სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
death |
Mar 31 2009, 03:39 AM
პოსტი
#2
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მოკლედ მეზობელ თემაში ბევრი ითქვა სამების საპირისპიროდ. ეხლა იმ არგუმენტებს არ გამოვეხმაურები, გვიანი და ცოტა მეზარება. შემდეგ შემოვალ და მათაც გავცემ პასუხს. მოკლედ მინდა ვთქვა, რომ შექმნა, რომელიც ნაგულისხმებია ქრისტეზე ნიშნავს გამომავლობას, რადგან ქრისტე გამოდის მამა ღმერთისგან ხოლო ეს ქმნა არ არის დროში განხორციელებული პროცესი. საერთოდ როდესაც ადამიანს არ ესმის სამების დოგმატი ის ამას ვერც გაიგებს. შეუძლებელია ეს გაიგო თუ არ იცი როგორ არის სამი ერთი და ამვდროულად ერთმანეთისგან განსხვავებული.
იმის გამო, რომ მეზობელ თემაში ბევრი ციტატა იქნა მოყვანილი ხალხის თავგზის ასაბნევად, შევეცდები აქ მარტო ბიბლიური ციტატებით შემოვიფარგლო, საიდანაც ნათლად დავინახავთ, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ქრისტე ამჟღავნებდა ისეთ თვისებებს, რომელიც არ შეძლება ჰქონოდა სხვას გარდა ღმერთისა. მაგალითად მან თავისი თავი დაასახელა შემოქმედად. (იოანე 5:17) ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იუდეველებმა მას დევნა დაუწყეს მოსაკლავად. რატომ? ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად ახსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა (იოან. 5,18). იუდეველებისთვის (როგორც ჩვენთვის) სამყაროს შემოქმედი მარტო ღმერთი იყო, შესაბამისად ქრისტეს სიტყვები გაიგეს როგორც საკუთარი თავის განღმერთება. ქრისტე იუდეველებთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ის იყო აბრაამამდე. ხოლო იუდეველებმა ჰკითხეს: “ჯერ ორმოცდაათი წლისას არა ხარ და აბრამი გინახავს?”(იოან. 8. 56) ხოლო ქრისტეს პასუხი იყო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ. მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან” სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მარტო ეს ადგილი ადასტურებს იმას, რომ ქრისტე ღმერთია. ეხლა ვინც კარგად იცნობს ბიბლიას მიხვდება თუ რატომ აიღეს ებრაელებმა ქვები მის ჩასაქოლად. ფაქტია ებრაელებს არ აუღიათ ქვები მის ჩასაქოლად რადგან მან თავი მის ან თუნდაც აბრამიის დაბადებამდე არსებულად მიიჩნია. ასე რომ ყოფილიყო ისინი აღარ ჰკითხავდნენ თუ როგორ იყო ის აბრაამამდე. როდესაც მოსემ ჰკითხა ღმერთს თუ როგორ ეწოდებინა მისთვის, ღმერთმა თავისი თავი “მე ვარ” (იაჰვე), მოიხსენია. ხოლო ქრისტემ ამ პასუხით თავისი თავი ღმერთთან გააიგივა. ანუ ის არსებოდა აბრაამამდე რადგან ის იყო ღმერთი. შესაბამისად ამის გამო დაიტაცეს ებრაელებმა ქვები მის ჩასაქოლად. გამოცხადებაში იესო ქრისტე ნათლად ადასტურებს, რომ ის დაუსაბამოა “მე ვარ ალფა და ომეგა” – ამბობს უფალი ღმერთი, - ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი. (გამ. 1.8) რადგან ის არის ღმერთი როგორც მისი მამააა ღმერთი. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული , რომ ყველამ უნდა სცეს მას ისეთი პატივი, როგორ პატივსაც სცემენ მამა ღმერთს: რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. (იოან. 5:23). მართალია ქრისტე, პირდაპირ არ ასახელებდა თავის თავს ღმერთად, რათა არ გამოეწვია მეტი აგრესია იუდეველთა შორის, რადგან იუდეველებისთვის, როგორც მონოთესიტი ერისთვის, ადამიანის სხეულში მოსიარულე იესო როგორც ღმერთი ძნელი მისაღები იქნებოდა. ის რომ ღმერთი არ ყოფილიყო მას უნდა დაეშალა სხვებისთვის, მისთვის ღმერთის წოდება. თომას მაგალითი ნათლად ადასტურებს იესოს ღვთაებრიობას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი” (იოანე 20:28) თომამ იესოს ღმერთი უწოდა. თუმცა თომამ მშვენივრად იცოდა, რომ ღმერთი ერთი იყო. მაშ რატომ უწოდა მას ღმერთი? პასუხი მარტივია. იესო რომ ღმერთია, ეს ძველი აღქმიდანაც ჩანს. მაგალითზე მოვიყვან ბარუქ წინასწარმეტყველის სიტყვებს: 36. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. 37. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. 36. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის. (3. 36-38) აქედანაც ყველაფერი ნათელია. ამიტომაც სდებდნენ იუდეველი მღვდელმთავრები ქრისტეს ბრალს იმაში, რომ ის ღმერთს გმობდა. ხოლო მათ კითხვაზე და ისეოს პასუხზე, რომ ის იყო ძე ღვთისა მათ მიერ აღქმული იქნა როგორც ღვთის გმობა. აგრეთვე, ამიტომაც უწოდა, სულიწმინდით აღვსილმა ელისაბედმა მარიამის შვილს უფალი, რომელიც მაშინ ერთი იყო მისთვის. (ლუკა 1. 40-43) შესაბამისად ასევე ღმერთად მოიხსენიებენ იესოს მოციქულებიც: დასწყისში იყო სიტყვა და სიყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1.1) მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, საუკუნოდ კურთხეული. ამინ (რომ 9.5) მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღვთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების განცხადებას (ტიტ 2.13) რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე (კოლ 2.9) ღმერთი გამოჩნდა ხორცში (I ტიმ. 3:16) ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იოსო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. (I იოან. 5:20) ბიბლიიდან ვიცით, რომ ღმერთი ერთია ხოლო მამა ღმერთთან ერთად, რომ ქრისტეც ღმერთია ეს ნათლად მოსჩანს ამ პოსტიდანაც. ამიტომ სამების უარყოფა საღი, ბიბლიური მსჯელობის არარსებობის მანიშნებელია. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი