქვათ "მეუღლეობაზე" უღლის თანაგამწეობაზე, მეტიც, ებრაული სიტყვა რომელიც აქაა გამოყენებული "შემწე" ადგილზზე, ძალიან ღრმაა და ლამის უტოლდება გადამრჩენელს, ტერმინი "აზერ" ნიშნავს "შემწეს ყველაზე დიდი კრიტიკული მდგომარეობის დროს", ქალის შექმნა ხდება ადამის ნაწილიდან, რომ საწყისი ერთი ქონოდათ და არა ორი, მაგრამ მეტიც ნაწილის აღება ხდება გულმკერდიდან, ანუ იმ ადგილიდან სადაც გული ინახება, რაც გულს იცავს, ანუ ნეკნიდან, რა უცნაურიც არ უნდა იყოს ძველ შუმერულ ენაზე თურმე სიტყვა "ნეკნი" ასევე ნიშნავს "სიცოცხლეს" და სემიტურ ენებში კი "ნეკნი" განიმარტება , როგორც "ძვალი, რომელიც ინახავს სიცოცხლეს". ძველ ქართულში ძალიან ლამაზად გადმოდის ასევე ის სიღრმე რაც ებრაულშია, როცა ევა შეიქმნება, ნახეთ ადამი რას დაარქმევს მას: "23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ჯერ ნახეთ რა აღფრთოვანება და მშობლიურობაა ამ სიტყვებში მართლა ჩემი ხორცი და ძვალიაო ეს, მაგრამ მთავარი სიღრმე სახელშია, რადგან მას "დედაკაცი" უწოდა, რადგან მამაკაცისაგან არის გამოღებული, ანუ ქართულს არ გააჩნია სქესი, თორემ ასე იქნებოდა "კაცა", როგორც რუსულად "мужчиницей" რადგან ასეა ებრაულად "ის იწოდება იშად, რადგან აღებულია იშ-იდან" იშ და იშა, კაცი და კაცა, აქედან მამა(მამრობითი)-კაცი და დედა (მდედრობითი)-კაცი ასე ჰარმონიულად და თანაჰარმოინულობისათვის შეიქმნა პირველი ქალი, "ძვალია ჩვენი ძვალთაგანი და ხორცი ჩვენი ხორცთაგანი" ... ვისაც ვეძებთ და როცა ვპოულობთ, მისით ვხარობთ, ვცოცხლობთ და ვმრავლდებით! გავაგრძელებ მოგვიანებით; იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი