ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
guest |
Dec 17 2007, 09:10 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
მე დავიწყებ. კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის მონათხობი : სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში: დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა. ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე: "უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე. შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს." პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო: "ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო. პასუხი იყო ასეთი: "ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა. თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე ,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა. უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან ,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ: ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!" ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა: "კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით: ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა. პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე. შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს. ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ |
guest |
Apr 2 2009, 01:27 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ცნობილი ფიზიკოსი (თეორეტიკოსი) ვოლფგანგ პაული (Wolfgang Pauli) ტექნიკურად მეტად მოუხერხებელი კაცი ყოფილა. ლაბორატორიაში როცა შევიდოდა, სულ რაღაცას აფუჭებდა: ან ტეხავდა, ან ხელსაწყოებს ამტრევდა , უვარდებოდა და ასე შემდეგ. ეს "თვისება" იმდენად ცნობილი იყო უკვე, რომ თანამშრომელმა ექსპერიმენტატორებმა მას "პაულის ეფქტი " უწოდეს და ის ყალიბდებოდა ასე : "შეუძლებელია ერთ სისტემაში იმყოფებოდნენ პაული და მომუშავე ხელსაწყო " ...
ვ. პაული სხვათაშორის უკანასკნელი ავსტრიელი ფიზიკოსი იყო, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო (1945 წ.). პაული ასევე "ღამის ტიპი" ყოფილა, მუშაობდა ძირითადად ღამით. (*პაულის პრინციპი ფიზიკის მცოდნეებმა კი იცით რაც არის. არაფიზიკოსებითვის კი უნდა ეწეროს თემაში "ფიზიკის ძირითადი კანონები" და შეგიძლიათ ინტერესის შემთხვევაში იქ იხილოთ ). *** ერთმა სკოლის მოსწავლე გოგონამ ალბერტ აინშტაინს მიწერა წერილი, სადაც ჩიოდა, რომ პრობლემები აქვს მათემატიკაში. აინშტაინმა კი უპასუხა : ეგ არაფერია, დამიჯერე შენზე მეტი პრობლემები მე მაქვს მათემატიკაშიო *** ამერიკელი მათემატიკოსი და კიბერნეტიკის დამფუძნებელი ნორბერტ ვინერი [ Norbert Wiener (1894-1964)] უნივერსიტეტის ეზოში მიმავალი გააჩერა ერთმა სტუდენტმა და რაღაც მათემატიკური კითხვა მაქვსო და პასუხი სთხოვა. ვინერმა უპასუხა სტუდენტს რაც აინტერესებდა და მერე ეკითხება : "მე რომელი მხრიდან მოვედი, აქედან თU უკან ვბრუნდებოდი?" . სტუდენტმა აჩვენა მიმართულება , საიდანაც შეხვედრამდე ვინერი მოდიოდა. "აჰა" - უთხრა ვინერმა - "ესეიგი ეგ ნიშნავს , რომ ჯერ არ მისადილია" და გზა გააგრძელა სასადილოს მიმართულებით *** აინშტაინის დაუკვირვებლობაზე ბევრი მართალი ანეკდოტი დადის, ერთერთი შემდეგი: აინშტაინი ზის მატარებელში სადღაც მიემგზავრება და ამ დროს მოვა კონტროლიორი და ბილეთის ჩვენებას სთხოვს. მივარდება აინშტაინი ჩანთას და იქექება , იქექება, ამოყარა ყველაფერი. კონტროლიორი დგას ელოდება რამდენიმე წუთი და ბოლოს ეუბნება: "არ არის საჭირო ბატონო პროფესორო, მე თქვენ გიცნობთ და ვიცი უბილეთოთ არ იმგზავრებთ". აინშტაინი მაინც აგრძელებს ქექვას და პასუხობს: "არა, მაგის გამო არ ვეძებ, არამედ არ მახსოვს სად უნდა ჩამოვიდე" . |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი