![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
betaneli luka
ციტატა ''ვინც ამბობს აღსარებაში:''ცოდვილ ვარ,''და ამის შემდეგ კი აგრძელებს ამ ცოდვაში ყოფნას,სრულებითაც არ არის აღმსარებელი.რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ავადმყოფს ექიმის მოღვაწეობამ,თუკი ავადმყოფს არ სურს განკურნება?''-წმ.ბასილი დიდი გასაგებია და ჭეშმარიტად მასეა. მაგრამ ხშირად არა საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობლების თუნდაც გადასარჩენად გიწევს ცოდვის გამეორება, რომელსაც გულით ნანობ და არ გსურს გამეორება, უბრალოდ იძულებული ხარ. ასე რომ , ასე რადიკალურად სინანულის რეცეპტები არ არსებობს. სინანული გულშია , გულში და იმ ცრემლში , რომელსაც ღვრი გულიდან. მხოლოდ სიტყვების ძახილი არ შეიძლება, რაც არ გამოუცდია სხვას ის შენს გამოცდილს ვერ გაიგებს და კიდია ალბათ კიდეც... ჯარისკაციც სცოდავს, კაცის კვლა ნებისმიერ შემთხვევაში ცოდვაა, მაგრამ როგორც ერთ თემაში კაიროსმა უწოდა ამ მოვლენას : მკველსა და მომკვლელს შორის მაინც არის რაღაც განსხვავება. რა ქნას იმ ჯარისკაცმა, რომელიც მომკვლელი იყო გუშინ და ხვალაც უწევს ბრძოლის ველზე გასვლა? რა ქნას? შევინანე და მეტს ვეღარ ვიზამო? ისინი მუდმივ სინანულში არიან, თუნდაც იმეორებდნენ ამ ცოდვას ! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 04:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი