![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
betaneli luka |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
კიდევ ერთს დავამატებდი და თუ არ ჩაითვლება თემის შესაბამისად,ეგებ სხვა თემაში გადავიტანოთ.
მათე5:21-22'':გესმა,რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ:არა კაც-ჰკლა;ხოლო რომელმან მოკლას,თანა-მდებ არს სასჯელისა.ხოლო მე გეტყვი თქუენ,რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად,თანა-მდებ არს სასჯელისა...''წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილს სახარებიდან განმარტავს ასე:არის მრისხანება ცუდი და არის არა-ცუდი,არამედ დროული და შესაბამისი(მისივე განმარტებით).თუკი ვინმე შეურაცყოფას გაყენებს პირადად შენ-ამბობს წმ.იოანე-და შენ ბრაზობ,შენი მრისხანება არის ცუდი.ხოლო თუკი შენს განრისხებას ადგილი აქვს სხვათა,მოყვასთა დასაცავად და შენ იცავ შენს სარწმუნოებას,ეკლესიას,სამშობ ლოს,ხალხს,მოყვასს(იოანე15:13-''უფროისა ამისსა სიყუარული არავის აქუს,რათა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის.''),მაშინ შენი მრისხანება არის დროული და შესაბამისი.წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ამის თაობაზე იმასაც,რომ მრისხანება და კიდევ ბევრი სხვა ვნება,ადამიანში არსებობს არა შემთხვევით,არამედ მიზანდასახულად და ადამიანმა კი მათი დროულად და სათანადოთ გამოყენება უნდა ისწავლოსო. მეომერი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მრისხანებით შემუსროს მტერი-დროულად და სათანადოდ.როდესაც უფალმა ღმერთმა მოსეს მოუწოდა შეიარაღებინა იუდეველები და შეემუსრათ ფილისტიმლიანელები,მცნება''არა კაც-ჰკლა''უკვე მოცემული ჰქონდა.არის დრო მშვიდობისა და არის დრო ბრძოლისა... მაღალმა ღმერთმა მოგვცეს მადლი თვისი,რათა რაიცა ვყოთ,ვყოთ დროულად და შესაბამისად! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th September 2025 - 07:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი