სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
death |
Mar 31 2009, 09:10 PM
პოსტი
#2
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მოყვასი
ეხლა რაც შენ დაწერე ყოველმხრივ არის აზრს მოკლებული და დაბნეულობისგან შეპასუხების მიზნით არის მოწერილი. შევეცდები ეს ყველაფერი მოკლედ მიმოვიხილო. ციტატა გთხოვ გადაკეთებული ბიბლიური ტექსტების მოყვანით ნუ შეეცდები შენს საკუთარ რელიგიური მოსაზრებებში დგვაჯერო. აგრეთვე, კარგი იქნებოდა თუ თვითნებურად არ შეცვლი ბიბლიურ სიტყვებს და ნურც სხვების მიერ გადაკეთებულ ტექსტებს დაგვიკოპირებ რადგან, ბერძნულ ენაზე დაწერილი სახარების დედნისეული ტექსტები ფარდას ხდის შელამაზებულ ტექსტებს. დროის სიმცირის გამო, შენს მიერ ინტერპრეტირებულ და გადაკეტებულ ბიბლიურ მუხლებს, თანდათანობით გავაშუქებ ყველა მკითხველის თვალწინ რადგან, სიცრუით და უამრავი უზუსტობებითაა სავსე. იმედია მოთმინებას გამოიჩენ და დამაცდი ბოლომდე ჩავუყვე შენს მიერ "წარმოდგენილ" მოსაზრებებს. გაშუქებით ვერაფერს ვერ გააშუქებ, რადგან საამისო ცოდნა არ გაგაჩნია. მეორეც ის ციტატები რაც მე მომყავს არის სრული ჭეშმარიტება მხოლოდ შენთვის და შენნაირებისთვის (იეღოველები და მორმონები) არის მიუღებელი. ასე რომ მოეშვი ამ ზღაპრებს და პირდაპირ საკითხზე ისაუბრე. მე მოკლედ დაგისაბუთე ყველაფერი შენ კიდევ ტექსტზე ძალადობით, რაღაც სისულელეების დამტკიცებაც ცდილობ. ამხელა პოსტები იმის მანიშნებელია, რომ პირდაპირი პასუხი არ გაგაჩნია და მიუხვეულ მოხვეული გზებით ცდილობ, რაღაცის დამტკიცებას. ხომ გაგიგია გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, შესაბამისად შეეცადე პირდაპირი პასუხები მომცე. მონოლოგების ატვირთვაში დამიჯერე ვერ მაჯობებ. შენ სტილში რომ დავიწყო მსჯელობა ერთი წელი არ გეყოფა რამის დასამტკიცებლად. მოკლედ დაწერე პირდაპირი პასუხები. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი არის პრიმიტივიზმის სრლი განსახიერება, ამიტომ მსგავსი პრიმიტიული თარგმების გამოყენება შორს ვერ წაგვიყვანს. თუ შეამჩნევდი მე ბაჩანა ბრეგვაძის ნათარგმნიდან არ მომყავს ციტატები. ციტატა შენს მიერ "წარმოდგენილ" იოანეს 5:17-ში, იესოს არსად არ დაუსახელებია თავისი თავი შემოქმედად. ამ მუხლში იესო ამბობს: "ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის (ბერძნულად: "ἐργάζεται", ერგაზეტაი) და მეც ვიღვწი(ბერძნულად: "ἐργάζομαι", ერგაზომაი). ამ მუხლში ის არაა ნათქვამი რაშიც შენ ცდილობ რომ დაგვაჯერო, ანუ საკუთარ მოსაზრებებს მოარგო წმინდა წერილი! აქ არ ამბობს იესო რომ მე შემოქმედი ვარო. ნუ გვატყეობ გთხოვ. იესო ამბობს რომ ის შრომობს და იღწვის. ბაჩანა ბრექვაძის თარგმანში, კარგად არის ნათარგმნი ბერძნული სიტყვა "ἐργάζεται" "ვიღწვიდ" ნათარგმნი რაც სინამდვილეში იოანეს 5:17-ში წერია. სხვათა შორის არც გიორგი მთაწმიდელის თარგმანში წერია რომ თითქოსდა იესომ თავისი თავი "შემოქმედად" დაგვისახელა. მთაწმინდელის თარგმანში წერია: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ იქაც ანალოგიურად წერია, "ვიქმ", ანუ "ვშრომობ", "ვიღვწვი", რაც შემოქმედად სულაც არ წარმოგვიდგენს იესოს. ბიბლიის ცნობის თანახმად, ღმერთმი 6 "დღე" ქმნიდა და შემდეგ კი დაისვენა. "გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. ".(დაბადება თავი 2:2-4) იესოს სიტყვები: "მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს" (ბრეგვაძის თარგმანის მიხედვით: "მამაჩემი აქამდე იღვწის") და დაბადების მეორე თავში ჩაწერილი ცნობების გათვალისწმინებით ნათელია, რომ ღმერთმა შემოქმედება დაასრულა, რომელიც 6 "დღე" გრძელდებოდა. ამრიგად იესო არ საუბრობდა იოანეს 5:17-ში შემოქმედებაზე, და ამგვარად არც თავისი თავი დაუსახელებია შემოქმედად. ის თავისი გამომგზავნელის მიერ დაკისრებული საქმეების კეთებაზე მიუთითებდა რადგან იესომ თავად თქვა: "სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ"(იოანეს 9:4)! "ბერძნული სიტყვა "κτίσας" რომელიც მათეს 19:4-ში გვხვდება, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში სრულიად ზისტად, "შემოქმედად" არის თარგმნილი: " ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა (ბერძნულად: "κτίσας", კტიზას)დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?" ფაქტია, რომ იოანეს 5:17-ში იესოს თავისი თავი შემოქმედად არ დაუსახელებია. აშკარაა რომ იუზერი death ამ მუხლში არაბიბლიურ მოსაზრებებს დებს და ამავდროს, ასეთ მოსაზრებებში, სხვების დარწმუნებასაც კი ცდილობს. ახლა კი იმაზე თუ რა არის ნაგულისხმევი იოანეს 5:18-ში. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო შენს დამოკიდებულებაზე death. შენ ამბობ რომ იუდეველებისთვის ასე იყოო და იესოს სიტყვები ასე გაიგესო და ამიტომ დაუწყეს მას დევნა მოსაკლავადო. რადგან იუდეველებმა ისე გაიგეს ჩვენც ისე უნდა გავიგოთ? დარწმუნებული ხარ რომ იუდეველებს ყველაფერი ისე ესმოდათროგორც იესო ასწავლიდა და რასაც იესო გულისხმობდა? ძვირფასო death, ალბათ დამეთანხმები რომ იუდეველებმა ბევრი რამ საერთოდ ვერ გაიგეს და ზოგი რამ არასწორადაც კი გაიგეს რასაც იესო ქადაგებდა და ასწავლიდა. ისინი, ძალიან ხშირად ვერ სწვდებოდნენ იესოს სიტყვებს და არც მაინც და მაინც დიდი სურვილი ჰქონდათ გულით მოესმინათ რომ მისი სწავლებები გაეგოთ, ჩასწვდომოდნენ, გაეანალიზებინათ და გულში ჩაენერგათ. ასე რომ გაეკეთებინათ და იესოს სიტყვები ისე გაეგოთ როგორც იესო ამბობდა, ისინი მის მოკვლას არ გადაწყვეტდნენ. ამრიგად, ის თუ რა როგორ გაიგეს იუდეველმა არგუმენტად საერთოდ არ გამოდგება. მოკლედ, ვნახოთ რა წერია იოანეს 5:18-ში: "ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა". შენ ამბობ რომ ვინაიდან იესო ღმერთს მამას უწოდებდაო, ურწმუნო იუდეველებს მიაჩნდათ, რომ მას თავს უტოლებდა იესოო და ამიტომ, მოკვლა უნდოდათ მისიო. მაგრამ იესოს არასდროს გაუტოლებია თავი ღვთისთვის. მან პირდაპირ უთხრა იუდეველებს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს" (იოან. 5:19, ციტატა საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდანაა; იხილეთ აგრეთვე იოანეს 14:28; 10:36). ეს ურწმუნო იუდეველები იმასაც ამბობდნენ, რომ იესო შაბათთან დაკავშირებულ კანონს არღვევდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ცდებოდნენ ისინი . იესო სრულყოფილად იცავდა კანონს და ამბობდა: "შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია" (მათ. 12:10—12). ამრიგად იესო არც შაბათს არღვევდა და არც ღმერთს უტოლებდა თავს! ეს ადგილი ადასტურებს იმას, რომ ქრისტე არის შემოქმები. არამარტო მამა ღმერთი ქმნიდა სამყაროს, ადამიანებს არამედ მასთანე რთად ქრისტეც. შექმნა კარგად რომ გქონდეს წაკითხული ნახავდი, რომ მრავლობითშია ლაპარაკი. იქ წერია: შექვქმნათ და არა შევქმნა ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად. აქედან სრულიად ნათელია, რომ ქმნის სამების სამი პირი. აქ პირდაპირ წერია, რომ მან შექმნა (როგორც ღმერთმა ერთიანად) ადამი და ევა. იესოს სიტყვები შექმანზე სწორედაც ესე გაიგეს ებრაელებმა. როგორც ღმერთი ქმნის "ერ-გად'-ზომ-აჰეე" ისევე ქმნის ქრისტე. რადგან როგორც ბიბლიიდან ვხედავთ ის არის ღმერთი და არის დაუსაბამო. შესაბამისად იუდოველებისთვის ცნობილი იყო თუ რასთან აიგივებდა იგი თავის თავს და შესაბამისად მაგის გამო თვილიდნენ რომ ის ღმერთს უტოლებდა თავის თავს. დანარჩენ უადგილო კომენტარებს დროის სიმცირის გამო არ გამოვეხმაური. ციტატა კარგი აფხაზი, დავიწყოთ იოანეს 1:1-იდან: "დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი". კონტექსტი გვეხმარება ამ მუხლების მნიშვნელობის გაგებაში. იოანეს 1:18-ში წერია: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". მე-14 მუხლი კი გარკვევით ამბობს, რომ "სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის . . . და ვიხილეთ დიდება მისი". გარდა ამისა, 1-ელ და მე-2 მუხლებში ნათქვამია, რომ "სიტყვა იყო ღმერთთან". როგორ შეიძლება, ვინმესთან იყო და, ამავე დროს, თვითონვე იყო ეს პიროვნება?! იოანეს 17:3-ში იესო მამას უწოდებს "ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ასე რომ, იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. იესო მამის ღვთიურ თვისებებს ირეკლავს და მას ამ გაგებით ეწოდება "ღმერთი" (ებრ. 1:3). თუ სიტყვა ერთადერთსაც სოფიტურად მიუდგებით და იტყვით რომ ერთადერთი არ ნიშნავს ერთადერთს და ერთადერთის გარდა სხვასაც მოიცავსო, მაშინ გამოდის რომ სიტყვა ერთადერთის მნიშვნელობასაც ამახინჯებთ. თუ როგორ შეიძლება ვიმნესთან იყო და ამავდროულად იყო ეს პიროვნება არასწორი ტერმინია. სამების გაგებაში რომ არ ხარ იმიტომ ვერ იგებ. მანდ წერია, რომ სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ანუ სიტყვა იყო სხვა მაგრამ ის იყო ღმერთთან, რადგან იყო ღმერთი. თუ როგორ არის ღმერთი ერთი და ამავდროულად სამი ამაზე ლაპარაკობს სამების დოგმატი. ამაზე გარკვევით დავწერე ერთერთ ფორუმზე. ამის ახსნას შემდეგ შემოგთავაზებ როდესაც ამ საკითხში გავრეკვევით თუმცა დარწმუნებული ვარ შენ გონებაში მაინც არაფერი შევა. ციტატა ბერძნულ ტექსტში ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთთან" "ღმერთის" წინ განსაზღვრული არტიკლია („ო თეოს“), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე, მამაზე. ხოლო ფრაზაში "სიტყვა იყო ღმერთი" "ღმერთის" („თეოს“) წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი და "ღმერთი" ზმნის წინაა. ასეთი წყობის წინადადებებში არსებითი სახელი (ანუ "ღმერთი" უარტიკლოდ) თვისების ან თავისებურების მაჩვენებელია. ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ იოანეს 1:1-ში ზმნის წინ მდგომი უარტიკლო "თეოს" ძირითადად "თვისებას უსვამს ხაზს". შემდეგ ავტორი დასძენს: «ეს ფრაზა შეიძლება ითარგმნოს როგორც "სიტყვას ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება"» („Journal of Biblical Literature“, „Qualitative Anarthrous Predicate Nouns: Mark 15:39 and John 1:1“, 1973, გვ. 85, 87). არარსებობს ყოვლისშემძლე ღმერთი და ნაკლებისშემძლე, რადგან ღმერთი ერთია. თეოს კი არის ღმერთი, არტიკლიანადაც და უარტიკლოდაც. ბიბლიაში თეოსი ყველგან ღმერთია, ასე რომ ამ ზღაპრების მოყოლას მოეშვი. არტიკლს რაც შეხება მაგაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია. ციტატა ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «ინ. 1:1 სიტყვასიტყვით უნდა ითარგმნოს ასე: "სიტყვა იყო ღმერთთან [მამასთან], და სიტყვა იყო ღვთაებრივი"» (კავები ავტორის ჩამატებულია) („Dictionary of the Bible“, 1965, გვ. 317). ეს ფრაზა მსგავსად არის ნათარგმნი სხვადასხვა ენაზე გამოცემულ ზოგ თარგმანშიც. აბოსლიტურად ყველა ბიბლიური რედაქცია ამ ადგილს ისე თარგმნის, გინდა ჩამოგიმწკრივო ხსენებული რედაქციების სია? ამიტომ მოდი ბევრს ნუღარ დამაწერინებ, ბიბლიის მკვლევარებს მაინც ეცი პატივი. ციტატა სხვა პოსტებში უკვე დავწერე რომ საჭირო იყო მხედველობაში ყოფილიყო მიღებული თუ რას ნიშნავს თვითონ სიტყვა "ღმერთი". გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს რომ, ბიბლიაში მამის გარდა მხოლოდ იესო ქრისტეს არ ეწოდება "ღმერთი". მაგალითად, ფსალმუნის 81:1—6-ში ისრაელის მოსამართლეებს ეწოდებათ ღმერთები (ებრაულად „ელოჰიმ“; ბერძნულად „თეოი“ იოანეს 10:34-ში იესო ციტირებს ფსალმუნის ამ სიტყვებს), რადგან ისინი ღმერთის წარმომადგენლები იყვნენ და სამართალი მისი კანონებით უნდა გაეჩინათ. ის რომ მოსამართლეებსაც უწოდებს წმინდა წერილი ღმერთებს არ უნდა იყოს ისე გაგებული როგორც იოანეს 1;1-ში სიტყვაზე ნათქვამ ღმერთს იგებთ. წაიკითხე ებრაელთა პირველი ორი თავი, სადაც გარვკვევით წერია ხსენებული საკითხი. ქრისტე იყო ღმერთი, რაც ბიბლიიდანაც ჩანს. მოციქულები გარკვევით უწოდებენ ქრისტეს ღმერთს ხოლო ქრისტეს მართლები რომ ღმერთები არ არიან ეს პავლე მოციქულის პასუხიდანაც ჩანს, როდესაც მისი განღმერთება მოინდომეს. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია მაგრამ ჯერ ესეც გეყოფათ. ციტატა რაც შეეხება სხვა იუზერის (death-ის ) მიერ მითითებულ იოანე 8:5-ში ჩაწერილ სიტყვებს მოგახსენებთ: «უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ (ბერძნულად "ეგო ემი")» (აფხაზი, ფრაზას "მე ვარ" ზოგი მთარგმნელი ეპითეტად მიიჩნევს და აკავშირებს გამოსვლის 3:14-თან, სადაც მათი თარგმანის მიხედვით ღმერთი თავის თავს უწოდებს: "მე ვარ, რომელიც ვარ"). სინამდვილეში კი იოანეს 8:58-ში წერია: "სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი" . ანალოგურად თარგმნის ადიშის ოთხთავიც: "წინა ვე აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე" (და არა "ვარ მე" ან "მე ვარ"). იგავნის 8:22-ში "სიტყვა" თავის თავზე ამბობს რომ : უფალმა შემქმნა მე". აქაც, რაც ბუნებრივია შექმნა წერია და არა შობილობის უწყვეტიპროცესის ქვეშ მყოფობა. ევსები კესარიელიც სიტყვა "შექმნას" იყენებს დამამტკიცას ან შობის მაგივრად. ეს ის ევსები კესარიელია, რომელსაც "ეკლესიის ისტორიის მამას" უწოდებთ. რომელი თარგმანი შეესაბამება კონტექსტს? იესო პასუხობდა 57-ე მუხლში იუდეველების მიერ დასმულ კითხვას. ამ მუხლიდან ჩანს, რომ მათ იესოს ასაკი აინტერესებდათ და არა ვინაობა. ლოგიკურია და ნათელია, რომ პასუხის გაცემისას იესოს მხედველობაში ჰქონდა თავისი არსებობის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ეგო ემი" არსად არის დაკავშირებული წმინდა სულთან. ანუ სამების "მესამე" პირთან! ერთ ნაშრომში აღნიშნულია: «ეს ზმნა [„ემი“] . . . ზოგ შემთხვევაში გულისხმობს არსებობას . . . როგორც ეს „ეგო ემი“-ს შემთხვევაშია (ინ. 8:58)» („A Grammar of the Greek New Testament in the Light of Historical Research“, 1934, გვ. 394). ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს მაგრამ ამ დონის ტყული არ გამიგია. თავისი ხანგლიძლივობა მან სწორედაც ამით დაადასტურა, რომ ის იყო ღმერთი. შესაბამისად ყველა ნორმანულ თარგმანში ესეა ნათარგმნი. გინდა ჩამოგიწერო ბიბლიური გამოცემები, თუ როგორ თარგმნიან ამ ადგილს? ყველა უძველესი ხელნაწერები ამ ადგილს მსგავსად თარგმნის. შესაბამისად ყველა ბიბლიური გამოცემაც (იაღოველების გამოცემას არ მიმაჩნია ბიბლიად) მიჰყვება მათ. ციტატა ხო, დავამატებ: "საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს". იოანეს სახარებაში მოციქული წერს იესოს სიტყვებს, რომ იესომ, თავის მამას უწოდა "ერთადერთი" ჭეშმარიტი ღმერთი. იმედია სიტყვა "ერთადერთი"-ს მნიშვნელობა იცით და ამიტომ აღარ განვმარტავ სიტყვის მნიშვნელობას რადგან, ზოგიერთები საწყენად იღებენ ხოლმე და წერენ საბავშვო ბაღის ბავშვები ხომ არ ვართ მასე დეტალურად რომ გვიხსნიო. ამგვარად ნათელია რომ მამაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი! თუ იესოს ამ სიტყვებსაც უარყოფთ მაშინ ჩემს სიტყვებს რაღას უზამთ? ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ ღმერთი ერთია. ციტატა «მასში [ქრისტეში] მკვიდრობს ღვთაების [ბერძნულად „თეოტეტოს“] მთელი სავსება სხეულებრივად» (მსგავსად თარგმნის ამ მუხლს ბიბლიური საზოგადოების გამოცემული ბიბლიაც, და "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"ც). საინტერესოა რომ სხვა თარგმანები ამ მუხლს უფრო ზუსტად თარმგნიან რომელშიც წერია: „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. უფრო მეტიც, ზოგ თარგმანში „ღვთაების“ ნაცვლად „ღვთის ბუნება“ წერია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ერთნაირად არ ხსნის კოლოსელების 2:9-ს. რომელი თარგმანი შეესაბამება კოლოსელებისადმი მიწერილ მთელ წერილს? თავისთავად ჰქონდა ქრისტეს ისეთი რამ, რაც მას ყოვლისშემძლე ღმერთად და სამების ნაწილად აქცევდა? თუ ვიღაცის სურვილით იყო მასში დამკვიდრებული „სავსება“? კოლოსელების 1:19-ში ნათქვამია, რომ «კეთილინება მამამ [„სასურველი იყო მამისთვის“, "ახალი აღთქმა და ფსალმუნები"], რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო მთელი სავსება». თეოტეს ნიშნავ ღმერთს. შესაბამისად მასში დამკვიდრებულია ღვთაებრიობის მთელი სისავსე. თუმცა აქ გინდ ღვთაებრივი იყოს გინდ ღვტაებრივი ბუნება. აქ გასაგებად წერია, რომ ღვთაება დამკვიდრებულია მასში სრულად. ეხლა როგორც არ უნდა შეატრიალო ეს ტექსტი და რაც არ უნდა თქვა აქ ყველაფერი გასაგებად არის ნათქვამი. 1.19 რაც შეეხება აქ დამკვიდრებაში ნაგულისხმებია, ქრისტეს განხორციელება. რასაც ადასტურებს კიდეც შემდეგი სტროფი: "რათა მის მიერ შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლის მიერ მიწაზე თუ ცაში". ანუ მის განსხეულებაშიც იქნა დამკვიდრებული ღვთაების მთელი სისავსე, რაც დასტურდება კიდეც 2,9-ში. ხოლო 1,19 აღრმავებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ ქრისტეში იმის მიუხედავად, რომ მას ადამიანური სხეული ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება მასში მაინც მთელი სისავსით იყო დამკვიდრებული. ციტატა ახლა მოდით უფრო ახლო მივიდეთ ამ მუხლთან და კონტექსტიც მივიღოთ მხედველობაში. მე-8 მუხლში მოციქული პავლე მკითხველს სიფრთხილის გამოვლენას ურჩევს, რათა ვერავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა ფილოსოფიითა და ადამიანთა გადმოცემებით. (რაშიც როგორც ვხედავ ბევრი გაება!) პავლე აგრეთვე ამბობს, რომ ქრისტეში „დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე“ და მათ მოუწოდებს, „იარონ მასში [ქრისტეში]“ და იყვნენ „მისით დაფუძნებულნი და აშენებულნი, და განმტკიცებულნი რწმენის მიერ“ (მუხლები 3, 6, 7). ფასდაუდებელი „სავსება“ ქრისტეშია „დამკვიდრებული“ და არა ფილოსოფიური შეხედულებების ფუძემდებლებსა თუ მასწავლებლებში. უნდოდა პავლეს იმის თქმა, რომ ეს „სავსება“ ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთად აქცევდა? არა, რადგან კოლოსელების 3:1-ში მან ქრისტეზე თქვა: „ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ“. ლიდელისა და სკოტის ცნობილ ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის თანახმად, „თეოტეს“ (რომლიდანაც ნაწარმოებია „თეოტეტოს“) ნიშნავს „ღვთაებრიობას, ღვთაებრივ ბუნებას“ (ოქსფორდი, 1968, გვ. 792). „ღვთაებრიობა“ და „ღვთაებრივი ბუნება“ იესოს, ღვთის ძეს, არ ხდის მამის თანასწორს ან დაუსაბამოს. ეხლა ამის ცალკე არ გამოყოფო როგორ შეიძლება მოკლედ როგორც გვინდა ისე ვთარგმნით და ვხსნით. მერე რა რომ ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ? ფარდობითობის თეორია მაინც არ გაგიგია ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ. თუ შემოტრიალდი რამოდენიმე გრადუსით მაშინ გამოვა, რომ მამა ღმერთი ზის ქრისტეს მარჯვნივ . მარჯვნივ ჯდომა ეს იმის მანიშნებელია, რომ ქრისტე ღმერთი არაა? მოკლედ მსგავს არასერიოზულ ტექსტებზე კომენტარეს არ გავაკეთებ. მოკლედ აქ იმდენი ეწერა დროის სიმცირის გამო ყველას ვერ შევეხე მაგრამ შევეხე ძირეულ სისულელეებს. შემდგომში იმედია მონოლოგებისგან თავს შეიკავებენ და მოკლედ და კონკრეტულად დაწერენ ისე როგორც მე ვწერ. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი