IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქველმოქმედო ფონდის სპონსორი, იდეებიდან მოქმედებამდე
+ვახტანგი+
პოსტი Mar 27 2009, 12:31 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ჩემო ტკბილო ხალხო, როგორც იცით არა ვარ ამ ფორუმის აქტიური წევრი (თუმცა არცერთი ფორუმის აქტიური წევრი არ ვარ), მაგრამ ალბათ გემახსოვრებით ვინც ვარ.

მინდა იდეა შემოგთავაზოთ.

კარგია, როდესაც 2 ტანისამოსიდან ერთს სხვას მივცემთ საწყალობლად და ერთს თვითონ ჩავიცვამთ. მოწყალების გაცემა უდიდესი მადლია და ქველმოქმედებას არაფერი სჯობს. მაგრამ უკეთესია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც შემოწირულოებბზე და მოწყალებაზე არიან გამოკიდული, უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი შემოსავლით. კერძოდ, იდეა მდგომარეობს ბიზნესის დაარსებაში, რომლის მოგებიდანაც დაფინანსდება ფორუმის საქველმოქმედო ფონდი. შემდეგ კი ამ ჩვენი გაზრდილი ფონდის ბიუჯეტით ხელფასს დავუნიშნავთ გაჭირვებულ ადამიანებს. არ ვიცი მართლმადიდებლური ფორუმის საქველმოქმედო ფონდის ბიუჯეტი რამხელა არის, მაგრამ ხელფასების დანიშვნას ძალიან დიდი თანხა სჭირდება და ამიტომაც საჭიროა ბიზნესის წამოწყება.

გავაკეთოთ ამხანაგობა (შეიძლება პირდაპირ შ.პ.ს. გავაკეთოთ. გააჩნია როგორი საკუთრების ფორმა იქნება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი) და ვმართოთ ეს ჩვენი კომპანია. კომპანიი მოგება პირდაპირ საქველმოქმედო ფონდს დააფინანსებს. თუ კარგად დაიწყო ბიზნესი და ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ჩვენ გვინდა, შეიძლება კომპანიაში მომუშავეების ანაზღაურებაც დაფინანსდეს მოგებიდან, თავდაპირველად კი კომპანიის თანამშრომლებისთვის ალბათ არ იქნება ანაზღაურება....

რას იტყვით?


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Mar 28 2009, 12:23 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მცირე კაპიტალით დაწყებული ბიზნესი რამდენიმე წელი ისე ვერ გაიმართება წელში, რომ სხვისი დახმარებაც შეძლოს, მით უმეტეს ჯერ საკუთარი თავი უნდა გააძლიეროს, რომ შემოსავალი წამოვიდეს.

ასე რომ თუ მართლა რამეს დავაპირებთ, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, ყველა წვრილმანი უნდა გავითვალისწინოთ და რაც მთავარია ვეძებოთ თანხა ბიზნესის დასაწყებად, ბიზნეს გეგმა კი ისეთი უნდა იყოს, რომ ან სპონსორი დაინტერესდეს, ან სახელმწიფო გრანტი მივიღოთ. ისე კი სპონსორის ან გრანტის მოპოვება ძალიან მეეჭვება.

ჯერ ასე იყოს, დანარჩენ ეჭვებს მერე დავწერ.

აბე
ციტატა
Bill Hewlett-ის სიტყვების წაკითხვის შემდეგ მოგემატათ ხალისი ამ კეთილშობილური საქმისა.

ეს კარგია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ საქართველოში არ დაუწყიათ მათ ბიზნესი.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Mar 28 2009, 04:58 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ნაინა @ Mar 28 2009, 12:23 AM) *

მცირე კაპიტალით დაწყებული ბიზნესი რამდენიმე წელი ისე ვერ გაიმართება წელში, რომ სხვისი დახმარებაც შეძლოს, მით უმეტეს ჯერ საკუთარი თავი უნდა გააძლიეროს, რომ შემოსავალი წამოვიდეს.

ასე რომ თუ მართლა რამეს დავაპირებთ, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, ყველა წვრილმანი უნდა გავითვალისწინოთ და რაც მთავარია ვეძებოთ თანხა ბიზნესის დასაწყებად, ბიზნეს გეგმა კი ისეთი უნდა იყოს, რომ ან სპონსორი დაინტერესდეს, ან სახელმწიფო გრანტი მივიღოთ. ისე კი სპონსორის ან გრანტის მოპოვება ძალიან მეეჭვება.

ჯერ ასე იყოს, დანარჩენ ეჭვებს მერე დავწერ.

აბე

ეს კარგია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ საქართველოში არ დაუწყიათ მათ ბიზნესი.


ხო ძნელია, მაგრამ შეუძლებელი ხომ არ არის....
ისე ეხლა რომ დავფიქრდი, ამ ფინანსურ კრიზისში მგონი ძალიან უდროოა....

მე მქონდა ფერმის იდეა და ლამარას (ჩვენს ფორუმელს) ვესაუბრე ამაზე. მასაც ჰქონდა იდეები. ვეტყვი ეხლა ამ თემის ლინკს და დაწერს თავის იდეებს.

ციტატა(neo @ Mar 27 2009, 07:58 PM) *

ბილდ ტუ ლასტიდანაა მგონი ეს სიტყვები ჰო ?

ახლა მალე გამოვა ახალი წიგნი, სახელად 100 ბიზნეს სტარტაპი, წაიკითხეთ და უამრავი იდეა იქნება smile.gif - სინერჯი ჯგუფი უშვებს...

ბიზნესის დაწყებას დრო უნდა ძალიან ძალიან ბევრი დრო, დრეში 25 საათი...


არა, ეგ სიტყვები hp.com-ზე წერია. smile.gif
დრო უნდა, მაგრამ ყველაფერი მოხერხდება, თუ მოვინდომებთ.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 10:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი