IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. წერილი განსაცდელის შესახებ, სწავლება და მაგალითები
KAIROS
პოსტი Mar 7 2009, 09:20 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი...
ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი:
განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე
( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა...
ორ მაგალითს შეგახსნებთ:
პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი...

რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ
ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს?

ლუკა 22 თავი

54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს

იოანე თავი 21

15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.


და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა...

და მაინც ამბობს იობი

"21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. "

იობი თავი 1...

გააგრძელეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Apr 2 2009, 02:49 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნუ გეშინინ!
არ შეგეშინდეთ!

ეს მინდა დღეს ვთქვა ამ თემაში, აპრილი დადგა და იმიტომ...
1989 წელს პატარა ბიჭი ვიყავი, სკოლის მოსწავლე 12 წლის, და როცა ამდენი შავით მოსილი ხალხი ვნახე, ჯერ შემეშინდა, მერე კი როცა ამდენი ერთად აწეული მუშტი და ერთად ნათქვამი მამაო ჩვენო გავიმეორე ( პირველად ცხოვრებაში) მაშინ ვუთხარი ჩემს თავს "არ შეგეშინდეს!"
აპრილი დადგა და იმიტომ, განსაცდელში ვართ და იმიტომ, მტერი ახლოსაა და იმიტომ... არ შეგეშინდეთ!
არ შეგეშინდეთ უფლის მიღებისო უყვარდა თქმა ერთ დიდ ადამიანს, და ასეცაა თუ უფალს მივიღებთ, სიყვარულს მივიღებთ, მშვიდობას მივიღებთ.თუკი უფალი იქნება ჩვენთანა ვისგან გვეშინოდის?

ასე უთხრა მოსემ ხალხს:

"ჰრქუა მათ მოსე: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა თქუენდა ღმერთი, რათა იყოს შიში მისი თქუენ შორის და არა სცოდოთ."


ასე უთხრეს თავისუფლების კარზე მიმდგარ ისრაელს, დაღლილ ისრაელს, ნაომარ ისრაელს!


"იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი. შევედით და დაიმკჳდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან თქუენ: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით."

მტერი გვერბძოლება? გამოსვლათას 3 : 22 ში გვამხნევებს წმიდა წერილი

"ნუ გეშინინ, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ჰბრძოდის თქუენ წილ."


სხვაგან 7 : 21

"ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს დიდი და ძლიერი."


თუმცა რასა ვწერ, მოვუსმინოთ დიდ მაქსიმეს, აღმსარებელს

მაქსიმე აღმსარებელი

მწუხარების გულის-სიტყვისათვის

სიტყვა 1



ვინც არ იცის, რომ უძლურებას სარწმუნოებისას და შეუორგულებელის სასოების მოუგებლობას თან მოსდევს მწუხარება, შფოთი და ცუდი შიში კაცის გულში, მოიგონოს სიტყვა იოანეს სახარებიდან: `ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, გრწმენინ ღვთისა და გრწმენინ ჩემდა მომართ,-სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან~ (14,1-2).



შეჭირვებულმა და მწუხარებით შეპყრობილმა მოიგონოს სიტყვა იოანეს სახარებიდან: `ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ ჰსტიროდეთ და ჰგოდებდეთ თქვენ, ხოლო სოფელსა უხაროდის და მწუხარება თქვენი სიხარულად გარდაიქცეს~ (16,20).



ეშმაკის ცუნდრუკებისა და ოცნებისაგან შეურვებულმა და დაღონებულმა უნდა მოიგონოს სიტყვა ლუკას სახარებიდან: `ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო იყო მამამან თქვენმან მოცემად სასუფეველი~ (12,32).



მტერის მოსვლისაგან შეშინებულმა, როცა ასპიტივით და იქედნესავით მოუხდებიან, მოიგონოს სიტყვა ლუკას სახარებიდან: `ჰრქვა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მიგცემ თქვენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გველთა და ღიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა და თქვენ არა რა გევნოს~ (10,19).



იმათ, რომელთაც ჰგონიათ დიდის მწუხარებისაგან უფალი არ ისმენს ჩვენს სულთქმასაო, მოიგონონ სიტყვა გამოსვლვათაგან: `და სულთ-ითქმიდენ ძენი ისრაილისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღაღადებდეს, და მიიწია ღაღადება მათი ღვთისა და შეისმინა ღმერთმან სულთქმანი მათნი~ (2,24-25).



ვისაცა ჰგონია, რომ უფალი არ მოხედავს მას ეშმაკის ძვირის მოქმედებისა, ბრძოლისა და შეწუხების დროს, მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `ჰრქვა უფალმან მოსეს, ხილვით ვიხილე ძვირი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგვიპტესა შინა და ღაღადებაБ მათი მესმა საქმისა მაწვეველთაგან. ვიცი ჭირი იგი მათი და გარდამოვხდე განრინებადა~ (3,7-8).



ვინც არ იცის, რომ უფრო მაშინ განმრავლდება განსაცდელი და ბრძოლა, როცა სულიერად იწყებს კაცი ღვთის სიტყვის სმენას და მოსწრაფებით საქმით აღსრულებას, მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `მიაქცია მოსე ღვთისა და რქვა: `უფალო, რასათვის განაბოროტე ერი ესე და რასა მომავლინე მე? და ვინათგან შევედ მე ფარაოსსა სიტყვად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იხსენ ერი შენი~ (5,22-23).



როცა კაცს სასოება აღარ აქვს, რომ შემწეობას მოუვლენს უფალი და მის გამო მწუხარებით დაემხობა მოღვაწის სული, მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `წარვედ და ეტყოდე ძეთა ისრაილისათა და არქუ: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და გამოგიყვანნე თქვენ მძლავრებისა მეგვიპტელთასა და გიხსენე თქვენ კერპებისაგან მათისა და განგარინნე თქვენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდითა~ (6,6).



რომელთაც არ იციან, რომ სოფლიდამ ახლად მოსულნი არ მიცემიან ეშმაკთაგან ფიცხელ განსაცდელსა, არცა ჩვენებით და არცა ხელდახელ ბრძოლით, რომ შიშით არ განკრთენ და ისევ სოფლისაკენ არ მიიქცენ, მოიგონონ სიტყვა გამოსლვათაგან: `და ვითარ გამოიყვანა უფალმან ერი თვისი, არა წარუძღვა ქვეყანასა მას ფილისტიმელთასა, რამეთუ მახლობელი იყო, რამეთუ ჰსთქვა ღმერთმან: ნუ უკვე შეინანოს ერმან ამან, იხილოს რა ბრძოლა და მიიქცეს ეგვიპტედ~ (13, 17).



როცა გული გვეტყვის, ეშმაკებმა არ იციან, რომ უფალი ჩვენ მაგიერ ებრძვის მათ, უნდა მოვიგონოთ სიტყვა გამოსლვათაგან: `ჰსთქვეს მეგვიპტელთა მათ, ვილტვოდეთ პირისაგან ისრაილისა, რამეთუ უფალი გვბრძავს ჩვენ მათ წილ, მეგვიპტელთა~ (14, 25).



ეშმაკის ბოროტის ზრახვით შეურვებულმა მოიგონოს სიტყვა გამოსლვათაგან: `ჰსთქვა მტერმან, ვჰსდევნო, ვეწიო, ვჰგვემო, განვიყო ნატყვენავი და განვიძღო თავი ჩემი, მოვსრა იგი მახვილითა, უფლებდეს მას ზედა ხელი ჩემი~ (15,9).



როცა გული გვეუბნება და გვაშინებს ეშმაკის ღამე მოსლვით, ღვთის საქებელად მოვიგონოთ სიტყვა გამოსლვათაგან: `დაეცეს მათ შიში და ძრძწოლა, ძლიერებითა მკლავისა შენისათა, ქვა იქმნეს იგინი, ვიდრემდის განხდეს ერი შენი. უფალო, ვიდრემდის განხდეს ერი ესე შენი, რომელ გამოირჩე?~ (15, 16).



შეძრწუნებულმა მით, რომ ანგელოზი აღარ მიცავსო, მოიგონოს სიტყვა იქიდანვე: `წარვიდეს ანგელოსიუ ჩემი მზღვრად შენდა, რათა დაგიცვას გზასა, ვიდრემდის შეგიყვანოს შენ ქვეყანისა მას, რომელი განგიმზადე შენ~ (23,20).



ღამის შფოთისა და ამბოხებისაგან შეწუხებულმან მოიგონოს სიტყვა ლევიტელთაგან: `და მოვსცე მშვიდობა ქვეყანასა თქვენსა, და დაიძინებდეთ უზრუნველად და არავინ იყოს მაშინებელ თქვენდა, და წავსწყმიდო მხეცი ბოროტი ქვეყანისაგან თქვენისა, და ბრძოლა არა იყოს ქვეყანასა თქვენსა, და სდევნიდეთ მტერთა თქვენთა და დაეცნენ წინაშე თქვენსა მომწყდარნი მახვილითა~ (26, 6-7).



ეშმაკისაგან შეძრწუნებულმა, როცა უეცრივ ჰაერში სტვენას იწყებს მოიგონოს სიტყვა მეორეს სჯულისაგან: `იწყე მისა მიმართ ღვაწლი ბრძოლისა, დღეისით დღეთაგან დასდევ ჰერი (ძრწოლა) და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართასა, რომელნი არიან პირსა ქვეშე ცისასა, რათა ყოველთა, რომელთა ესმეს სახელი შენი შეძრწუნდნენ, და სალმობამან შეიყპრნეს იგინი პირისაგან შენისა~ (2,25-26).



როცა კაცობრივი გული გვეტყვის, ნუ თუ ჯერი არ არს მეტი სიტყვის-გება და ბრძოლა ეშმაკისაო, მოვიგონოთ სიტყვა იქიდამვე: `და მე გარქვ თქვენ, ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი თქვენი წარგიძღვეს წინაშე პირსა თქვენსა და იგი ბრძოდეს მათ თქვენ წილ~ (1,29-30).



ცეცხლისა ფერისა და ლამპრის ალის მსგავს თვალით გამოჩენილ ეშმაკისაგან შეშფოთებულმა მოიგონოს სიტყვა მეორე სჯულისაგან: `ნუ გეშინის, ნუცა შეძრწუნდებით მათგან, რამეთუ უფალი ღმერთი თქვენი ჰბრძოდეს მათ თქვენ წილ~ (3,24).



როცა ეშმაკნი ზახებითა და რეხვებით უეცრივ მოგვიხდებიან და გვებრძვიან, მათის ოცნებისაგან უშიშრად დაცვისათვის უფლის სავედრებელად, მოვიგონოთ სიტყვა იქიდამვე: `და ევედრე უფალსა მას დღესა შინა და ვჰსთქვი: უფალო ღმერთო, შენ უწყი ჩვენებად მონისა შენისა ძალი შენი და სიმტკიცე შენი, ხელი შენი მტკიცე და მკლავი შენი მაღალ, ვინ არს ღმერთი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რომელმან ჰყოს ესე, რომელ ესე შენ ჰყავ ჩვენთვის, მსგავსად ძლიერებისა შენისა~ (3,24).



ვისაც ეშინია ეშმაკის ოცნებისა და იტყვის, ნუთუ დამაგდო უფალმაო, სანუგეშებლად მოიგონოს სიტყვა იქიდამვე: `უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგიტეოს შენ, არცა აღგხოცოს შენ, არა დაივიწყოს აღთქმა მამათა შენთა, რომელ ეფუცა მათ~ (4,31).


ვინც ეძიებს მრავალის ჭირისა და განსაცდელის მიზეზს, სიტყვა იქიდამვე: `ბოროტი გიყო და გამოგცადა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა უკანასკნელ კეთილი გიყოს და განგისვენოს შენ~ (8,2).



ეშმაკის ოცნებით შეშინებულმა და შეწუხებულმა, როცა ღამით ელვით შეგვაკრთობს, სიტყვა იქიდამვე: `ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით, ნუცა გარე მიიქცევით ბრძოლად მათდა, რამეთუ უფალი ღმერთი, რომელი წინა გიძღვის, ჰბრძოდის მტერთა შენთა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღხოცნეს და წარსწყმიდნეს იგინი~ (20,3-4; 9,3).



როცა გული წინადვე გვაშინებს ეშმაკის მანქანებისა და დიდის ბრძოლისათვის, სიტყვა იქიდამვე: `ხოლო მტერნი ჩვენნი უგუნურ იყვნენ, რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთასა იყო ყურძენი მათი და ვენახები მათი გომერელთაგან, ყურძენი მათი ყურძენი ნაღვლისა და ტევანი სიმწარისა მათისა და შემდგომი ამისი, ვიდრე ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისა და მოწევნულ არს განმზადებული მათ ზედა~ (32,31-35).



ვისაცა სწადიან მარტო ყოფით დაყუდება, ეშინია ეშმაკის ბრძოლისა და მით შეწუხებულია, მოიგონოს სიტყვა ისუ ძისა ნავესი: `მხნე იყავ და ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ უფალი ღმერთი შენი ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხვიდოდი და არა დაგიტეო შენ, არცა დაგაგდო შენ~ (1,9).



როცა გულის-თქმა შეგვაწუხებს და შეგვაურვებს, გულში შიშს გაგვიჩენს ეშმაკის მანქანება ჰაერში ელვის მსგავსად ჩვენებით, მოვიგონოთ სიტყვა ისუ ნავესაგან: `ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შეძრწუნდებით, მხნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ესრეთ უყოს უფალმან ღმერთმან თქვენმან ყოველთა მტერთა თქვენთა, რომელთა ჰბრძავთ თქვენ~ (10,25).



ღამის ოცნებისაგან მწუხარემ და შეძრწუნებულმა, მოიგონოს სიტყვა მსაჯულთა წიგნისაგან: `განიღვიძე, განიღვიძე დებორა, აღსდეგ, აღსდეგ და განაგდე ყოველი ურვაБ და მწუხარებაБ, აღამაღლე ხმაБ მოლოდებისა, იტყოდე გულითა~ (5,12).



ანგელოსის სავედრებელი, რომ შემწე გვეყოს და განსდევნოს ჩვენგან მაჭირვებელნი ჩვენნი ეშმაკნი, სიტყვა იქიდამვე: `ერო უფლისა, დამიმდაბლენ მე უძლიერესნი ჩემსა, ჰსდევნენ იგინი და მართლუკუნ აქციენ ჩემგან~ (5,13).



როცა გული გვაშინებს ეშმაკის საბრძოლველად მოსლვით, სიტყვა იქიდამვე: `ღელეთაგან კიშონისათა განასხნე იგინი, ხევთა კადემისთა, ხევთა კიშონისთა, დასთრგუნეს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან~ (5,21).

ვინც არ იცის, რომ ფსალმუნება და ლოცვა განამტკიცებს გულსა, განაძლიერებს გვამს და განსდევნის ეშმაკთა, რომელნიც სხვა-და-სხვა ნაირის განსაცდელით გაგვიგრილებენ ძარღვსა და ციებას შეგვყრიან, მოიგონოს სიტყვა მეფეთა წიგნისაგან: `და იყო რაჟამს სული უკეთური მოვიდის საულსა ზედა და იგვემებინ, მიიღის დავით ქნარი და ჰგალობნ სახიობასა მას კურთხევისასა, ვითარცა მარადის ჩვეულ იყო, და ელხინის (საულს) და განეშორის სული იგი უკეთური~ (1 მეფ. 16,23).



როცა ეშმაკი ამოწვდილის ხმლით მოგვადგება, მოვიგონოთ სიტყვა იქიდამვე, რომელიც მაკარიმაც წინ მიაგება, როცა იგი ანესსა და ინბრესს ბაღის სანახავად მიდიოდა და ეშმაკი წინააღუდგებოდა: `შენ ეგერა მომიხვალ მე ჯაჭვითა, მახვილითა, ოროლითა და ფარითა და მოგივალ შენ სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა~ (17,45).



როცა ეშმაკნი ჰაერში დაიძახებენ და დიდს ამბოხებას მოახდენენ, მოვიგონოთ სიტყვა პირველისა თავისა მეფეთასა: `არა მახვილითა, არცა ოროლითა და ჯაჭვითა იხსნას უფალმან, არამედ უფლისა-მიერ არს ძლევა ბრძოლასა შინა და გაგწირნა თქვენ უფალმან და დაგამდაბლნის ხელთა ქვეშე ჩვენთა~ (17,47).



ეშმაკისაგან შეძრწუნებულმა, როცა უეცრად ჰაერში გამოჩნდებიან, მოიგონოს სიტყვა მეფეთა მეოთხე თავისაგან: `ჰრქვა ელისე, ნუ გეშინინ, რამეთუ ჩვენთანანი უმრავლეს არიან, ვიდრე მათთანანი~ (6,16).



ვისაც არა სწამს, რომ ჰაერი ანგელოზებით სავსეა ჩვენ შემწედ და ეშმაკთა ოცნების განსადევნელად, მოიგონოს სიტყვა იქიდამვე: `და ილოცვიდა ელისე, თაყვანის-ჰსცემდა უფალსა და ჰსთქვა: უფალო, განახვენ თვალნი ამის ყრმისანი, და განახვნა უფალმან თვალნი მისნი, და იხილა და აჰა მთა იგი სავსე იყო ეტლებითა და ჰუნებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა~ (6,17).



როცა ძრწოლა და თრთოლა შეგვიპყრობს და ეშმაკის მოსლვას გული წინადვე გვაუწყებს, მოვიგონოთ სიტყვა მეორე ფსალმუნისაგან: `იგი, რომელ დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყვენის იგინი. მაშინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი~ (2,4-5).



ღამე ოცნებით შეშინებულმა და შეშფოთებულმა, ღვთის სავედრებელად მოიგონოს სიტყვა ფსალმუნისაგან: `მიწყალე მე, რამეთუ უძლურ ვარ, მილხინე მე, უფალო, რამეEთუ შემიძრწუნდეს ძვალნი, სული ჩემი შემიძრწუნდა ფრიად და შენ, უფალო, ვიდრემდის? მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მიხსენ მე წყალობითა შენითა~ (6,2-4).



როცა გული ეშმაკთა უკეთურობისაგან გაქცევას გვაწვევს, მოვიგონოთ სიტყვა მე-ი ფსალმუნისაგან: `უფალსა ვესავ; ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა, იცვალებოდე შენ მთათა ზედა, ვითარცა სირი~ (10,1)?



ეშმაკთა ბრძოლისა და ოცნების გასადევნელად ვევედროთ უფალს მე-ივ ფსალმუნის სიტყვვებით: `აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და აღხოცენ იგინი, და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან~
(16,12)."

იხარეთ და ნუ გეშინინ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   წმ. წერილი განსაცდელის შესახებ   Mar 7 2009, 09:20 AM
დათიკო   KAIROS ძალიან კარგი თე...   Mar 7 2009, 01:15 PM
მხევალი ნინო   KAIROS ეს ალბათ თანხმ...   Mar 7 2009, 01:19 PM
კანონისტი   ეს ფრაზა მიყვარს ყ...   Mar 7 2009, 02:27 PM
ა ნ უ კ ა   KAIROS რა საინტერესო ი...   Mar 7 2009, 08:43 PM
llaasshhaa   ძალიან საინტერესო...   Mar 7 2009, 09:08 PM
დათიკო   llaasshhaa კონკრეტულად რ...   Mar 8 2009, 01:41 AM
KAIROS   უნდა დაწეროთ ხოლმ...   Mar 8 2009, 08:19 AM
G_I_O_R_G_I_   კაიროსის ნებართვი...   Mar 8 2009, 03:47 PM
-tamar-   მე მაინტერეესებს ს...   Mar 8 2009, 03:49 PM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროსუნა, შენი...   Mar 8 2009, 04:53 PM
KAIROS   აჰა... გასაოცარია, ი...   Mar 9 2009, 03:55 AM
milana   მთილანად წავიკითხ...   Mar 14 2009, 10:47 PM
ქევანა   აი სულ ვცდილობ გავ...   Mar 9 2009, 11:00 AM
tamar84   ძალიან მიყვარს სერ...   Mar 9 2009, 02:55 PM
KAIROS   რამდენიც გინდა და ...   Mar 10 2009, 05:30 AM
მხევალი ნინო   KAIROS ხო, მაგრამ ხანდა...   Mar 10 2009, 02:53 PM
KAIROS   ჰო, ახლა ეგ საკმაოდ...   Mar 11 2009, 05:30 AM
დათიკო   მინდა ვისაუბრო რამ...   Mar 11 2009, 02:26 PM
tamuna m   ყველა განსაცდელს რ...   Mar 12 2009, 03:26 PM
agmsarebeli   იობზე მძმე განცადე...   Mar 12 2009, 11:50 PM
ქევანა   იობის განსაცდელზე ...   Mar 13 2009, 02:41 PM
KAIROS   მოდი მაშინ ყველამ ...   Mar 13 2009, 08:23 PM
მხევალი ნინო   KAIROS უჟე პო რუსკი ? :D   Mar 14 2009, 12:42 AM
pataraia   რუსული არ ვიციიიი.. ...   Mar 14 2009, 12:45 AM
KAIROS   პაწია ია :) საჭიროა ...   Mar 14 2009, 04:15 AM
Amuza   უწმიდესი და უნეტა...   Mar 14 2009, 09:37 PM
KAIROS   პ.ს. ეს არის ლათინუ...   Mar 14 2009, 04:26 AM
Ligia   პ.ს. ეს არის ლათინუ...   Mar 16 2009, 04:26 PM
ქევანა   მიყვარს მე ეგ კაცი ...   Mar 14 2009, 01:09 PM
მხევალი ნინო   KAIROS წავიკიტხე :D ხომ...   Mar 14 2009, 03:28 PM
S a l l y   ესე მგონია ჩემთვის...   Mar 15 2009, 01:25 PM
ა ნ უ კ ა   როგორ მიყვარს ეს ...   Mar 15 2009, 09:37 PM
KAIROS   საინტერესო დაკავ...   Mar 16 2009, 05:36 AM
Amuza   უმადური ადამიანე...   Mar 16 2009, 07:21 PM
KAIROS   ჰო, ეგრეა ამუზ, ქრის...   Mar 16 2009, 11:11 PM
KAIROS   ამაზე ვიპოვე მაქსი...   Mar 17 2009, 12:17 AM
KAIROS   ახლა ვიწყებ დიდ სე...   Mar 17 2009, 05:22 AM
KAIROS   გავაგრძელებ :) დღეს...   Mar 18 2009, 05:00 AM
Amuza   „ღმერთმა ადამიან...   Mar 18 2009, 09:21 PM
milana   ცოდვის შთამომავლო...   Mar 21 2009, 02:02 PM
Amuza   ე.წ სასჯელი ადამია...   Mar 21 2009, 02:57 PM
milana   და ვინ უნდა მოეგოს ...   Mar 21 2009, 09:10 PM
ავგუსტინე   KAIROS ბოლოში მიაწერე ...   Mar 18 2009, 05:05 AM
KAIROS   მაშინ შევქმნათ "...   Mar 18 2009, 05:06 AM
ავგუსტინე   მე ევანგელიზმი დიდ...   Mar 18 2009, 05:24 AM
ავგუსტინე   არ ვეთანხმები. ავა...   Mar 18 2009, 09:22 PM
დათიკო   Amuza ავგუსტინე ამაზე...   Mar 19 2009, 01:13 AM
staywhite   Amuza მეც ძალიან მომე...   Mar 21 2009, 03:03 PM
Amuza   [b][size=6]სქემიღუმენი ს...   Mar 21 2009, 05:10 PM
KAIROS   ეგ არის არა "ტანჯ...   Mar 22 2009, 05:21 AM
KAIROS   ლუკა 7 თავი [b]12. და ვი...   Mar 22 2009, 05:33 AM
KAIROS   ახლა ერთი უცნაური ...   Mar 25 2009, 01:33 PM
მხევალი ნინო   საქართველოს თავზე ...   Mar 28 2009, 10:09 PM
დათიკო   მხევალი ნინო ალბა...   Mar 28 2009, 10:41 PM
მხევალი ნინო   დათიკო ვფიქორბ, ა...   Mar 29 2009, 12:44 AM
KAIROS   რათქმუნდა ეს მონა...   Mar 29 2009, 05:09 AM
მხევალი ნინო   KAIROS იხარე კაიროსუნ...   Mar 29 2009, 02:31 PM
KAIROS   კაია ნინიკო, წერე, წ...   Mar 30 2009, 04:15 AM
Amuza   არადა სულ პატარა ფ...   Mar 30 2009, 08:18 PM
KAIROS   არც ეგრე ვიტყოდი ა...   Mar 30 2009, 10:03 PM
ქევანა   მაგრამ თუ სწორად მ...   Mar 30 2009, 10:11 PM
staywhite   ქევანა დიდი განსხ...   Mar 30 2009, 10:40 PM
ქევანა   ვნახე , ქეგლ-ში :) რა ...   Mar 30 2009, 10:49 PM
staywhite   ნამდვილად, ბევრი ს...   Mar 30 2009, 10:52 PM
მხევალი ნინო   KAIROS როგორი განებივ...   Mar 31 2009, 01:56 PM
KAIROS   მაგრად მიყვარს ეს ...   Apr 1 2009, 04:50 AM
KAIROS   ნუ გეშინინ! არ შე...   Apr 2 2009, 02:49 AM
judi   ნეტარ არიან მშვიდნ...   Apr 2 2009, 09:08 AM
staywhite   მუდამ ვუძღვნი გან...   Apr 2 2009, 12:56 PM
KAIROS   ვინ იმსახურებს რო? ...   Apr 4 2009, 03:10 AM
მხევალი ნინო   KAIROS ეს სიტყები პატ...   Apr 4 2009, 11:42 PM
KAIROS   :D ადამიანურია ნინო...   Apr 5 2009, 04:20 AM
მხევალი ნინო   KAIROS ნუ შეძრწუნდება...   Apr 5 2009, 11:31 PM
KAIROS   ჰო, გახდა აქტუალურ...   Apr 6 2009, 04:06 AM
მხევალი ნინო   KAIROS დავით წინასწარ...   Apr 6 2009, 12:28 PM
KAIROS   არა ნინო, მილიონი ხ...   Apr 7 2009, 04:57 AM
მხევალი ნინო   KAIROS ეს წესი მხოლოდ ...   Apr 7 2009, 11:43 AM
sergi_glaxa   KAIROS ჩემი აზრით ეს ა...   Apr 7 2009, 11:47 AM
KAIROS   ქრისტიანობისათვი...   Apr 7 2009, 11:50 AM
KAIROS   მოდი განსაცდელს და...   Apr 8 2009, 04:32 AM
მხევალი ნინო   KAIROS ყველაფერი რაც ...   Apr 8 2009, 09:43 PM
staywhite   KAIROS ყველაფერი რაც ა...   Apr 11 2009, 12:16 AM
KAIROS   ახლა ვწრიალებთ, ვბ...   Apr 10 2009, 11:31 PM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, ისე მივ...   Apr 10 2009, 11:55 PM
KAIROS   უი, რას ამბობ, როგო...   Apr 11 2009, 04:42 AM
KAIROS   ნაწყვეტი უწმიდესი...   Apr 11 2009, 06:30 PM
მხევალი ნინო   KAIROS ისე დავიღალე, რ...   Apr 11 2009, 07:12 PM
დათიკო   KAIROS დღევანდელი ქად...   Apr 12 2009, 12:53 AM
KAIROS   ვაა, რა კარგი ხარ დ...   Apr 12 2009, 03:38 AM
მართა   დათიკო წმინდა ლაზა...   Apr 12 2009, 03:36 PM
დათიკო   მართა აჰა, გასაგებ...   Apr 13 2009, 09:05 PM
KAIROS   განსაცდელის შესახ...   Apr 20 2009, 03:34 AM
soso5   მოგესალმებით ჩემო ...   Apr 24 2009, 11:01 AM
sergi_glaxa   მოგესალმებით ჩემო...   Apr 24 2009, 11:18 AM
soso5   ჩემი გამოცდილებიდ...   Apr 24 2009, 11:37 AM
kmunebi   მე ვფიქრობ ჩემს ხე...   Apr 24 2009, 11:17 AM
soso5   მე ვფიქრობ ჩემს ხე...   Apr 24 2009, 11:22 AM
kmunebi   soso5 უნდა შევიგნოთ, რ...   Apr 24 2009, 11:24 AM
KAIROS   თემა განსაცდელის შ...   Apr 24 2009, 11:25 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 05:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი