სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
Mar 31 2009, 05:40 AM
პოსტი
#2
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
მან თავისი თავი დაასახელა შემოქმედად. (იოანე 5:17) ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იუდეველებმა მას დევნა დაუწყეს მოსაკლავად. რატომ? ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად ახსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა (იოან. 5,18). იუდეველებისთვის (როგორც ჩვენთვის) სამყაროს შემოქმედი მარტო ღმერთი იყო, შესაბამისად ქრისტეს სიტყვები გაიგეს როგორც საკუთარი თავის განღმერთება. death გთხოვ გადაკეთებული ბიბლიური ტექსტების მოყვანით ნუ შეეცდები შენს საკუთარ რელიგიური მოსაზრებებში დგვაჯერო. აგრეთვე, კარგი იქნებოდა თუ თვითნებურად არ შეცვლი ბიბლიურ სიტყვებს და ნურც სხვების მიერ გადაკეთებულ ტექსტებს დაგვიკოპირებ რადგან, ბერძნულ ენაზე დაწერილი სახარების დედნისეული ტექსტები ფარდას ხდის შელამაზებულ ტექსტებს. დროის სიმცირის გამო, შენს მიერ ინტერპრეტირებულ და გადაკეტებულ ბიბლიურ მუხლებს, თანდათანობით გავაშუქებ ყველა მკითხველის თვალწინ რადგან, სიცრუით და უამრავი უზუსტობებითაა სავსე. იმედია მოთმინებას გამოიჩენ და დამაცდი ბოლომდე ჩავუყვე შენს მიერ "წარმოდგენილ" მოსაზრებებს. შენს მიერ "წარმოდგენილ" იოანეს 5:17-ში, იესოს არსად არ დაუსახელებია თავისი თავი შემოქმედად. ამ მუხლში იესო ამბობს: "ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის (ბერძნულად: "ἐργάζεται", ერგაზეტაი) და მეც ვიღვწი(ბერძნულად: "ἐργάζομαι", ერგაზომაი). ამ მუხლში ის არაა ნათქვამი რაშიც შენ ცდილობ რომ დაგვაჯერო, ანუ საკუთარ მოსაზრებებს მოარგო წმინდა წერილი! აქ არ ამბობს იესო რომ მე შემოქმედი ვარო. ნუ გვატყეობ გთხოვ. იესო ამბობს რომ ის შრომობს და იღწვის. ბაჩანა ბრექვაძის თარგმანში, კარგად არის ნათარგმნი ბერძნული სიტყვა "ἐργάζεται" "ვიღწვიდ" ნათარგმნი რაც სინამდვილეში იოანეს 5:17-ში წერია. სხვათა შორის არც გიორგი მთაწმიდელის თარგმანში წერია რომ თითქოსდა იესომ თავისი თავი "შემოქმედად" დაგვისახელა. მთაწმინდელის თარგმანში წერია: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ იქაც ანალოგიურად წერია, "ვიქმ", ანუ "ვშრომობ", "ვიღვწვი", რაც შემოქმედად სულაც არ წარმოგვიდგენს იესოს. ბიბლიის ცნობის თანახმად, ღმერთმი 6 "დღე" ქმნიდა და შემდეგ კი დაისვენა. "გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. ".(დაბადება თავი 2:2-4) იესოს სიტყვები: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს" (ბრეგვაძის თარგმანის მიხედვით: "მამაჩემი აქამდე იღვწის") და დაბადების მეორე თავში ჩაწერილი ცნობების გათვალისწმინებით ნათელია, რომ ღმერთმა შემოქმედება დაასრულა, რომელიც 6 "დღე" გრძელდებოდა. ამრიგად იესო არ საუბრობდა იოანეს 5:17-ში შემოქმედებაზე, და ამგვარად არც თავისი თავი დაუსახელებია შემოქმედად. ის თავისი გამომგზავნელის მიერ დაკისრებული საქმეების კეთებაზე მიუთითებდა რადგან იესომ თავად თქვა: "სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ"(იოანეს 9:4)! "ბერძნული სიტყვა "κτίσας" რომელიც მათეს 19:4-ში გვხვდება, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში სრულიად ზისტად, "შემოქმედად" არის თარგმნილი: " ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა (ბერძნულად: "κτίσας", კტიზას)დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?" ფაქტია, რომ იოანეს 5:17-ში იესოს თავისი თავი შემოქმედად არ დაუსახელებია. აშკარაა რომ იუზერი death ამ მუხლში არაბიბლიურ მოსაზრებებს დებს და ამავდროს, ასეთ მოსაზრებებში, სხვების დარწმუნებასაც კი ცდილობს. ახლა კი იმაზე თუ რა არის ნაგულისხმევი იოანეს 5:18-ში. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო შენს დამოკიდებულებაზე death. შენ ამბობ რომ იუდეველებისთვის ასე იყოო და იესოს სიტყვები ასე გაიგესო და ამიტომ დაუწყეს მას დევნა მოსაკლავადო. რადგან იუდეველებმა ისე გაიგეს ჩვენც ისე უნდა გავიგოთ? დარწმუნებული ხარ რომ იუდეველებს ყველაფერი ისე ესმოდათროგორც იესო ასწავლიდა და რასაც იესო გულისხმობდა? ძვირფასო death, ალბათ დამეთანხმები რომ იუდეველებმა ბევრი რამ საერთოდ ვერ გაიგეს და ზოგი რამ არასწორადაც კი გაიგეს რასაც იესო ქადაგებდა და ასწავლიდა. ისინი, ძალიან ხშირად ვერ სწვდებოდნენ იესოს სიტყვებს და არც მაინც და მაინც დიდი სურვილი ჰქონდათ გულით მოესმინათ რომ მისი სწავლებები გაეგოთ, ჩასწვდომოდნენ, გაეანალიზებინათ და გულში ჩაენერგათ. ასე რომ გაეკეთებინათ და იესოს სიტყვები ისე გაეგოთ როგორც იესო ამბობდა, ისინი მის მოკვლას არ გადაწყვეტდნენ. ამრიგად, ის თუ რა როგორ გაიგეს იუდეველმა არგუმენტად საერთოდ არ გამოდგება. მოკლედ, ვნახოთ რა წერია იოანეს 5:18-ში: "ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა". შენ ამბობ რომ ვინაიდან იესო ღმერთს მამას უწოდებდაო, ურწმუნო იუდეველებს მიაჩნდათ, რომ მას თავს უტოლებდა იესოო და ამიტომ, მოკვლა უნდოდათ მისიო. მაგრამ იესოს არასდროს გაუტოლებია თავი ღვთისთვის. მან პირდაპირ უთხრა იუდეველებს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს" (იოან. 5:19, ციტატა საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდანაა; იხილეთ აგრეთვე იოანეს 14:28; 10:36). ეს ურწმუნო იუდეველები იმასაც ამბობდნენ, რომ იესო შაბათთან დაკავშირებულ კანონს არღვევდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცდებოდნენ ისინი . იესო სრულყოფილად იცავდა კანონს და ამბობდა: "შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია" (მათ. 12:10—12). ამრიგად იესო არც შაბათს არღვევდა და არც ღმერთს უტოლებდა თავს! დანარჩენებს რაც დაპოსტე, თუ დამაცდი აუცილებლად გავაშუქებ. პატივისცემით მოყვასი პ.ს. დავეთანხმები Lashab-ს და მეც ვიმედოვნებ რომ: ციტატა "ალბათ შემოვლენ იეჰოვას მოწმეები და იტყვიან რამეს რავი " -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი