საკმეველს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საკმეველს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს? |
lch |
Mar 28 2009, 02:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მაინტერესებს რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საკმეველს (კმევას) და რამდენად აუცილებელია სახლში (ხატებთან, ოთახებში და ა.შ.) კმევა (რა თქმა უნდა არა მღვდლის საცეცხლურით)?...
-------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
ავგუსტინე |
Mar 28 2009, 06:30 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
lch
საერთოდ ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში, ანუ ბიზანტიურ წესში, კმევა (ვგულისხმობ საცეცხლურის უკნიდან წინ გატყორცნას) სასულიერო პირის პრეროგატივაა. თუმცა ეს არ ეხება ე.წ "დასხმას" ანუ მყარ ზედაპირზე დადებული ნახშირის ხატებთან მოთავსებასა და ზედ საკმევლის დადებას. საცეცხლურის სიმბოლიკა: საცეცხლური შედგება ზედა და ქვედა ნაწილისგან, ზედა ნაწილის ზევით აქაჩვით, კვამლი იფრქვევა ჰაერში. ქვედა ნაწილი (სადაც მოთავსებულია გახურებული ნახშირი და საკმეველი) სიმბოლოა მებრძოლი ეკლესიისა, რომელიც თავის გულმხურვალებას გზავნის ზეციურ ეკლესიაში (საცეცხლურის მეორე ნაწილი) ხოლო ჯაჭვებზე დამაგრებული ჟღარუნები, განასახიერებს ეკლესიის გალობას უფლისადმი ჩვენთან ნაპოვნია საცეცხლურები, რომლებიც წააგავს ჭიქას, ანუ აქვს ყური და არ აქვს ჯაჭვი... საცეცხლური ლათინებშიც არსებობს და აქტიურად გამოიყენება: -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი