![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
ჩემო ტკბილო ხალხო, როგორც იცით არა ვარ ამ ფორუმის აქტიური წევრი (თუმცა არცერთი ფორუმის აქტიური წევრი არ ვარ), მაგრამ ალბათ გემახსოვრებით ვინც ვარ.
მინდა იდეა შემოგთავაზოთ. კარგია, როდესაც 2 ტანისამოსიდან ერთს სხვას მივცემთ საწყალობლად და ერთს თვითონ ჩავიცვამთ. მოწყალების გაცემა უდიდესი მადლია და ქველმოქმედებას არაფერი სჯობს. მაგრამ უკეთესია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც შემოწირულოებბზე და მოწყალებაზე არიან გამოკიდული, უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი შემოსავლით. კერძოდ, იდეა მდგომარეობს ბიზნესის დაარსებაში, რომლის მოგებიდანაც დაფინანსდება ფორუმის საქველმოქმედო ფონდი. შემდეგ კი ამ ჩვენი გაზრდილი ფონდის ბიუჯეტით ხელფასს დავუნიშნავთ გაჭირვებულ ადამიანებს. არ ვიცი მართლმადიდებლური ფორუმის საქველმოქმედო ფონდის ბიუჯეტი რამხელა არის, მაგრამ ხელფასების დანიშვნას ძალიან დიდი თანხა სჭირდება და ამიტომაც საჭიროა ბიზნესის წამოწყება. გავაკეთოთ ამხანაგობა (შეიძლება პირდაპირ შ.პ.ს. გავაკეთოთ. გააჩნია როგორი საკუთრების ფორმა იქნება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი) და ვმართოთ ეს ჩვენი კომპანია. კომპანიი მოგება პირდაპირ საქველმოქმედო ფონდს დააფინანსებს. თუ კარგად დაიწყო ბიზნესი და ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ჩვენ გვინდა, შეიძლება კომპანიაში მომუშავეების ანაზღაურებაც დაფინანსდეს მოგებიდან, თავდაპირველად კი კომპანიის თანამშრომლებისთვის ალბათ არ იქნება ანაზღაურება.... რას იტყვით? -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მცირე კაპიტალით დაწყებული ბიზნესი რამდენიმე წელი ისე ვერ გაიმართება წელში, რომ სხვისი დახმარებაც შეძლოს, მით უმეტეს ჯერ საკუთარი თავი უნდა გააძლიეროს, რომ შემოსავალი წამოვიდეს.
ასე რომ თუ მართლა რამეს დავაპირებთ, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, ყველა წვრილმანი უნდა გავითვალისწინოთ და რაც მთავარია ვეძებოთ თანხა ბიზნესის დასაწყებად, ბიზნეს გეგმა კი ისეთი უნდა იყოს, რომ ან სპონსორი დაინტერესდეს, ან სახელმწიფო გრანტი მივიღოთ. ისე კი სპონსორის ან გრანტის მოპოვება ძალიან მეეჭვება. ჯერ ასე იყოს, დანარჩენ ეჭვებს მერე დავწერ. აბე ციტატა Bill Hewlett-ის სიტყვების წაკითხვის შემდეგ მოგემატათ ხალისი ამ კეთილშობილური საქმისა. ეს კარგია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ საქართველოში არ დაუწყიათ მათ ბიზნესი. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი