სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
evangelizer |
Apr 2 2009, 01:27 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 194 რეგისტრ.: 16-March 09 წევრი № 6,657 |
ერთ ორ საინტერესო მუხლს დავამატებდი.. რომ "ადამიანური ბუნების თეორია" საერთოდ შეუსაბამოა იესოსთან მიმართებაში.. იესო იყო ადამიანად მოსული, მაგრამ ასწავლიდა სინამდვილეში ვინ იყო..!
მათ. 20:20—23, „[ზებედეს ძეთა დედამ] მიუგო მას [იესოს]: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დასხდნენ. იესომ პასუხად თქვა . . . ჩემს სასმისს შესვამთ . . . მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია მამის ჩემის მიერ“.. იესო რომ მამის თანასწორი ღმერთი ყოფილიყო, ეს სიტყვები ძალიან უცნაური იქნებოდა. აშკარაა იესო საუბრობდა თავის მდგომარეობაზე ზეცაში, და თავად თქვა, რომ იგი და მამა სხვადასხვა პიროვნებები არიან და რომ მამა მისგან დამოუკიდებლად წყვეტს რა უნდა გაკეთდეს, რაზეც იესოს ძალაუფლება არ აქვს. იოან. 14:28, „[იესომ თქვა:] რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია“. აქაც იფუშება "ადამიანური ბუნების" ფილოსოფია შემდეგი მიზეზის გამო: იესო სიხარულის მიზეზს აძლევს მოწაფეებს იმით, რომ თავისზე დიდთან მიდის.. იესო რომ ზეცაში მამას უტოლდებოდეს, იესოს სიტყვებს აზრი ეკარგება და მოწაფეებს არ ექნებოდათ სიხარულის მიზეზად ის, რომ ქრისტე თავისზე დიდთან არის. 1 კორ. 11:3, „მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა; ქალის თავი — კაცი; ხოლო ქრისტეს თავი — ღმერთი“. აშკარაა, რომ ქრისტე არ არის მამის თანასწორი ღმერთი, და ღმერთი ქრისტეზე აღმატებულია. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები დაიწერა დაახლოებით ახ. წ. 55 წელს, იესოს ზეცად ამაღლებიდან დაახლოებით 22 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს სიტყვები ეხება ღვთისა და იესოს მდგომარეობას ზეცაში. ეფეს.1:3, "კურთხეული იყოს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთი და მამა". მსგავსი ფრაზები არაერთხელ გვხვდება პავლეს წერილებში. პირველ ქრისტიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ უზენაესობის საკითხი. იოანე10:30-ის ბრუნვას და "მე მამაში ვარ და მამა ჩემში"-ს ციტირებებს აზრი არ აქვს. იოანე17:11,20-22-ში იესო ეუბნება მამას ლოცვაში რომ მისი მოწაფეები "ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი" და გასაგებია რომ ერთსულოვნება იგულისხმება.. ერთიდაიგივე ბერძნული სიტყვა "ენ" არის გამოყენებული ორივე შემთხვევაში. და თავის მოწაფეებზეც არაერთხელ უთქვამს 'მე მამაში ვარ, თქვენ ჩემში, მე კი თქვენშიო' ეს სიტყვებიც იგივე აზრს ატარებს რასაც "ერთად" ყოფნა. -------------------- "წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი და მზად იყავით დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა განმარტებას გთხოვთ".. 1პეტრე3:15 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი