სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
Mar 31 2009, 02:50 PM
პოსტი
#2
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
death
შენ აგრეთვე შენი რელიგიური მოსაზრებების "მხარდასაჭერად" მითითებული გქონდა კოლოსელები 2:9-აც. მოდით ვნახოთ სინამდვილეში რას ამბობს ეს მუხლი და რას ნიშნავს ის: «მასში [ქრისტეში] მკვიდრობს ღვთაების [ბერძნულად „თეოტეტოს“] მთელი სავსება სხეულებრივად» (მსგავსად თარგმნის ამ მუხლს ბიბლიური საზოგადოების გამოცემული ბიბლიაც, და "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"ც). საინტერესოა რომ სხვა თარგმანები ამ მუხლს უფრო ზუსტად თარმგნიან რომელშიც წერია: „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. უფრო მეტიც, ზოგ თარგმანში „ღვთაების“ ნაცვლად „ღვთის ბუნება“ წერია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ერთნაირად არ ხსნის კოლოსელების 2:9-ს. რომელი თარგმანი შეესაბამება კოლოსელებისადმი მიწერილ მთელ წერილს? თავისთავად ჰქონდა ქრისტეს ისეთი რამ, რაც მას ყოვლისშემძლე ღმერთად და სამების ნაწილად აქცევდა? თუ ვიღაცის სურვილით იყო მასში დამკვიდრებული „სავსება“? კოლოსელების 1:19-ში ნათქვამია, რომ «კეთილინება მამამ [„სასურველი იყო მამისთვის“, "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"], რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო მთელი სავსება». ახლა მოდით უფრო ახლო მივიდეთ ამ მუხლთან და კონტექსტიც მივიღოთ მხედველობაში. მე-8 მუხლში მოციქული პავლე მკითხველს სიფრთხილის გამოვლენას ურჩევს, რათა ვერავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა ფილოსოფიითა და ადამიანთა გადმოცემებით. (რაშიც როგორც ვხედავ ბევრი გაება!) პავლე აგრეთვე ამბობს, რომ ქრისტეში „დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე“ და მათ მოუწოდებს, „იარონ მასში [ქრისტეში]“ და იყვნენ „მისით დაფუძნებულნი და აშენებულნი, და განმტკიცებულნი რწმენის მიერ“ (მუხლები 3, 6, 7). ფასდაუდებელი „სავსება“ ქრისტეშია „დამკვიდრებული“ და არა ფილოსოფიური შეხედულებების ფუძემდებლებსა თუ მასწავლებლებში. უნდოდა პავლეს იმის თქმა, რომ ეს „სავსება“ ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთად აქცევდა? არა, რადგან კოლოსელების 3:1-ში მან ქრისტეზე თქვა: „ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ“. ლიდელისა და სკოტის ცნობილ ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის თანახმად, „თეოტეს“ (რომლიდანაც ნაწარმოებია „თეოტეტოს“) ნიშნავს „ღვთაებრიობას, ღვთაებრივ ბუნებას“ (ოქსფორდი, 1968, გვ. 792). „ღვთაებრიობა“ და „ღვთაებრივი ბუნება“ იესოს, ღვთის ძეს, არ ხდის მამის თანასწორს ან დაუსაბამოს. ისევე როგორც, „ადამიანობა“ და „ადამიანური ბუნება“ ყველას აქვს, მაგრამ ამის გამო ყველას არ ვაიგივებთ ერთმანეთთან და არ ვთვლით, რომ ყველა ერთი ასაკისაა! დანარჩენს მუხლებსაც გავაშუქებ დროთა განმავლობაში. პატივისცემით მოყვასი -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი