![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
ჩემო ტკბილო ხალხო, როგორც იცით არა ვარ ამ ფორუმის აქტიური წევრი (თუმცა არცერთი ფორუმის აქტიური წევრი არ ვარ), მაგრამ ალბათ გემახსოვრებით ვინც ვარ.
მინდა იდეა შემოგთავაზოთ. კარგია, როდესაც 2 ტანისამოსიდან ერთს სხვას მივცემთ საწყალობლად და ერთს თვითონ ჩავიცვამთ. მოწყალების გაცემა უდიდესი მადლია და ქველმოქმედებას არაფერი სჯობს. მაგრამ უკეთესია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც შემოწირულოებბზე და მოწყალებაზე არიან გამოკიდული, უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი შემოსავლით. კერძოდ, იდეა მდგომარეობს ბიზნესის დაარსებაში, რომლის მოგებიდანაც დაფინანსდება ფორუმის საქველმოქმედო ფონდი. შემდეგ კი ამ ჩვენი გაზრდილი ფონდის ბიუჯეტით ხელფასს დავუნიშნავთ გაჭირვებულ ადამიანებს. არ ვიცი მართლმადიდებლური ფორუმის საქველმოქმედო ფონდის ბიუჯეტი რამხელა არის, მაგრამ ხელფასების დანიშვნას ძალიან დიდი თანხა სჭირდება და ამიტომაც საჭიროა ბიზნესის წამოწყება. გავაკეთოთ ამხანაგობა (შეიძლება პირდაპირ შ.პ.ს. გავაკეთოთ. გააჩნია როგორი საკუთრების ფორმა იქნება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი) და ვმართოთ ეს ჩვენი კომპანია. კომპანიი მოგება პირდაპირ საქველმოქმედო ფონდს დააფინანსებს. თუ კარგად დაიწყო ბიზნესი და ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ჩვენ გვინდა, შეიძლება კომპანიაში მომუშავეების ანაზღაურებაც დაფინანსდეს მოგებიდან, თავდაპირველად კი კომპანიის თანამშრომლებისთვის ალბათ არ იქნება ანაზღაურება.... რას იტყვით? -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
![]() ![]() |
inaina |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 ![]() |
აბე ძალიან კარგი აზრია
უღონდ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბე და ვიმსჯელოთ ![]() -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 09:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი