სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
death |
Apr 1 2009, 07:55 PM
პოსტი
#2
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
Lashab
ციტატა თუ 1 ღმერთია გასაგებია, მაგრამ თუ მამაც ღმერთია, ძეც და სულიწმინდაც, გამოდის 3 ღმერთია, თუ არა- მაშიან საბელიანიზმია და ეგაა, არ შეიძლება ვინმემ მარტივ ენაზე ახსნას ეს დოგმატი??? როცა ამას ვკითხულობ, ეგრევე 10 გვერდიანი იოანე დამასკელის ან სხვა ვინმეს აზრს მიკოპირებენ, რისი გაგებაც ცოტა მიჭირს, ადამიანურ ენაზე იქნებ ახსნას ვინემმ? ღმერთისათვის უცხოა ყველანაირი მატერიალუარი რიცხვი ეს იქნება 1, 2, 3 თუ ა.შ. მაგლითად ზოგი წარმოიდგენს სამებას როგორც X, Y და Z-ს. ანუ სამებას წარმოიდგენს დაახლოებით ამ სახით 1+1+1=3. ზოგი ცოტა უფრო უახლოვდება და ამბოს თუ ღმერთი ერთია და შედგება სამი პირისგან, მაშინ სამება დაახლოებით უნდა გამოიყურებოდეს ასე: 1/3+1/3+1/3=1. მაგრამ ეს ფორმულაც არასწორია, რადგან მაშინ გამოვა რომ ღმერთი სამ ნაწილადაა გადანაწილებული, რაც გამორიცხავს ერთი ღმერთის არსებობას. თუ რატომ ამაზე ეხლა აღარ გავაგრძელებ. სურვილის შემთხევაშიც ამასაც ავხსნი. მაგრამ სამების წარმოდგენა არ შეიძლება როგორც X, Y და Z, რადგან დათვლა შეიძლება იმის რაც დაყოფილია სივრცეში, ძალში და დროში. მაგალითად ვაშლი. ვაშლი შეიძლება იყოს X მაგრამ სულიწმინდა ვერ იქნება X იმიტომ, რომ ის ყველგან არსებულია, ხოლო ვაშლი განსაზღვრულია. ამიტომ სადაც მამაა იქვეა ძე, სულიწმიდა და ასე პირიქით. მამა ღმერთს, ძე ღმერთს და სულიწმინდას შორის არ არის არანაირი "შუალედი" არაფერში, ამიტომაც მათი დაყოფა არ შეიძლება. სამების იპოსტასები განსხვავებული არიან, სამების შიგნით. სამების დაახლოებით წარმოდგენა შეგვიძლია ესე: 1X1X1=1 რაც შეეხება გამოცხადების 1.1-ს: ქრისტე აქ ნაგულისხმებია მისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. რადგან ქრისტე მოვიდა ამ სამყაროში მამა ღმერთის სახელით, ის ქადაგებდა არა საკუთარი სახელით, არამედ მამა ღმერთის სახელით. ამით ის ჩვენ გვასწავლის რომ ყველაფერი გავაკეთოთ მისი სახელით, როგორც ის აკეთებდა ყველაფერს მამა ღმერთის სახელით. იოანე აქ ვერ იგულისხმებდა, რომ ქრისტე ღმერთი არ არის, რადგან ის თავის სახარებას იწებს იმის დამტკიცებით, რომ ქრისტე ღმერთია. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
Apr 1 2009, 08:04 PM
პოსტი
#3
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
Lashab რაც შეეხება გამოცხადების 1.1-ს: ქრისტე აქ ნაგულისხმებია მისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. death როცა იოანემ [გრაგნილზე] დაწერა იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, იესო ზეცაში იყო და არა დედამიწაზე. როგორღა იტყოდა ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე? თუ მაგით იმის თქმა გინდა რომ იესო ქრისტემ ზეცაში ადამიანური ბუნება წაიღო თან და ღვთაებრივ ბუნებას შეუერთა (შეერწყა)? მაგ მოსაზრებით ღვთის არსებას (ბუნებას) ადამიანური არსება (ბუნება) შეუერთდა? გამოდის რომ ღმერთის ბუნება ცვლილებას დაექვემდებარა. ეს კლასიკური მაგალითი იქნებოდა (თუ ამის თქმა გინდოდა) იმისა რომ წერილს გადასული მოძღვრებით ღვთის შესახებ ფერად ფერადი სწავლებები გვესმის მადლობა. მაგარი ლოგიკაა ასეთი ორიგინალური აზრები ხშირად არა, მაგრამ ხანდახან მსმენია.აი შენგანაც მომესმააა -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
death |
Apr 1 2009, 08:18 PM
პოსტი
#4
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
death როცა იოანემ [გრაგნილზე] დაწერა იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, იესო ზეცაში იყო და არა დედამიწაზე. როგორღა იტყოდა ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე? თუ მაგით იმის თქმა გინდა რომ იესო ქრისტემ ზეცაში ადამიანური ბუნება წაიღო თან და ღვთაებრივ ბუნებას შეუერთა (შეერწყა)? მაგ მოსაზრებით ღვთის არსებას (ბუნებას) ადამიანური არსება (ბუნება) შეუერთდა? გამოდის რომ ღმერთის ბუნება ცვლილებას დაექვემდებარა. ეს კლასიკური მაგალითი იქნებოდა (თუ ამის თქმა გინდოდა) იმისა რომ წერილს გადასული მოძღვრებით ღვთის შესახებ ფერად ფერადი სწავლებები გვესმის მადლობა. მაგარი ლოგიკაა ასეთი ორიგინალური აზრები ხშირად არა, მაგრამ ხანდახან მსმენია.აი შენგანაც მომესმააა ხო, რათქმაუნდა ადგილების ამოგლეჯვა თქვენი სტილია. ერთ ადგილს, რომ მიახტი, რა დაგეზარა ოთხ ხაზიანი ტექსტის წაკითხვა? სად ვთქვი რომ ქრისტე გამოეცხადა ადამიანური ბუნებით? ქრისტე, როდესაც მას ჰქონდა ადამიანური ბუნება ასწავლიდა მამის სახელით, მიმართავდა მას, ამას აკეთებდა არა იმიტომ რომ მან არ იცოდა, არამედ რათა შემდგომ ანალოგიურად ჩვენც მიგვემართა მისთვის (ქრისტესთვის). რადგან ვერავინ შევა ცათა სასუფეველში ქრისტეს გვერდის ავლით. შესაბამისად აქაც ანალოგიური სიტუაციაა. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
Apr 1 2009, 09:42 PM
პოსტი
#5
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
ხო, რათქმაუნდა ადგილების ამოგლეჯვა თქვენი სტილია. ერთ ადგილს, რომ მიახტი, რა დაგეზარა ოთხ ხაზიანი ტექსტის წაკითხვა? სად ვთქვი რომ ქრისტე გამოეცხადა ადამიანური ბუნებით? ქრისტე, როდესაც მას ჰქონდა ადამიანური ბუნება ასწავლიდა მამის სახელით, მიმართავდა მას, ამას აკეთებდა არა იმიტომ რომ მან არ იცოდა, არამედ რათა შემდგომ ანალოგიურად ჩვენც მიგვემართა მისთვის (ქრისტესთვის). რადგან ვერავინ შევა ცათა სასუფეველში ქრისტეს გვერდის ავლით. შესაბამისად აქაც ანალოგიური სიტუაციაა. death ციტატა რათქმაუნდა ადგილების ამოგლეჯვა თქვენი სტილია. თქვენობით როდიდან მელაპარაკები? არაფერი არ ამომიგლეჯია მიგითიტე მნიშვნელოვან ფაქტზე და გაგვეცი პასუხი თუ გინდა ციტატა ერთ ადგილს, რომ მიახტი, რა დაგეზარა ოთხ ხაზიანი ტექსტის წაკითხვა? ბიბლიის წაკითხვა არ მეზარება. არაფერს არ ვგლეჯ. მიგითითე ფაქტზე, მთელი გამოცხადების წიგნს ხომ არ გადმოგიკოპირებდი (კოპირების სპეციალისტებივით), იმედი მქონდა მიხვდებოდი რაც ვიგულისხმე ციტატა ერთ ადგილს, რომ მიახტი, რა დაგეზარა ოთხ ხაზიანი ტექსტის წაკითხვა? "მიახტი მოახტი", და მასეთი სტილით მოციქულთა მემკვიდრეები არ საუბრობენ, ასე რომ მოგიწევს ამის გაანალიზებაც ადრე თუ გვიან მარა, ისაუბრე როგორც გინდოდეს, ეგ ჩემი პრობლემა არაა. უბრალოდ კიდევ მინდა შეგახსენო რომ მაგით ვერ გააბათილებ ბიბლიის არგუმენტებს. ციტატა ქრისტე, როდესაც მას ჰქონდა ადამიანური ბუნება ასწავლიდა მამის სახელით, მიმართავდა მას, ამას აკეთებდა არა იმიტომ რომ მან არ იცოდა, არამედ რათა შემდგომ ანალოგიურად ჩვენც მიგვემართა მისთვის (ქრისტესთვის). მაგაში გეთანხმები,როცა იესო ქრისტე - სიტყვა - იქცა ხორცად, ანუ ადამიანად, და ამსახით დედამიწაზე მოვიდა , მამამისის - იეჰოვას - სახელით სახელით ასწავლიდა. იესო მართებულად ამბობდა: "მე მამაჩემის სახელით მოვედი, მაგრამ არ მღებულობთ"-ო. იესო იმას ასწავლიდა რაც მამამ ასწავლა მას, ანუ იმან ვინც იგი გამოაგზავნა, რადგან იესო თვითონვე ამბობდა ამას: "რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა". გარდა ამისა, იესო ასწავლიდა რომ მისი მეშვეობით შეძლებდნენ ადამიანები მამასთან დაახლოებას და მის სამეფოში შესვლას. ამიტომ ასწავლიდა იესო რომ რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ"-ო. ციტატა სად ვთქვი რომ ქრისტე გამოეცხადა ადამიანური ბუნებით? ეს შენი სიტყვები არაა? ციტატა რაც შეეხება გამოცხადების 1.1-ს: ქრისტე აქ ნაგულისხმებია მისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. თურმე, გამოცხადების 1:1-ზე გიგულისხმია რომ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე თქვა ამიტომ, მეციქულების მემკვიდრედ თავის გამოცხადების ნაცვლად, აღიარე რომ შეგეშალა , სირცხვილი კი არაა. ამიტომ, პატარა ნაწილს გადმოვიტან რომ კარგად გადაიკითხო, გულიანად რომ ნახო რაც მიგითითე გამოცხადების 1:1-ზე, რაც იოანეს 1:1-თის სწორად გაგებაში დიდ სამსახურს გაგიწევს ციტატა გამოცხადების წიგნიდან (1:1), მათეს (24:36) და მარკოზის (13:32) სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ იესოს არ ჰქონდა სრული შემეცნება. როდესაც იესო ამ ქვეყნიერების (სიტყვასიტყვით წყობის, სისტემის) აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებდა, თქვა: „მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ‘‘ (მარკოზი 13:32). იესო რომ ღვთაების ნაწილი, ღვთის თანასწორი ძე ყოფილიყო, მას უნდა სცოდნოდა ის, რაც მამამ იცოდა. მაგრამ იესომ არ იცოდა, რადგან ის არ იყო ღვთის თანასწორი. ნათელია რომ, იესოს ცოდნასა და ღვთის ცოდნას შორის განსხვავება მაშინაც კი არსებობდა, როცა იესო ზეცაში ღმერთთან საცხოვრებლად იქნა აღდგენილი. ყურადღება მიაქციე ბიბლიის ბოლო წიგნის პირველ სიტყვებს: „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა“ (გამოცხადება 1:1). თვითონ იესო ღვთაების შემადგენელი ნაწილი რომ ყოფილიყო, განა დასჭირდებოდა გამოცხადების მიღება ღვთაების სხვა შემადგენელი ნაწილისგან — ღვთისგან? უეჭველად, მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა ამ გამოცხადების შესახებ, რადგან ღმერთმა იცოდა. მაგრამ იესო არ ფლობდა ასეთ ცოდნას, იმიტომ რომ ის ღმერთი არ იყო. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი