სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
death |
Apr 2 2009, 01:30 AM
პოსტი
#2
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
Lashab
ციტატა ანუ განსხვავებული იყო მისგან? ესეგი ცალკეული ღმერთი? ამბობ რომ განსხვავებული იყო მამისგან, ანუ ცალკეული პიროვნება იყო, ხომ ასეა? კი სხვა იყო მაგრამ ცალეკული არ იყო, რადგან ცალკეული რომ ყოფილოყო მათ გარშეუწერობაში, დაუსრულებობაში, მარადიულობაში და ძალაში უნდა იყოს განსხავება მაგრამ მათ შორის სხვაობა არ არის. ამიტომაც ეს სამი ერთია. გასაგებად დაგიწერე როგორ. გეუბნები ადამიანისთვის ამ საიდუმლოს სრული ჩასწვდომა წარმოუდგენელი, რადგან არის 2 მეტრიანი პრიმიტიული არსება ღმერთთან შედარებით. ციტატა მაგრამ მერე აყოლებ - განუყოფელი იყოო, თითქოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო წინადადებაა რასაც რწმენა აბავს მხოლოდ ერთმანეთთან... ერთის მხრივ ესე მოსჩანს მაგრამ თუ რატომ არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო ეგეც დაგიწერე. პაწა გონება გაარყიე თუ მაინც არაფერი გამოგდის, ეს იმის მანიშნებელია, რომ შენ მატერიალურად აზროვნებ. ხოლო მატრიალური აზროვნებით სულიერს ვერ ახსნი. ციტატა მე გეკითხები- ისინი ერთმანეთში იყვნენ თუ გვერდიგვერდ? ერთმანეთში თუ იყვნენ მათ ხომ მაინც სხვადასხვა პიროვნება ქოდნათ? შენ თქვი- "განსხვავებული იყვნენ მისგან"... მაგრამ სულიერ სხეულები გინდაც ერთმანეთში იყვნენ, თუ სხვადასხვა პიროვნებაა, გამოდის სხვადასხვანი არიან... ამ კითხვით კიდევ ერთხელ დაადასტურე, რომ არ შეგიძლია სულიერი აზროვნება, რადგან: 1) ღმერთი არ გწამს და შესაბამისად სულიერებაც არ გაგაჩნია. 2) არ შეგიძლია მატერიალური აზროვნება დასძლიო. კი, ისინი სხვადასხვაა მაგრამ ეს სამი იპოსტაზი არის ერთი, რადგან სადაც ერთია იქაცაა მეორე და მესამე. რაც ერთს შეუძლია იგივე შეუძლია მეორეს და მესამეს. როცა ერთი არსებობდა არსებობდა მეორეც და მესამეც. არარსებობს არაფერი რაც მათ გამოყოფდა ერთმანეთისგან. პრიმიტიულად რომ გითხრა ვერ იპოვი მათ შორის ბზარს, რომ ქაღალდის ფურცელი ჩადო რადგან დაყოფა შესაძლებელია იმის რაც განსაზღვრულია სივრცეში და დროში, განუსაზღვრელის არა. მოყვასი შენს პოსტზე ადეკვატური რეაგირება, რომ გავაკეთო მერე იტყვი დამცინიო და გაიპარები, როგორც წინათ გაიპარე და უამრავი ბიბლიური ადგილი, რომელიც ნათლად მოწმობს, რომ ქრისტე ღმერთია დააიგნორე. სექტანტების სტილი სწორედაც, რომ გაპარვებში და არსებულიდან გადახვევაში მდგომარეობს რაც შეეხება მორიგ დაბნეულობებს ციტატა თქვენობით როდიდან მელაპარაკები? არაფერი არ ამომიგლეჯია მიგითიტე მნიშვნელოვან ფაქტზე და გაგვეცი პასუხი თუ გინდა აქ სექტანტები ვიგულისხმე, რაშიც შენ მიგათვალე. ტექსტის ვერ გაგება N1 ციტატა ბიბლიის წაკითხვა არ მეზარება. არაფერს არ ვგლეჯ. მიგითითე ფაქტზე, მთელი გამოცხადების წიგნს ხომ არ გადმოგიკოპირებდი (კოპირების სპეციალისტებივით), იმედი მქონდა მიხვდებოდი რაც ვიგულისხმე გასაგებად დაგიწერე, რომ წაგეკითხა 4 ხაზიანი ტექსტი. გამოცხადება 4 ხაზიანი ტექსტია? ტექსტის ვერ გაგება N2 ციტატა ეს შენი სიტყვები არაა? მანდ სადმე წერია, რომ ქრისტე გამოეცხადა ადამიანებს ადამიანური ბუნებით? ტექსტის ვერ გაგება N3. ციტატა თურმე, გამოცხადების 1:1-ზე გიგულისხმია რომ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე თქვა ამიტომ, მეციქულების მემკვიდრედ თავის გამოცხადების ნაცვლად, აღიარე რომ შეგეშალა , სირცხვილი კი არაა. ამიტომ, პატარა ნაწილს გადმოვიტან რომ კარგად გადაიკითხო, გულიანად რომ ნახო რაც მიგითითე გამოცხადების 1:1-ზე, რაც იოანეს 1:1-თის სწორად გაგებაში დიდ სამსახურს გაგიწევს მაგ ადგილზე გასაგებად დაგიწერე (თან ორჯერ): ციტატა ქრისტე, როდესაც მას ჰქონდა ადამიანური ბუნება ასწავლიდა მამის სახელით, მიმართავდა მას, ამას აკეთებდა არა იმიტომ რომ მან არ იცოდა, არამედ რათა შემდგომ ანალოგიურად ჩვენც მიგვემართა მისთვის (ქრისტესთვის). რადგან ვერავინ შევა ცათა სასუფეველში ქრისტეს გვერდის ავლით. შესაბამისად აქაც ანალოგიური სიტუაციაა.ა. ქრისტე ასწავლიდა მამა ღმერთის სახელით, როცა ჰქონდა ადამინური ბუნება, შესაბამისად მანდაც მოხსენიებულია იგივე კონტექსტში, რა კონტექსტითაც თვითონ ამცნობდა მოციქულებს (თუ რატომ საუბრობდა ამ კონტექსტში ზემოთ წერია). ხოლო ის რომ ღმერთი იყო იგივე იოანემ, რომელმაც დაწერა ხსენებული ტექსტი თავისი ეპისტოლეს დასაწყისში დაასახელა ღმერთად. ეგზეგეტიკის ელემენტარული ცოდნა, რომ გაგაჩნდეს არ გაგიჭირდებოდა ამის გაგება. ტექსტის ვერ გაგება N4 ღირს იმის შემდეგ ლაპარაკი, როდესაც ელემენტარულად ტექსტიდან აზრის გამოტანა არ ხერხდება? ციტატა გამოცხადების წიგნიდან (1:1), მათეს (24:36) და მარკოზის (13:32) სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ იესოს არ ჰქონდა სრული შემეცნება. როდესაც იესო ამ ქვეყნიერების (სიტყვასიტყვით წყობის, სისტემის) აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებდა, თქვა: „მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ‘‘ (მარკოზი 13:32). იესო რომ ღვთაების ნაწილი, ღვთის თანასწორი ძე ყოფილიყო, მას უნდა სცოდნოდა ის, რაც მამამ იცოდა. მაგრამ იესომ არ იცოდა, რადგან ის არ იყო ღვთის თანასწორი. იესოს როგორც ადამიანს არ ჰქონდა სრული შემეცნება ხოლო როგორც ღმერთს ჰქონდა. მოციქულებს კი ელაპარაკებოდა როგორც ადამიანი, რომელიც ასრულებდა ღმერთის ნებას, რომელიც ამავდროულად თვითონაც იყო. Lashab ციტატა 1 ტიმ 3:16-ც იგივე დემაგოგიაა, ეს მეტყველებს უძველესი ხელნაწერების უცოდინრობაზე, ბოდიში პირდაპირობისთვის... აჰა მოკლედ ცნობისთვის- http://en.wikipedia.org/wiki/Comma_Johanneum 10 საუკუნის მერე ბიბლიას რა ჩაუმატეს ეგ რატომ მოგყავთ საბუთად? მანამდე არსად გვხვდება ეგ ფრაზები... დავამატებ ცნობისთვის: 1 იონე 5:7,8 რეალურად ასე წერია: 7. რამეთუ სამნი მოწმობენ (ჩამატებული ნაწილი) ქვეყნად: 8.სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია. ხოლო 1 ტიმ 3:16 16. უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: იგი(ბერძნულად "ოს"(ვინც) და არა "თეოს"(ღმერთი)) გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით. რაც შეეხება ტიმოთეს და იოანეს ხსნებულ ორ ადგილს, ბევრ ძველ ხელნაწერებში მართლაც სხვანაირად წერია ხსნებული ადგილები მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ კოდექსების გარდა კიდევ უამრავი კოდექსი არსებობდა, რომლებმაც ჩვენამდე არ მოაღწია. ამიტომაც ამ კოდექსებზე ჩახვევა დიდი არაფრის მომტანია. 1972 წელს ხოსე კალახანის მიერ აღმოჩენილი იქნა ტექსტი, რომელშიც შემორჩენილი იყო, რამოდენიმე ადგილი ახალი აღთქმიდან მათ შორის I ტიმ 3,16-იც, სადაც გარკვევით წერია, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ეს ტექსტი თარიღდება I ს. 70-იანი წლებით. ხოლო ვატიკანის, სინაის და ალექსანდრიის 4 საუკუნით. ჩემს მიერ I ტიმ. 3.16 გარდა უამრავი ადგილი იქნა მოყვანილი, სადაც გარკვევით წერია, რომ ქრისტე არის ღმერთი. ამიტომ მარტო I ტიმ. 3,16 ჩაციკვლა და სხვების უკუგდება, ბიბლიური განათლების უქონლობაზე და მიკერძოვაბაზე მიანიშნებს. ------------------ პ.ს. თქვენ არ შეგწევთ უნარი, რომ ჩემთან აწარმოვოთ არგუმენტირებული დიალოგი, რადგან ჩაგჩუტეთ უკვე ტიკივით ხართ ჩაჩუტულები (თ. მალაქია) ამიტომ ისინდისეთ, დაიხურეთ ქუდი და გადით ამ თემიდან -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი