სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
afxazi |
Mar 31 2009, 04:18 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მოყვასი
შენ არ განგიმარტავს სიტყვები: დასაბამში, და იყო. ანუ რა შინაარსი აქვს ამ სიტყვებს და რას გამოხატავენ ისინი. იმედია შენეულ ხედვას დაწერ ამ სიტყვებზეც. ციტატა კონტექსტი გვეხმარება ამ მუხლების მნიშვნელობის გაგებაში. იოანეს 1:18-ში წერია: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". მე-14 მუხლი კი გარკვევით ამბობს, რომ "სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის . . . და ვიხილეთ დიდება მისი კი ბატონო, ღმერთი არავის უხილავს. გავაგრძელოთ იოანეს მეთვრამეტე მუხლი: "მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა". ანუ ქრისტემ განგვიცხადა ღმერთი. გარდა ამისა მათეს სახარებაში ნათქვამია: "არავინ იცის ძე, გარდა მამისა, და არც მამა იცის ვინმემ გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას (მათ. 11,27) თუმცა სანამ მომდევნო მუხლებს შევეხებოდე, გავიხსენებ ეპიოდებს ძველი აღთქმიდან: " და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე" (დან. 7.9) ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს... ჩემმა თვალებმა კი მეუფე, საბაოთ უფალი იხილეს" (ეს 6,1-5) აგრეთვე აბრაამთან გამოცხადებას მამრეს მუხასთან. კიდევ მოსეს მიერ სინას მტაზე უფლის ხილვა. მაშ რას ნიშნავს სიტყვები ღმერთი არასდოეს არავის უხილავს? აშკარაა რომ ძველი აღტქმის მამათავარნი ხედავდნენ და ესაუბრებოდნენ კიდეც მას. რომ მხოლოდ ძემ, რომეიც იყო მამის წიაღში მან გაოთქვა იგი. აშკარაა რომ აქ სხვა ხილვაზეა საუბარი ერთგან ქრისტე ამბობს კიდეც, რომ " უთხრა მას ფილიპემ: უფალო, გვიჩვენე მამა, და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: ამდენია ხანია ტქვენთან ვარ ვარ და არ მიცნობ ფილიპე? (ძალიან გთხოვთ დააკვირდით კითხვა მიგების ფორმულირებას. ფილიპე ეკითხება ქრისტეს, მამა გვიჩვენე, ანუ ღმერთი, და ქრისტეს პასუხი, ამდენი ხანაი ტქვენტან ვარ და არ მიცნობ? არ უთქვამს ქრისტეს არ იცნობ, არამედ არ მიცნობ?) ვ ი ნ ც მ ე მ ი ხი ლ ა, მ ა მ ა ი ხ ი ლ ა, როგორღა ამბობ: მამა გვიჩვენეო? (იოანე 14,8-9) კიდევ: "მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას (იოანე 8,19) ციტატა გარდა ამისა, 1-ელ და მე-2 მუხლებში ნათქვამია, რომ "სიტყვა იყო ღმერთთან". როგორ შეიძლება, ვინმესთან იყო და, ამავე დროს, თვითონვე იყო ეს პიროვნება?! მოციქული ხაზს უსვამს ჰიპოსტასურ განსხვავებას მამასა და ძეს შორის, თორემ ცოტა ქვემოთ ტავად ქრისტეს ამობს: "მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში" (იოანე 14,11) განა გონება სიტყვის გარეშე არსებობს, ან აზრის, რომელიც სიტყვაში ფორმირდება. განა ჩვენ გონებასა და აზრს ვურევთ ერთმანეტში, ანუ ვახდენთ აღრევას? გონება ხომ სხვაა და სიტყვა კი სხვა, მაგრამ ერთი მეორის გარეშე არსებობენ ისინი განა? ცალკე აღებულად სიტყვა გონების გარეშე, გონება კი სიტყვის გარეშე? ასევე ძეც არის მამასთან, როგორც პირი, ჰიპოსტასი, მაგრამ არის ასმში ვიტარცა შობილი. ციტატა ასე რომ, იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. იესო მამის ღვთიურ თვისებებს ირეკლავს და მას ამ გაგებით ეწოდება "ღმერთი" (ებრ. 1:3). თუ სიტყვა ერთადერთსაც სოფიტურად მიუდგებით და იტყვით რომ ერთადერთი არ ნიშნავს ერთადერთს და ერთადერთის გარდა სხვასაც მოიცავსო, მაშინ გამოდის რომ სიტყვა ერთადერთის მნიშვნელობასაც ამახინჯებთ. ამაზე ბოდიში მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმდენად ცხადია კონტექსტი რომ ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს. მამა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, ძესთან და სულიწმინდასთან ერთად. "ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში". ციტატა «ეს ფრაზა შეიძლება ითარგმნოს როგორც "სიტყვას ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება"» („Journal of Biblical Literature“, „Qualitative Anarthrous Predicate Nouns: Mark 15:39 and John 1:1“, 1973, გვ. 85, 87). ღვთაებრივი ბუნების მქონეობა ნიშნავს თუ არა ღმერთობას? ხომ არ შეიძლება მამას გადაეცა ღვთაებრივი ბუნება ძისთვის, შექმნილისთვის. რამდენად დაიტევდა ქმნილება ღვთაებრივ ბუნებას? და თუკი ქრისტეს, სიტყვას, ღვტაებრივი ბუნება აქვს, და ამრთლა აქვს, როგორც ერთ-ერთი ანშრომის ავტორი იძახის, მაშასადამე ის ღემრთი ყოფილა. ვინადიან კიდევე რთხელ ვამბობ ღვთაებრივი ბუნების ქონა ღვტაებრიობას გულისხმობს. ციტატა რაც შეეხება მამობის საკითხს აფხაზი. ბიბლია სრულიად არა ორაზროვნად ამბობს რომ ძე არის პირმშო ყოველი ქმნილებისა და ღვთის შემოქმედების დასაწყისი. მამა ყოველთვის იყო ის რაც დღეს არის თავისი არსებითა და ბუნებით. ვიმეორებ რომ, მამა ისევე იყო ყოველთვის მამა როგორც შემოქმედი. ასე რომ, როდესაც თავისი პირველი ქმნილება შექმნა, მაშინ გახდა ის შემოქმედი და მამა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ახლა წარმოიდგინე რომ ღმერთს არცერთი ცოცხალი არსება რომ არ შეექმნა და მხოლოდ ადამიანი შეექმნა, შენი ლოგიკით გამოდის რომ ღმერთი ადამისა და ევას მამად ვერ იქნებოდა? და არ იქნებოდა ღმერთზე გვეთქვა რომ ის ადამისა და ევას მამაა?ის რა გაგებასაც დებ წმინდა წერილში რომ თითქოს ძე შობილი კი არა მარად შობილობის პროცესშია, არის წერილს გადასული რელიგიური მოსაზრებები და წმინდა წერილი გმობს ასეთ დამოკიდებულებას. არსად, არცერთი მუხლი ბიბლიაში არ მიუთითებს რომ იესო მხოლოდშობილი კი არა მხოლოდშობილობის პროცესშია. კიდევ არაორაზროვანი პასუხი. ხომ ამბობთ არა რომ მამობა ეს თვისება ღმერთის. იმედია იმასაც არ უარყოფთ რომ მამობა არსეობრივი ტვისებაა, თუნდაც ადამიანტან მიამრტებაში, რომელიც შობს არსებიდან და არა ქმნის შვილს. სამყაროს ვერანაირად ვერ შექმნიდა არსებიდან, იმიტომ რომ მატერიას არაფერია ქვს საერთო ღვტაებრივ არსებასთან. შემოქმედება არის ბუნების თვისება, მაგრამ ქნის ნებით, არარსებობიდან არსებობაში შემოყავს მატერია, არაფრისგან ქმნის სამყაროს. შეუძლებელია შეექმნა არსებიდან, რადგან არსების ნაწილის მქონეობა ტავისთავად ნიშნავს ამ არსის მატარებელს, დასაბამისმიერი ქმნილება კი ვერ იქნებოდა დაუსაბამო არსის მატარებელი. მაგრამ მამობა, რადგან ამბობთ რომ ასევე თვისებაა, ეს გულისხმობს აუცილებლად არსებიდან ძის შობას, რადგან მაშინ მამობა თვისება აღარ იქნებოდა, არამედ ზოგადად ეწოდებოდა მას მამა, მაგრამ აშკარად ტქვით რომ მამობა თვისებაა. ციტატა ახლა წარმოიდგინე რომ ღმერთს არცერთი ცოცხალი არსება რომ არ შეექმნა და მხოლოდ ადამიანი შეექმნა, შენი ლოგიკით გამოდის რომ ღმერთი ადამისა და ევას მამად ვერ იქნებოდა? თვისობრივად იქნებოდა? ციტატა ის რა გაგებასაც დებ წმინდა წერილში რომ თითქოს ძე შობილი კი არა მარად შობილობის პროცესშია, არის წერილს გადასული რელიგიური მოსაზრებები და წმინდა წერილი გმობს ასეთ დამოკიდებულებას. არსად, არცერთი მუხლი ბიბლიაში არ მიუთითებს რომ იესო მხოლოდშობილი კი არა მხოლოდშობილობის პროცესშია. ნუ დავამახინჯებთ ერთმანეთის შეხედულებებს. როგორც გონება მარადის შობს სიტყვას და გონება სიტვის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც სიტყვა გონების გარეშე, თუ მოახერხებ გაიაზრე რომ ამგვარ შობას ვუსვამ ხაზს მე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი