![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mapalu |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 9-October 08 წევრი № 5,787 ![]() |
ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფლება მიანიჭა - მიანიჭა იმისათვის, რომ ადამიანს თავად გაეკეთებინა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის . აქედან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორია ამ ორ ძალის დაპირისპირებას ასახავს . ხშირად ეს დაპირისპირება სახელმწიფოებს, სარწმუნოებებს შორის ბრძოლებში აისახებოდა, მაგრამ ამ ორი ძალის მთავარი დაპირისპირების ადგილი მაინც ადამიანი იყო, უფრო სწორედ პიროვნების სულიერი სამყარო - ყოველ ადამიანში კეთილი და ბოროტი მე ებრძვის ერთმანეთს და ეს ბრძოლა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება . . .ეს ასეა ყველა ადამიანში და გამონაკლისი არც მე ვარ . . .ჩემშიც მიმდინარეობს ეს ბრძოლა და სამუხაროდ ხშირად არასასურველი ძალები იმარჯვებს . სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა ...
მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ და იმასაც ვამჩნევ, თუ როგორ მიმსუბუქდება ცხოვრება, როცა ვლოცულობ . . . ასე რომ მთავარი ღირებულება - უფლის რწმენა უკვე მაქვს, ეს ჭეშმარიტების გზა ვიპოვე, მაგრამ ძალა მაკლია რომ ამ გზას დავადგე . . . მტკიცე ხასიათი არ მაქვს - ამ გზაზე უმწეოდ ვაგდივარ, წინ ვეღარ მივდივარ - ყოველ წამოდგომაზე ისევ სწრაფადვე ვეცემი ძირს და ეს უსასრულობაში გადადის - შემზიზღდა უკვე საკუთარი თავი . . . ვხედავ რა უმწეო ვარ . . . არ ვიცი, მყარად როგორ უნდა დავდგე ფეხზე . . . ალბათ ხართ ამ ფორუმზე ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი გამოგიცდიათ, ვინც ამ ყველაფრის გადალახვა შეძელით - იქნებ მირჩიოთ რამე . . . -------------------- მე უფრო დიდი ვარ და უფრო დიდი რამისათვის შექმნილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე სხეულის მიმართ![b]
|
![]() ![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა ჭეშმარიტი სურვილი და მოქმედება - სწორად მივხვდი რისი თქმაც გინდათ? ხო მე მგონი სწორად გაიგე , პირველ რიგში შრომა , სიყვარული ნაყოფი არს რომელიც შრომით მოიპოვების მთავარი სურვილია იშრომო წყალობა და სიხარული უფლისგან მოვა . " მარად საკუთარ თავზე მაღლა " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
betaneli luka |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 95 რეგისტრ.: 3-March 07 წევრი № 1,243 ![]() |
ხო მე მგონი სწორად გაიგე , პირველ რიგში შრომა , სიყვარული ნაყოფი არს რომელიც შრომით მოიპოვების მთავარი სურვილია იშრომო წყალობა და სიხარული უფლისგან მოვა . " მარად საკუთარ თავზე მაღლა " ვინც არ მუშაობს,მას არ უყვარს-ამაში სრულებით გეთანხმებით!პირველი მცნება ღვთისა სწორედაც რომ მუშაობა იყო სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანებისათვის,რის გარეშეც არ არსებობს არც რწმენა,არც საოება და არც სიყვარული! ზოგჯერ გვეჩვენება,რომ უკვე ძალიან მძიმეა ის ჯვარი,რომელსაც ვეზიდებით-ეს ეშმაკისგან არის-უფალი არასოდეს გვაძლევს ისეთ ჯვარს,რომელიც წმინდა მამათა გამონათქვამებით მძიმეა და არ ძალგვიძს თითქოს მისი ტარება და არც ისეთს მსუბუქს გვიგზავნის,რომ საერთოდ ხელი ჩავიქნიოთ და აღარაფერი ვაკეთოთ.მამებს ასეთი შედარება მოჰკავთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით:''ვით გემის მესაჭემ იცის რაოდენი ტვირთი დადოს ხომალდზე,რომ იგი არც ჩაიძიროს(ზედმეტი ტვირთი) და არც ქარმა გაიტაცოს(ნამეტანი მსუბუქი),ისე უფალმა იცის ვის როგორი ჯვარი მოუვლინოს ზეციდანო.'' ამ ზეციდან მოვლენილი ჯვრის ტარებისათვის ვებრძვით ხოლმე სწორედაც საკუთარ თავს-ხელს გვიშლის სწორედაც ამაში.ხოლო ჯვრის ტარება ღირსეულად კი-უფლის ნების აღსრულებას ნიშნავს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი