სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#21
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
კანონისტი |
Apr 1 2009, 01:46 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
evangelizer
ციტატა ქრისტე და მამა თუ ერთიდაიგივეა ვინ თქვა რომ ერთიდაიგივეა? ქრისტე არის სამების მეორე პირი, მამა კი - პირველი. როგორ არის ერთი? ერთი არის როგორც ღმერთი - "მე და მამა ერთი ვართ", ამბობს სხვაგან -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მოყვასი |
Apr 1 2009, 03:22 PM
პოსტი
#23
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
evangelizer ვინ თქვა რომ ერთიდაიგივეა? ქრისტე არის სამების მეორე პირი, მამა კი - პირველი. როგორ არის ერთი? ერთი არის როგორც ღმერთი - "მე და მამა ერთი ვართ", ამბობს სხვაგან კანონისტი იოანეს 10:30-ში სამპიროვან ღმერთზე, მამა-ძე-სულიწმინდაზე არ არის საუბარი. თუ რას ნიშნავს მამის და ძის ერთობა, იოანე თავის სახარების 17:21, 22-ში ნათელს ფენს. იესო თავის მიმდევრებთან დაკავშირებით ამბობს: "რათა ყველანი ერთი იყვნენ . . . რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენა ვართ ერთი". "ერთი" სამივე შემთხვევაში ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან "ენ". ფაქტია, რომ იესოს მიმდევრები სამების ნაწილი არ ხდებიან. მათ მამასთან და ძესთან ერთი მიზანი აერთიანებთ. ამ მხრივ მათი ერთობა ღვთისა და ქრისტეს ერთობას ჰგავს. თუ მხედველობაში მივიღებთ ბიბლიის სხვა მუხლებსაც უფრო ნათლად დავინახავთ რომ ეს ასეა. აი მაგალითად: გამოცხადების 1:1-ში, ვკითხულობთ შემდეგ სიტყვებს: "გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა".. როგორ გესმის ეს სიტყვები: "რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა"? ნუთუ უკვე არ უნდა ჰქონოდა ის გამოცხადება იესო ქრისტეს რომელიც უნდა ეჩვენებინა იოანესთვის? რატომ უნდა მიეცა ღმერთს ის? ესე იგი იყო რაღაც რაც იესოს არ გააჩნდა. ანუ, მან არ იცოდა რაღაც. გამოთქმა მისცა, ნიშნავს იმას რომ მანამ მისცემდა მას ის არ გააჩნდა. ციტატა გამოცხადების წიგნიდან (1:1), მათეს (24:36) და მარკოზის (13:32) სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ იესოს არ ჰქონდა სრული შემეცნება. როდესაც იესო ამ ქვეყნიერების (სიტყვასიტყვით წყობის, სისტემის) აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებდა, თქვა: „მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ‘‘ (მარკოზი 13:32). იესო რომ ღვთაების ნაწილი, ღვთის თანასწორი ძე ყოფილიყო, მას უნდა სცოდნოდა ის, რაც მამამ იცოდა. მაგრამ იესომ არ იცოდა, რადგან ის არ იყო ღვთის თანასწორი. ნათელია რომ, იესოს ცოდნასა და ღვთის ცოდნას შორის განსხვავება მაშინაც კი არსებობდა, როცა იესო ზეცაში ღმერთთან საცხოვრებლად იქნა აღდგენილი. ყურადღება მიაქციე ბიბლიის ბოლო წიგნის პირველ სიტყვებს: „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა“ (გამოცხადება 1:1). თვითონ იესო ღვთაების შემადგენელი ნაწილი რომ ყოფილიყო, განა დასჭირდებოდა გამოცხადების მიღება ღვთაების სხვა შემადგენელი ნაწილისგან — ღვთისგან? უეჭველად, მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა ამ გამოცხადების შესახებ, რადგან ღმერთმა იცოდა. მაგრამ იესო არ ფლობდა ასეთ ცოდნას, იმიტომ რომ ის ღმერთი არ იყო. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი