სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Belief |
Mar 20 2009, 11:36 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
იოჰან სებასტიან ბახი (*21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - † 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.
ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704). არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა. ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734). სავიოლინო სონატა Nº1, სოლ მინორი (BWV 1001). ბახის ხელნაწერი ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს. ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას. ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ. ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები. აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში. ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ. B Y W I K I P E D I A დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად? 1. ძალიან კარგი კომპოზიტორია დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად? ჩემ კითხვებს გავცემ მე პასუხს 1. ძალიან კარგი კომპოზიტორია 2. უდიდესი , ენით აუღწერელი გრძნობაა რომელსაც ვერავის გადასცემ რაღაცა სასწაულია . 3 . გლენ გულდი .... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Mar 25 2009, 04:29 PM -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
![]() ![]() |
| ბექა |
Mar 26 2009, 05:41 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
Belief
აი აი აი ციტატა შუმანს ვურჩევდი მაგარია ძალიან შუმანის ძალიან თან, რამდენი ხანაი არ მომისმენია ჩავრთო ერთი (happy) |
Belief იოჰან სებასტიან ბახი Mar 20 2009, 11:36 PM
ქევანა :)
რომ არა ბახი...
1) რა... Mar 20 2009, 11:46 PM
Belief
კი ვირსალაძეც კარ... Mar 20 2009, 11:50 PM
ქევანა
აი ეხლა ვეძებდი იუ... Mar 21 2009, 04:11 PM
Belief ქევანა
ხო ძალიან ც... Mar 21 2009, 04:26 PM
ქევანა დავიწვი ამ თემის ს... Mar 25 2009, 02:56 PM
tustusa-gogo
ეხლა ვსტავლობ და რ... Mar 25 2009, 03:01 PM
BOO
ეხლა ვსტავლობ და რ... Mar 25 2009, 09:49 PM
dariala გაიხარე ამ თემის ა... Mar 25 2009, 03:53 PM
Belief dariala
მიხარია , რომ ბა... Mar 25 2009, 04:28 PM
ქევანა tustusa-gogo
რა ქენი იცი? მ... Mar 25 2009, 04:50 PM
Belief
რატომ? მეც მაინტე... Mar 25 2009, 08:31 PM
ქევანა
რატო უნდა ჩაჭრა, რ... Mar 25 2009, 08:52 PM
zegardeli
რატო უნდა ჩაჭრა, რა... Mar 26 2009, 05:46 PM
Belief
მუსიკაში მაგას არ... Mar 25 2009, 09:44 PM
ქევანა
და რისი კურსებიო? :bl... Mar 25 2009, 10:14 PM
Belief ქევანა
ხო შუბერტი ... Mar 25 2009, 10:17 PM
BOO კლასიკურ მუსიკაში ... Mar 25 2009, 10:19 PM
Belief
კაია აბა გვკითხე. Mar 25 2009, 10:31 PM
BOO მირჩიეთ რაიმე კომპ... Mar 25 2009, 11:19 PM
Belief
პახულსკი :)
BOO
სევდი... Mar 26 2009, 05:23 PM
BOO
პახულსკი :)
BOO
სევდი... Mar 26 2009, 06:08 PM
k@the
მირჩიეთ რაიმე კომ... Mar 26 2009, 05:29 PM
Belief
:ფიქრი1: Mar 26 2009, 05:29 PM
ბექა Belief
შენ გაიხარე შე კ... Mar 26 2009, 05:33 PM
Belief ბექა
აგრემც ვალმოხ... Mar 26 2009, 05:36 PM
ბექა Belief
შენივე თემას რა... Mar 26 2009, 05:38 PM
Belief ბექა
მე არაფერნი მ... Mar 26 2009, 05:39 PM
ბექა Belief
მუსიკას რაც შეე... Mar 26 2009, 05:50 PM
georgianeli გურამ დოჩანაშვილი... Mar 26 2009, 06:19 PM
ბექა BOO
სამაგიეროდ მაგა... Mar 26 2009, 06:23 PM
BOO
[b]BOO
სამაგიეროდ მაგ... Mar 26 2009, 06:29 PM
lashuka. ბახი მაგარია მარა ... Mar 26 2009, 06:25 PM
ბექა BOO
მაგის ბედნიერებ... Mar 26 2009, 06:31 PM
ქევანა მიხარია რომ თემა ა... Mar 26 2009, 06:37 PM
BOO ვივალდს რატომ აქვს... Mar 26 2009, 06:42 PM
Belief
საცოდაო საქართვე... Mar 26 2009, 07:06 PM
BOO
ამას ერთად ,,წელიწ... Mar 26 2009, 07:06 PM
lashuka. Belief
:D :D :D :D :D დაიჯერე... Mar 26 2009, 08:07 PM
ბექა Belief
ჩემი ლინკები ნა... Mar 26 2009, 07:07 PM
Belief ბექა
კი , ძალიან ლამ... Mar 26 2009, 08:02 PM
Belief lashuka.
არა კაცო . უბრალ... Mar 26 2009, 08:12 PM
ქევანა შევეცდები ისევ ბახ... Mar 26 2009, 08:14 PM
Belief ახლა მე ბახს ვუსმე... Mar 26 2009, 08:20 PM
ქევანა
არადა რეაქცია არ მ... Mar 26 2009, 08:47 PM
Belief
ვხუმრობ რათქმა უნ... Mar 27 2009, 11:51 AM
ქევანა თხოვნა შესმენილია,... Mar 27 2009, 10:16 PM
BOO
http://www.youtube.com/watch?v=IEL2IIkOudg
რ... Mar 29 2009, 12:27 PM
lch იოჰან სებასტიან ბა... Mar 28 2009, 06:05 PM
Belief
http://www.youtube.com/watch?v=E_ttS3JtRxY ე... Mar 29 2009, 12:23 PM
Belief
კი მიუხედავად ყვე... Mar 29 2009, 12:33 PM
BOO
კი მიუხედავად ყვე... Apr 1 2009, 08:08 PM
Belief :) Mar 29 2009, 01:25 PM
tustusa-gogo Belief
პრელუდია და ფუგ... Mar 29 2009, 01:30 PM
Belief tustusa-gogo
http://www.youtube.com/watch?v=eJkaw... Mar 29 2009, 04:47 PM
ქევანა
ესეც მშვენიერია, წ... Mar 29 2009, 05:23 PM
Belief
კი . უკეთესი ვერსი... Mar 29 2009, 05:42 PM
ქევანა
:D გასაგებია რომ ორ... Mar 29 2009, 08:53 PM
tustusa-gogo
მე ფორტეპიანოზე დ... Mar 29 2009, 08:55 PM
Belief
ა მივხვდი მაშინ უ... Mar 31 2009, 03:21 PM
Belief გავაქტიურდეეთ ! Apr 1 2009, 04:21 PM
ქევანა
ვსეგდა რად პამოჩ B)
... Apr 1 2009, 08:06 PM
ქევანა უი რას მივაგენ მარ... Apr 1 2009, 09:25 PM
Belief დაბრუნა ბილიიფ.
გა... Apr 16 2009, 06:15 PM
ქევანა Belief
ვიცით :D (ეს თუ ის ... Apr 17 2009, 07:03 PM
Belief ქევანა
კაია კაია ე... Apr 18 2009, 05:50 PM
ვეშაპო Belief
ყავდა 20 შვილი, მა... Apr 20 2009, 02:24 AM
ქევანა ვეშაპო
ჯიგაარ © დ... Apr 21 2009, 12:11 PM
ვეშაპო ქევანა
ეგრეა, ეგრე,... Apr 21 2009, 12:25 PM
Belief ვეშაპო
პირიქით ბახ... Apr 21 2009, 02:09 PM
ქევანა Belief
მე სქესი არ შემი... Apr 21 2009, 03:51 PM
Belief ქევანა
:D :D :D გამოგტე... Apr 21 2009, 03:57 PM
ვეშაპო Belief
არა, მართლა ეგეთ... Apr 21 2009, 05:32 PM
ქევანა ვეშაპო
არ ვუკრავ მ... Apr 21 2009, 08:27 PM
Belief ქევანა
გეთანხმები ... Apr 26 2009, 02:13 PM
Belief ეჰ ამ ჩემმა თემამ კ... Apr 28 2009, 06:05 PM
tustusa-gogo Belief
უკრავ ბახს? :rolleyes: Apr 28 2009, 06:07 PM
ბექა ვეშაპო
ვეშ ნეტა შე... Apr 28 2009, 06:35 PM
Belief tustusa-gogo
კი :( Apr 28 2009, 10:04 PM
tustusa-gogo Belief
მუსიკოსი ხარ? :) გ... Apr 29 2009, 11:30 AM
Belief tustusa-gogo
:D მუსიკოსი კი ... Apr 29 2009, 02:29 PM
ვეშაპო ბექა
რა გინდა, ხომ ... May 1 2009, 10:16 PM
L i B e R a L
ჩემნაირი კაცი . . . რ... May 1 2009, 11:03 PM
ქევანა ბახი :D
გამოვაცოცხლ... Jul 12 2009, 12:25 AM
patara sayvarelo უი ეს რა თემა ვიპოვ... Jul 12 2009, 01:15 AM
ქევანა კიდევ ერთი დასტური... Jul 30 2009, 10:43 PM
ნანინა ქევანა
:* გაიხარე Jul 30 2009, 11:34 PM
ქევანა ვაცოცხლებ თემას... :D
... Sep 1 2009, 09:25 PM
ლურჯი ბუ J.S. Bach??? :blink: Mein Respekt! :huh:
h... Sep 1 2009, 09:26 PM
Diversity ნანინა
ვინც მართლ... Sep 1 2009, 09:34 PM
ქევანა Courante from Bach English Suite No.1
ფორტ... Sep 1 2009, 09:36 PM
ნანინა Diversity
Oh, mein Gott.. :rolleyes:
ქევ... Sep 1 2009, 09:51 PM
ქევანა
ხო :user:
http://www.youtube.com/watch?v=dt... Sep 1 2009, 10:12 PM
ნანინა ეძღვნება ჩემზე გან... Nov 13 2009, 01:02 PM
mariami-k საოცრად ნიჭიერი კო... Nov 13 2009, 01:18 PM
lingvo ბახის ”კარგად ტემპ... Nov 13 2009, 05:55 PM
lingvo ძალიან მომწონს სვი... Nov 13 2009, 06:52 PM
lingvo ძალიან მომწონს ბახ... Nov 13 2009, 07:08 PM
lingvo ორმაგი სავიოლინო კ... Nov 13 2009, 08:52 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 11:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი