![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
კაია ნინიკო, წერე, წერე, თორემ მონოლოგში არ მინდა გადამივიდეს ეს თემაც
![]() რაც დაწერე იმაზე, რა გითხრა, ჩვენ რას ხვდებით რო საერთოდ? უფალმა დაუშვა ე.ი. საჭიროა, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება? დევიზი იგივეა: "მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი" უცნაურია განსაცდელი, ყველაზე მეტად ხშირად ამ დროს იგრძნობდა ღმერთის მფარველო 18. მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ ეგვიპტე ყოველთვის მიხვდება ამას, მაგრამ ეგ მაშინ მოხდება, როცა ისრაელი მიხვდება ამას... როცა ზღვაზე მშრალად გაივლის "29. ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ. " ზღვა ხომ განსაცდელია? მღელვარეა, ეგვიპტელებისათვის, მტრისათვის, მონობისათვის დამღუპველია, თავისუფლებამ იგი მშრალ გზად აქცია, განსაცდელი გზად იქცევა წინ სვლისათვის, ის რაც დაუძლეველი ჩანდა, ახლა პირიქით მეგობრად და გზად დაიგო.. განსაცდელი კი გაგრძელდება მანამ სანამ ზღვა მშრალად გამოვლილი ხალხი მწარე წყალზე არ დაიწყებს წუწუნს და მონობის ხორცის ქვაბებს არ დაუწყებს მოგონებას: ციტატა უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული! 3. ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს? უცნაური იყო თავად უდანოს ჭამაც, იქ წყალიც და საჭმელიც უცნაურად მოდის და უცნაურად ხდება კვება, ჯერ იყო და მოსე ეუბნება ხალხს ციტატა ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით. და მერე ნამდვილ მოთმინებას, ნამდვილი განსაცდელის შესაბამის მოლოდინს უძლიერებს უფალი ამ ხალხს, დღეს რომ საჭმელს აძლევს, იგი ხვალისათვის არ ვარგა, ციტატა 21. აგროვებდნენ დილაობით რამდენიც სჭირდებოდათ საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა. ასე დაგროვებაც ვერ ხერხდებოდა, დანაყრებოდნენ და მორჩა, ისევ უფლის იმედზე უნდა იყვნენ, უფალი დააშუშებს დღეს განსაცდელს, და ხვალინდელ განსაცდელშიც ისევ უფლის იმედი უნდა გვქონდეს...როგორ მოსე ამბობს: "გამ.20:20. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ. " ყველაფერი კარგად იქნება: კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 06:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი