![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ციტატა ეს მოვლენა იმიტომ გავიხსენე,რომ დედამიწაზე ბევრი რამ არის შექმნილი და გადმოღებული ციდან,სამოთხიდან,რადგანაც საჭიროა.საჭირო რომ არ ყოფილიყო უფალი მოსეს არც კი ეტყოდა ჯარი შექმენიო,თორემ ფილისტიმლიენელები დაგესხმიან თავს დაგაგანადგურებენო.ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით,ბოროტება იწყება იქ,სადაც ვიღაცა,ან რაღაცა თავის ადგილზე არ არისო.საჭირო რომ არ ყოფილიყო ''მომკვლელთა'' ინსტიტუტი,უფალი პირიქით ეტყოდა მაშინ მოსეს-არც კი გაბედო რაიმე მსგავსის შექმნაო. betaneli luka მე ის კი არ მითქვამს, რომ ჯარი და მეომრები არ უნდა იყვნენ, მე ვამბობ -> ანგელოზების მხედრებად და ხიშტიან მცველებად წარმოდგენა შესადარებლადაც კი უხეშია. მხოცავი და მჟლეტელი თუა ის ანგელოზი არ იქნება. რად უნდა ამას ამდენი ჩაციკლვა ... მე შენს ნაწერში ლოგიკას ვერ ვხედავ, სხვა თუ არაფერი: სად მოსე თავისი არმიით და სად ანგელოზები ცაში ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th September 2025 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი