IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქველმოქმედო ფონდის სპონსორი, იდეებიდან მოქმედებამდე
+ვახტანგი+
პოსტი Mar 27 2009, 12:31 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ჩემო ტკბილო ხალხო, როგორც იცით არა ვარ ამ ფორუმის აქტიური წევრი (თუმცა არცერთი ფორუმის აქტიური წევრი არ ვარ), მაგრამ ალბათ გემახსოვრებით ვინც ვარ.

მინდა იდეა შემოგთავაზოთ.

კარგია, როდესაც 2 ტანისამოსიდან ერთს სხვას მივცემთ საწყალობლად და ერთს თვითონ ჩავიცვამთ. მოწყალების გაცემა უდიდესი მადლია და ქველმოქმედებას არაფერი სჯობს. მაგრამ უკეთესია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც შემოწირულოებბზე და მოწყალებაზე არიან გამოკიდული, უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი შემოსავლით. კერძოდ, იდეა მდგომარეობს ბიზნესის დაარსებაში, რომლის მოგებიდანაც დაფინანსდება ფორუმის საქველმოქმედო ფონდი. შემდეგ კი ამ ჩვენი გაზრდილი ფონდის ბიუჯეტით ხელფასს დავუნიშნავთ გაჭირვებულ ადამიანებს. არ ვიცი მართლმადიდებლური ფორუმის საქველმოქმედო ფონდის ბიუჯეტი რამხელა არის, მაგრამ ხელფასების დანიშვნას ძალიან დიდი თანხა სჭირდება და ამიტომაც საჭიროა ბიზნესის წამოწყება.

გავაკეთოთ ამხანაგობა (შეიძლება პირდაპირ შ.პ.ს. გავაკეთოთ. გააჩნია როგორი საკუთრების ფორმა იქნება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი) და ვმართოთ ეს ჩვენი კომპანია. კომპანიი მოგება პირდაპირ საქველმოქმედო ფონდს დააფინანსებს. თუ კარგად დაიწყო ბიზნესი და ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ჩვენ გვინდა, შეიძლება კომპანიაში მომუშავეების ანაზღაურებაც დაფინანსდეს მოგებიდან, თავდაპირველად კი კომპანიის თანამშრომლებისთვის ალბათ არ იქნება ანაზღაურება....

რას იტყვით?


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აბე
პოსტი Mar 27 2009, 04:22 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



რაც შეეხება საწყის კაპიტალს, ვფიქრობ რომ რამე მოხერხდება, ან ვინმე დაგვაფინანსებს, ან გრანტს მოვიპოვებთ და ა.შ. მაგრამ ამისათვის საჭიროა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბიზნეს-გეგმა გვქონდეს. დეტალურად უნდა იქნეს თითოეული ლარი ხარჯისა თუ შემოსავლისა დაზუსტებული, კარგი ანალიზი უნდა იყოს, რომ დავაჯეროთ ბიზნესის პერსპექტიულობაში და მოგვცნ გრანტი. მოკლეთ, თუ კარგ ბიზნესს მოვიფიქრებთ, შეიძლება საწყისი კაპიტალის შოვნა რამენაირად. ბოლო-ბოლო საქველმოქმედო მიზნით იქმნება კომპანია და არ გაჭირდება.

ანდა სულაც შეიძლება ძალიან მცირე თანხით დაწყება, რისი აგროვებაც შემოწირულობებით ან რამე ამდაგვარით შეიძლება.

მოვიფიქროთ რაიმე კარგი ბიზნესი, რის კეთებასაც ჩვენ შევძლებთ და განვიხილოთ აქ ყველას იდეა რა ბიზნესის კეთება შეიძლება და თითოეულის შემთხვევაში კარგად ავწონ-დავწონოთ შევძლებთ თუ არა განხორციელებას, თუ შევძლებთ რანაირად, რა ხარჯებით, რა დაგვჭირდება და ა.შ. შევადაროთ რომელი ბიზნესი იქნება უფრო მომგებიანი და გადავიდეთ მოქმედებაზე.

ფსიქოლოგიური მოტივაიისთვის კი დავწერ აქ, რომ Hewlett-Packard-მა დაიწყო თავისი ბიზნესი გარაჟში, მერე ნაქირავებში იყვნენ და მერე, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოახერხეს საკუთარი შენობა, დანადგარები და აღჭურვილობა ჰქონოდათ... დღეს კი HP-ს ყველა იცნობს. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბილ ჰიუვლეტი ამბობს: "ჩვენ არ გვქონდა არანაირი გეგმა სანამ დავიწყებდით. ბიზნესის კეთების იდეა იყო მანამ, სანამ გამოვიგონებდით audio oscillator-ს (მათი პირველი პროდუქტი)". ასევე ის ამბობს: "ჩვენ არ დაგვიმსახურებია ერთი მკაცრი სიტყვაც კი, როდესაც ვიღებდით უამრავ კრედიტს Hewlett-Packard-ის წარმატებისთვის."

ასე და ამგვარად, ჩემო ტკბილო ხალხო, შეიძლება შიშველი ხელებით დაწყება და იმედი მაქვს, ჩემს მიერ მოტანილი Bill Hewlett-ის სიტყვების წაკითხვის შემდეგ მოგემატათ ხალისი ამ კეთილშობილური საქმისა. მეც დავძენ, მართლა არაფერი არ არის არც ბიზნესის კეთება და არც სხვა რამე, რაც ცხოვრებაში რთულად მიაჩნია ხალხს და თქვენ ეს ჩემგან არ გესწავლებათ, რადგანაც, მორწმუნე ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია ჭკვიანურად, გააზრებულად ვიმოქმედოთ და შეცდომები არ დავუშვათ, სისულელეები არ გავაკეთოთ, დავისახოთ კარგი სტრატეგია და ღმერთი შეგვეწევა. ვინ იცის, იქნებ ინოვაციაც კი შევიტანოთ ბაზარზე.... smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 10:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი