ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები |
კანონისტი |
Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით
ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს. აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე: მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი: ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ. ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი. თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16) ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი: მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი: მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ. ბასილი დიდის: ა) 65-ე კანონი: ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი. ბ) 72-ე კანონი: ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით. გ) 83-ე კანონი: ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული. განმარტებებს თანდათან დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Feb 9 2007, 03:01 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გაგრძელება
ამ ოთხ გამოვლინებას ჩვეულებრივ თან ახლავს მძლავრი ქცევითი აქტივობაც. შეპყრობილთაგან ადგიი აქვს გამძვინვარებას, კრუნჩხვას, მრისხანების შემოტევებს, სხვაზე ძალადობის მცდელობას. ხშირად ხდება, რომ სუსტი ქალები სამ, ოთხ ძლიერ მამაკაცს უწევენ წინააღმდეგობას. შეპყრობილები ხშირად აძაგებენ წმ. სამებას და ზიზღით მოიხსენიებენ უფლის სიტყვას. შეპყრობილის სიუბიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე, განასხვავებენ სომნამბულისტურ და ლუციდურ ფორმებს. პირველი ხასიათდება პირველადი ცნობიერების დაკარგვით ეშმაკისეულ მდგომარეობაში, ლაპარაკობს ვიღაც მეორე, სხვა. გადასვლას ცნობიერების პირველადი მდგომარეობიდან მეორეზე ადგილი აქვს უცბად. ამასთან ბუნებდრივადაც. ცნობიერების პირველადი მდგომარეობა ქრება და ამასთან იკარგება მომხდარის დამახსოვრების უნარიც. მორწმუნეთათვის ეს მეორე მე დემონია, ბოროტი სული, რომელიც დაივანებს ადამიანთან. ლუციდური ფორმისას შეპყრობილი არ კარგავს ვნობიერებას და ერთგვარად ინარჩუნებს ნორმალურ მდგომარეობას. გამწვავების ჟამს ცდილობს თავი ხელში აიყვანოს, თუმცაღა, ყველაფერი, რაც მის ტავს ხდება, აღიქმება როგორც უცხო, თავსმოხვეული რამ. სასტიკი, თავსმოხვეული, ძალადობრივი ქცევითი ატივობისასაც კი ზოგჯერ ცნობიერება სრულიად ნათელი, დაუბინდავი რჩება. როგორც სასულიერო პირების, ისე ფსიქიატრებისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა სახის აშლილობასთან გვაქვს საქმე: ეშმაკისეულ მდგომარეობასთან, თუ რაიმე სხვა ფსიქიკურ დარღვევასთან. ამისათვის არსებობს ასეთი საშუალება, ცდილობენ ადამიანი მიიყვანონ რაიმე ქრისტიანულ სიწმინდეებთან, მისი რეაგირების მიხედვით კი ასკვნიან რომელ მდგომარეობასთან აქვთ საქმე. გაგრძელება იქნება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 06:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი