![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mapalu |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 9-October 08 წევრი № 5,787 ![]() |
ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფლება მიანიჭა - მიანიჭა იმისათვის, რომ ადამიანს თავად გაეკეთებინა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის . აქედან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორია ამ ორ ძალის დაპირისპირებას ასახავს . ხშირად ეს დაპირისპირება სახელმწიფოებს, სარწმუნოებებს შორის ბრძოლებში აისახებოდა, მაგრამ ამ ორი ძალის მთავარი დაპირისპირების ადგილი მაინც ადამიანი იყო, უფრო სწორედ პიროვნების სულიერი სამყარო - ყოველ ადამიანში კეთილი და ბოროტი მე ებრძვის ერთმანეთს და ეს ბრძოლა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება . . .ეს ასეა ყველა ადამიანში და გამონაკლისი არც მე ვარ . . .ჩემშიც მიმდინარეობს ეს ბრძოლა და სამუხაროდ ხშირად არასასურველი ძალები იმარჯვებს . სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა ...
მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ და იმასაც ვამჩნევ, თუ როგორ მიმსუბუქდება ცხოვრება, როცა ვლოცულობ . . . ასე რომ მთავარი ღირებულება - უფლის რწმენა უკვე მაქვს, ეს ჭეშმარიტების გზა ვიპოვე, მაგრამ ძალა მაკლია რომ ამ გზას დავადგე . . . მტკიცე ხასიათი არ მაქვს - ამ გზაზე უმწეოდ ვაგდივარ, წინ ვეღარ მივდივარ - ყოველ წამოდგომაზე ისევ სწრაფადვე ვეცემი ძირს და ეს უსასრულობაში გადადის - შემზიზღდა უკვე საკუთარი თავი . . . ვხედავ რა უმწეო ვარ . . . არ ვიცი, მყარად როგორ უნდა დავდგე ფეხზე . . . ალბათ ხართ ამ ფორუმზე ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი გამოგიცდიათ, ვინც ამ ყველაფრის გადალახვა შეძელით - იქნებ მირჩიოთ რამე . . . -------------------- მე უფრო დიდი ვარ და უფრო დიდი რამისათვის შექმნილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე სხეულის მიმართ![b]
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა ციტატა(mapalu @ Oct 16 2008, 10:16 PM) * მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ +++ვახო+++ -> ციტატა აუცილებლად შენს მოძღვარს დაელაპარაკე ამ თემასთან დაკავშირებით. ვერ გავიგე ამ ციტატის მერე რატომ დაუწერე, რომ მოძღვარს დაელაპარაკოს? რა თქვა ისეთი, რაც ცდომილებას შეიცავს? მეც მინახია "უფლის ხელი" სწორედ იმ სიტუაციებში, როდესაც ყოველი გზა დაკეტილი ჩანდა . ძალიან გთხოვ მიპასუხე, რატომ დაუწერე ასე , მართლა მაინტერესებს ![]() |
+ვახტანგი+ |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 ![]() |
უფალი გვწამსო რომ ვთქვათ და მისი გვჯერავსო ეს სააღსარებო "ინციდენტია"? მოსარიდებელია ისეთი სწავლება რომელიც ჩვენთვითონ არ გვაქვს. რაიმე შეიძლება შეცდომით დავწეროთ და უცბათ სიმაღლეში აღმოვჩნდეთ. ან უფლის განცდა გახდეს რაღაც სუბიექტური გრძნობა ჩვენს წარმოსახვაში. შეიძლება ამ ყოველივეს იმის განცდაც მოყვეს რომ ჩვენ "ჭეშმარიტი მორწმუნეები ვართ". ან უცბათ სიმაღლეში აღმოვჩნდეთ. ყოველი მაღალი გულითა კი საძაგელია უფლის წინაშე. ეს კიდევ სხვა სასაუბრო თემაა და არ გავაგრძელებ. ჩვენ ისეთ გზას ვერ მოუძებნით როგორიც მისი სულიერი მამა. რატომ? - ეს საკუთარ თავს ვკითხოთ. -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი