![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
ზემოთ დაწერილს კიდევ დავუმატებდი,რომ ცნობილია წმინდა მეომერთა ურიცხვი რაოდენობა,რომელთაც,როგორც წმინდანთ,ვევედრებით შეწევნას ღვთის წინაშე:წმ.გიორგი,იოანე-მეომარი,მეომარი-მარსალი, დიდმოწამე მიქაელ-გობრონი და 133 მხედარნი მისნი,9ძმა ხერხეულიძე ,დედითა და დით და მათ თანა 900 მეომრითა მარაბდის ბრძოლის ველზე მოწყვეტილთა...მათი,წმინდა მეომართა რიცხვი,უთვალავია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 04:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი