IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იბერია და გარესამყარო ახ.წ. I-II სკ., ფარსმან I, ფარსმან II.
შაკო
პოსტი Jun 15 2007, 09:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



იბერია და გარესამყარო

ახ.წ. I-II სს.



ახ.წ. I-II სს. ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური ვითარება ხელს უწყობს იბერიის გაძლიერებას, კერძოდ სამხრეთის ძლიერი მეზობლის, სომხეთის დასუსტება, რომსა და პართიას შორის ბრძოლა, ალანებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა მეგობრულ, სამოკავშირეო ურთიერთობას რომსა და იბერიას შორის. ამის პარარელურად გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება იბერიის ორ მეზობელ იმპერიას - რომსა და პართიას შორის. ამ კონფრონტაციაში კვლავ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ამიერკავკასიის ქვეყნები ვის გაუწევდნენ მოკავშირეობას.
რომის აღმოსავლური პოლიტიკა მისი დასავლური პოლიტიკისაგან განსხვავდებოდა. თუ დასავლეთში რომის მმართველებს საქმე ჰქონდათ ბარბაროსთა არამყარ ტომობრივ გაერთიანებებთან, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში რომაელების მოქიშპე იყო ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგე, როგორიც იყო მძლავრი არმიიის მქონე პართიის სამეფო. მას ხშირად მოკავშირეობას უწევდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მქონე ამიერკავკასიის სახელმწიფოები, რომელიბიც ადვილად არ თმობდნენ თუნდაც მოჩვენებით დამოუკიდებლობას და რომის დაპყრობით შემოსევებს პართიის დახმარებით იგერიებდნენ. ამ გარემოებას შეაქვს რიგი კორექტივები რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში.
რომის გვიანდელი რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი იყო საზღვრების გაფართოების პოლიტიკა, რაც აუცილებლად იწვევდა პირდაპირ შეტაკებას პართიასთან. სწორედ მათ შორის წინააღდეგობებმა შექმნა "პოლიტიკური დუალიზმის" ის სისტემა, რომელმაც რამოდენიმე საუკუნით განსაზღვრა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ისტორიული ბედი . აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ ორი დიდი სახელმწიფოს ბრძოლა პირველობისათვის არ იფარგლებოდა პირდაპირი საომარი შეტაკებებით. ორივე ქვეყნის დიპლომატია მარჯვედ იყენებდა თითოეული მათგანის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებს და ყველაფერს აკეთებდა ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩასარევად .
რომისა და პართიის ომებში იბერიის მეფეები, რომაელი ხალხის მეგობრობისა და მოკავშირის" აღიარებით ცდილობდნენ, აზიაზე ბატონობის პრედენტენტების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოეყენებინათ. იბერიის ორიენტაციას ადასტურებს იმპერატორ ოქტავიანეს ავგუსტუსის "ღეს Gასტაე". მასში ჩამოთვლილია ყველა ის ხალხი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა რომის მსოფლიო იმპერიას. ავგუსტუსი აღნიშნავს: "ჩვენ მეგობრობას ითხოვდნენ ელჩების მეშვეობით....მეფე ალბანელების და იბერების".
სომხეთის დაკარგვის შემდეგ რომის ბატონობას აღმოსავლეთში საფრთხე დაემუქრა. მას სჭირდებოდა ისეთი მოკავშირე, რომელიც რეალურად აღუდგებოდა წინ პართიის აგრესიას. ერთადერთი ასეთი ძალა პართია - რომის საზღვრების მიმდებარე რეგიონში იყო იბერია.
თავის მხრივ ამიერკავკასიის სამეფოები (იბერია, ალბანეთი) თავიანთი ელჩების მეშვეობით, იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსს სთხოვენ, რომ დაედასტურებინა მისი წინამორბედის დროს დადებული ხელშეკრულებები "მეგობრობის და მოკავშირეობის" შესახებ. იბერთა მეფის მიერ რომალებთან ელჩის გაგზავნა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული. იბერია ამ დროს თავისი სტრატეგიული მდგომარეობის წყალობით აკონტროლებდა ჩრდ. კავკასიის გასასვლელებს და იქედან გადმოსასვლელებს. დარიალის კარის მეშვეობით, იბერიის მეფეებს ყოველთვის შეეძლოთ ჩრდ. კავკასიელი მომთაბარეები გადმოეყვანათ ამიერკავკასიაში დასახმარებლად, ანდა პირიქით, არ გადმოეშვათ ისინი.
ჩემი აზრით, თვით იბერიისათვის რომი იყო უფრო სასურველი მოკავშირე იბერიაში პართიის ექსპანსიის შესაჩერებლად, რადგანაც მას შემდეგ რაც პართიამ ფეხი მოიკიდა არმენიაში, იგი მეტად საშიში მეზობელი გახდა ქართლის სამეფოსათვის. გარდა ამისა, აქ იყო ერთი მთავარი მიზანიც, კერძოდ ქართლის მეფეს რომის დახმარებით იმედი ჰქონდა დაიბრუნებდა ორი საუკუნით ადრე არმენიის მიერ მიტაცებულ გუგარეთისა და ხორძენე-კლარჯეთის ტერიტორიებს.
ჩემთვის მეტად საინტერესოა იბერიის მეფის ფარსმან I დიპლომატიური ნაბიჯები სომხეთთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, სომხეთს ახ.წ 36 წლიდან მართავდა მითრიდატე. რომელიც რომის იმპერატორმა კალიგულამ რომში გაიწვია და დაატყვევა. ამ ფაქტით ისარგებლა პართიამ და სომხეთი დაიკავა. პართიის მიერ სომხეთის დაკავება ეს იყო საკმაოდ ცუდი მოვლენა როგორც რომისთვის ასევე სომხეთისთვისაც. იმპერატორის შეცვლისთანავე ფარსმანი დაუკავშირდა რომის ახალ იმპერატორს კლავდიუსს და მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო სომხეთში. იგი ითხოვდა მითრიდატეს გათავისუფლებას რადგან ამ უკანასკნელისთვის კარგად იყო ცნობილი ადგილობრივი დიდკაცობის პოლიტიკური ორიენტაცია. ასევე რომაელები კარგად ხედავდნენ იბერიის მმართველთა სწრაფვას დაემორჩილებინათ მთლიანად სომხეთი. სომხეთისათვის ბრძოლა ახლა ფაქტიურად სამ სახელმწიფოს - რომსა, პარიასა და იბერიას შორის მიმდინარეობდა. იბერიას, როგორც 35 წლის ამბებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომის დახმარების გარეშეც უნარი შესწევდა პართიაზე გაემარჯვა. იბერია სომხეთის დაუფლებას რომის მოკავშირის და რომის მტრის პართიისაგან სომხეთის გამომგლეჯის სახით ცდილობდა. მაგრამ, რომში უეჭველია, შიშობდნენ იბერიის მეტისმეტ გაძლიერებას და არ შეეძლოთ დაეშვათ სომხეთის სრული დამორჩილება იბერიის მმართველთა მხრივ. მითრიდატე რომაელებმა შემდეგში, როგორც ჩანს, მაინც მიიჩნიეს სომხეთის ტახტის შესაფერის კანდიდატად სწორედ იმის გამო, რომ არავითარ სურვილს არ იჩენდა დამორჩილებოდა თავის ძმას - იბერიის მეფე ფარსმანს.
მითრიდატე სომხეთში დააბრუნეს რის შემდეგ ფარსმანი ამუშავებს გეგმას სომხეთის ტახტის დაკავების შესახებ. იგი თავის შვილს რადამისტს გზავნის სომხეთში სადაც მან ვერ განახორციელა მამის მიერ მიცემული გეგმა რამაც დიდი არეულობა გამოიწვია სომხეთში. მიუხედავად იმისა რომ კორნელიუს ტაციტუსის ცნობით რადამისტი ფარსმანის კონკურენტი იყო, ჩემი აზრით, ფარსმანი არანაირ მეტოქეს არ ხედავდა რადამისტში, პირიქით მან იგი სომხეთში გააგზავნა თავისი გეგმის განსახორციელებლად. შვილის მოკვლის მიზეზი არა მეტოქეობა არამედ სხვა რამ იყო.
რომისა და პართიის ურთიერთობამ დაძაბული ხასიათი მიიღო. რომაელებისათვის ცნობილი იყო რომ, სომხეთი დაიკარგა ფარსმანის ინტრიგების გამო. იბერიის მეფემ დაასწრო მოვლენების განვითარებას, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ჩადენილი დანაშაული რადამისტს დააბრალა და, როგორც დამნაშავე, მოაკვლევინა, რა თქმა უნდა, იგი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეც სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, რადგან იცოდა რომ თუ იგი თავის შვილს არ დასჯიდა რომი იბერიას დაუპირისპირდებოდა. რომის ხელისუფლება კი ამ "თავის მართლების" პოლიტიკას დაჯერდა რადგან არც თავად არ სურდა იბერიასთან ურთიერთობის გაფუჭება.
საგარეო პოლიტიკა არის პროცესი, რომელშიც ჩართულია ისეთი ფაქტორები, რომლებიც ქვეყბის კონტროლს არ ემორჩილებიან. ამიტომ სწორედ საგარეო პოლიტიკა არის სფერო, რომელშიც ქვეყნების მთავრობებს ხშირად ყველაზე მეტი სირთულის დაძლევა უხდებათ. პატარა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კი ზოგიერთ შემთხვევაში მისი მთავრობისაგან გმირობის ტოლფას მოღვაწეობას მოითხოვს განსაკუთრებით კრიტიკულ ვითარებაში, რომელიც ზოგიერთი პატარა ქვეყნისათვის არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა.
მართალია ფარსმანის და რადამისტის ავანტიურამ რომსა და იბერიას შორის ურთიერთობა არ დაძაბა, მაგრამ იბერიას რომაული ორიენტაციის მქონე სომხეთის ნაცვლად უპირისპირდება მისი უშუალო მეზობელი პართია.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ შემდეგი გზით იყო მოსახერხებელი. ქართლის სამეფოს დიპლომატიაში ისტორიულად მნიშვნელოვანი როლო ჰქონდა დაკისრებული კავკასიონის ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომებთან ურთიერთობას. ეს იყო პრივილეგია იბერიისათვის სომხეთთან და პართიასთან მიმართებაში და ამის გამო იბერიასთან ურთიერთობაში ძლიერი მეზობლებიც კი სერიოზულ დათმობებზე მიდიოდნენ.
ფარსმან II დროს ვითარება შიცვალა. მას შეეძლო რომთან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა ეწარმოებინა. ამ დროს ქართლი ჩანს უკვე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძვის რომს და ცდილობს მის განდევნას კოლხეთიდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან. ამასთანავე, იგი ამ საქმეში როდი ეძიებს პართიის მხარდაჭერას. ქართლის მმართველები ისეთი მრისხანე ძალასთან კავშირში, როგორც ალანები და სხვა ჩრდილოელი ტომები იყვნენ, ეტყობა, თამამად უპირისპირდებიან რომსა და პართიას ერთდროულად. I საუკუნის 70 წლებში იბერიის სამეფო კარის უშუალო ინიციატივით ალანებმა გამანადგურებელი ლაშქრობა მოაწყვეს პართიის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით რბევა განიცადა სომხეთმა. მან უარი განაცხადა "რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის" ფუნქციების შესრულებაზე. იგი დემონსტრაციულად არ გამოცხადდა კაპადოკიაში მოწვეულ თათბირზე. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე 117-138 ხოლო მის შემდეგ ანტონიუს პიუსი (138-161). მისი მმართველობის დროს ეს ურთიერთობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, როგორც ჩანს, რომმა დათმო და ოფიციალურად ცნო იბერიის ტერიტორიული პრეტენზიები, რადგანაც მიუხედავად დაპირისპირებისა რომსა და იბერიას შორის, იბერია რომაელთათვის რჩებოდა უპირველეს ყოვლისა მოკავშირედ იმპერიის აღმოსავლეთ პოლიტიკაში. Yოველივე ამას კარგად აცნობიერებდა როგორც ანტონიუს პიუსი, ისე ფარსმანი, რომელიც მიხვდა რომ რომთან მუდმივი კონფრონტაცია საჭირო არ იყო და ყოველივე ეს (დაპირისპირება) უნდა დასრულებულიყო რაღაც გარკვეულ ეტაპზე. დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ, ამიტომ დღის წესრიგში დადგა რომთან შერიგების საკითხი. ფარსმანი დიდი ამალით გაემგზავრა რომში ანტონიუს პიუსთან შესახვედრად. რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ფარსმან II ქველის რომში ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს "როცა ფარსმანე იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, (ანტონიუს პიუსმა) გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე დაადგმევინა და უყურებდა, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო ვარჯიშობას". ეს მოვლენა, ჩემი აზრით, მისაღები იყო თავად რომის იმპერატორისათვისაც.
როგორც ზემოთ ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ რომი და იბერია ერთმანეთის სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ მათ შორის მაინც არსებობდა დაძაბული ურთიერთობა გარკვეული ტერიტორიების გამო. ყველაფრის მიუხედავად მათ ერთი ინტერესი გააჩნდათ, რამაც საბოლოოდ შეარიგა იმპერია და გაძლიერებული იბერიის სამეფო. ეს გახლდათ პართიის არშაკიანთა სამეფო, რომელიც რომაელთა მთავარი მოწინააღდეგე იყდ და ბუნებრივია საფრთხეს უქმნიდა რომაელების მთავარ მოკავშირეს აღმოსავლეთში – იბერიას. ალანების წყალობით სპარსეთის მეფე იძულებული გახდა უხვი საჩუქრებით ეხსნა თავი და თავისი ქვეყანა.
შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაეყარა ნებაყოფლობით კავშირზე და ინტერესთა თანხვდენილობაზე დამყარებულ ურთიერთობას რომსა და იბერიას შორის, რომელიც ასე რელიეფურად ჩანს ცოტა უფრო გვიან, ახ.წ.I-IIსს. რომს, რომელსაც ძალა არ შესწევდა იარაღის ძალით მორჩილებაში ჰყოლოდა ეს შორეული ქვეყანა, სავსებით აწყობდა, რომ მისი სახით ჰყოლოდა ერთგული მოკავშირე პართიასღან და სომხეთზე კონტროლისათვის მის მიერ წარმოებულ ბრძოლაში. იბერიას ამ ბრძოლაში არსებითი როლის შესრულება შეეძლო იმითაც, რომ ერთის მხრივ, მის ხელში იყო კავკასიონის გადმოსასვლელები და ჩრდილოელ მომთაბარეთა პართიასთან მრძოლაში გამოყენების შესაძლებობა. ხოლო მეორე მხრივ, რომთან კავშირი დიდ პერსპექტივებს შლიდა იბერიის წინაშე საკუთარი სახღვრების გასაფართოებლად. სომხეთის ზედაფენებში პართიის სასარგებლო განწყობილებათა ბატონობის პირობებში, პართიასთან კავშირი ბევრს ვერაფერს მოუტანდა სარგებელს იბერიას. იბერიას პართია და პროპართულად განწყობილი სომხეთი უფრო საშის ძალად მიაჩნდა ვიდრე რომი.


შალვა ურიადმყოფელი



--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Mar 27 2009, 12:41 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
sable

ჰო, საბლე არეულია ნამდვილად, მე უბრალოდ მოვიყვანე ის ინფო რაც ვრცელდება, თუმცა ძირითადში თარიღთა სხვაობა თხრობის ( ჩემი ) არსს არ ცვლის.
ციტატა
იქ რომ ჩავიდა რა წარმოდგენა აჩვენა?

მხოლოდ ვარაუდებით,
ციტატა
სამხედრო ვარჯიშობა

უნდა ნიშნავდეს, არა ეტლით შეჯიბრებას, არამედ მიზანში ტყორცნას და სხვა ათლეტურ ვარჯიშებს, რისთვისაც სპეციალურად იყო დათმობილი დომიციანეს სტადიონი ( იხ. ზემოთ)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Mar 27 2009, 06:52 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(KAIROS @ Mar 27 2009, 12:41 PM) *

ჰო, საბლე არეულია ნამდვილად, მე უბრალოდ მოვიყვანე ის ინფო რაც ვრცელდება, თუმცა ძირითადში თარიღთა სხვაობა თხრობის ( ჩემი ) არსს არ ცვლის.



კი თარიღები შეცდომითა აქვთ მაგრამ კიდევ იქ ორი ისეთი ცნობა იყო რაც საიდან ააქვთ ეგ არ არის მითითებული და ჩემთვის ისინი უფრო იყო საინტერესო; დანარჩენი ცნობისთვის დავწერე.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shakuna_   იბერია და გარესამყარო ახ.წ. I-II სკ.   Jun 15 2007, 09:49 PM
მამფალი   საღოლ shakuna_ ფარსმან მ...   Jun 15 2007, 10:11 PM
shakuna_   საღოლ shakuna_ ფარსმან ...   Jun 15 2007, 10:57 PM
მამფალი   shakuna_ ეეჰ, ისეთ თემაზ...   Jun 16 2007, 12:08 AM
_Matasi_   shakuna_ შენ გეცოდინება ...   Jun 16 2007, 02:14 AM
shakuna_   shakuna_ შენ გეცოდინება...   Jun 16 2007, 02:00 PM
jijikoi   აუ საღოლ მაგარი თე...   Mar 26 2009, 01:10 AM
KAIROS   მოკლედ ახლა დაგიწ...   Mar 26 2009, 04:45 AM
sable   Pharasman or Pharsman II says Kouel ( the Goo...   Mar 26 2009, 05:40 PM
KAIROS   მაშ რა იყო კაპიტოლ...   Mar 26 2009, 12:53 PM
Belief   იცით ფარსმანი იქ რ...   Mar 27 2009, 12:00 PM
KAIROS   ჰო, საბლე არეულია ნ...   Mar 27 2009, 12:41 PM
sable   ჰო, საბლე არეულია ნ...   Mar 27 2009, 06:52 PM
KAIROS   ოოო, ეგ ხო :) ეგ მართ...   Mar 27 2009, 07:02 PM
sable   ოოო, ეგ ხო :) ეგ მართ...   Mar 27 2009, 07:09 PM
Belief   რექტორმა :) ქართვ...   Apr 1 2009, 07:09 PM
sable   ქართველებმა დადეს...   Apr 9 2009, 05:59 PM
Freethought   [size=4][center]იბერია და გა...   May 3 2009, 01:04 PM
L i B e R a L   :D . . .   May 8 2009, 03:46 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2026 - 12:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი