სამება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამება |
death |
Mar 31 2009, 01:02 AM
პოსტი
#1
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
გადმოიტანეთ კითხვები და სამებაზე აქ გააგრძელეთ...
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
death |
Apr 2 2009, 05:52 PM
პოსტი
#2
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
evangelizer
შემოვიდა ჩვეული აბსტაქტული პოსტებით შენ პასუხს მხოლოდ მოკლედ მიმოვიხილავ, რადგან ბევრი დროის კარგვად არ ღირს ციტატა ერთ ორ საინტერესო მუხლს დავამატებდი.. რომ "ადამიანური ბუნების თეორია" საერთოდ შეუსაბამოა იესოსთან მიმართებაში.. იესო იყო ადამიანად მოსული, მაგრამ ასწავლიდა სინამდვილეში ვინ იყო..! და რას ასწავლიდა მერე ? ასწავლიდა რომ იყო ძე ღვთისა და ღმერთი, რომელიც მოსული იყო ადამიანური ბუნებით. ციტატა მათ. 20:20—23, „[ზებედეს ძეთა დედამ] მიუგო მას [იესოს]: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დასხდნენ. იესომ პასუხად თქვა . . . ჩემს სასმისს შესვამთ . . . მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია მამის ჩემის მიერ“.. იესო რომ მამის თანასწორი ღმერთი ყოფილიყო, ეს სიტყვები ძალიან უცნაური იქნებოდა. აშკარაა იესო საუბრობდა თავის მდგომარეობაზე ზეცაში, და თავად თქვა, რომ იგი და მამა სხვადასხვა პიროვნებები არიან და რომ მამა მისგან დამოუკიდებლად წყვეტს რა უნდა გაკეთდეს, რაზეც იესოს ძალაუფლება არ აქვს იესოს მდგომარეობა ზეცაში და მიწაზე განსაზღვრული მაქვს ამ თემის დასაწყისში. გადაავლე თვალი და მიხვდები ქრისტესთვის დასაბამიდანვე იყო გამზადებული ეგ ადგილი, რადგან მას უნდა გამოესყიდა ადამიანთა ცოდვები და დამჯდარიყო ღმერთის მარჯვნის როგორც მანამდე, რადგან ის მუდმივად არსებობდა. ქრისტე როგორც ადრე ვთქვი მოვიდა მამა ღმერთის სახელით და მამა ღმერთის სახელითვე განიშორა ადამინური ბუნება და მიიღო ღვთაებრივი (როგორც განსხეულებამდე ჰქონდა). ამიტომაც ეუბნება ქრისტე მათ: არ იცით რას ითხოვთ (მათე 20,22). ციტატა იოან. 14:28, „[იესომ თქვა:] რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია“. აქაც იფუშება "ადამიანური ბუნების" ფილოსოფია შემდეგი მიზეზის გამო: იესო სიხარულის მიზეზს აძლევს მოწაფეებს იმით, რომ თავისზე დიდთან მიდის.. იესო რომ ზეცაში მამას უტოლდებოდეს, იესოს სიტყვებს აზრი ეკარგება და მოწაფეებს არ ექნებოდათ სიხარულის მიზეზად ის, რომ ქრისტე თავისზე დიდთან არის. კი მამა მასზე უპირატესი იყო, რადგან ის იყო ღმერთი ხოლო ქრისტე, რომელიც მათ ელაპარაკებოდა იყო ადამიანური ბუნების მატარებელიც. ამიტომაც ის უნდა დაბრუნებოდა თავის საწყის მდგომარეობას, რათა მის მიერ ხსნა მიგვეღო. ციტატა 1 კორ. 11:3, „მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა; ქალის თავი — კაცი; ხოლო ქრისტეს თავი — ღმერთი“. აშკარაა, რომ ქრისტე არ არის მამის თანასწორი ღმერთი, და ღმერთი ქრისტეზე აღმატებულია. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები დაიწერა დაახლოებით ახ. წ. 55 წელს, იესოს ზეცად ამაღლებიდან დაახლოებით 22 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს სიტყვები ეხება ღვთისა და იესოს მდგომარეობას ზეცაში. კაცს ღმერთის მიერ უპირატესობა აქვს მინიჭებული ქალისადმი და ამიტომაც ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს, როგორც პავლე ამბობს სხვაგან, რადგან კაცი უფრო ძლიერი არსებაა, რომლის ფუნქციაც ქალზე ზრუნვაც წამოადგენს. მაგრამ კაცი რომ ქალზე დიდი არაა ეს ქრისტეს პასუხიდანაც ჩანს ფარისეველთა მიმართ, სადაც ამბობს, რომ სამოთხეში არ არსებობს არც კაცი და არც ქალი. ანუ კაცს გარკვეული უპირატესობა ქალის მიმართ აქვს დედამიწაზე. შესაბამისად ქრისტე აკეთებდა მამის საქმეებს, რადგან მამის - ღმერთის, სახელით იყო მოსული. მამა მასზე უპირატესი იყო, რადგან ქრისტეს ამავდროულად ადმიანური ბუნებაც ჰქონდა, რომლიც ასრულებდა მამის საქმეებს. ამიტომაც როგორც კაცი იყო დიდი ქალზე დედამიწაზე, ისევე მამა იყო დიდი ქრისტეზე (როგორც ადამიანზე). ხოლო როგორც კაცი და ქალი იქნება თანასწორი სამოთხეში ისევე თანასწორი იქნება ძე ღვთისა (და არა ქრისტე) და მამა ღმერთი სამოთხეში. ციტატა ეფეს.1:3, "კურთხეული იყოს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთი და მამა". მსგავსი ფრაზები არაერთხელ გვხვდება პავლეს წერილებში. პირველ ქრისტიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ უზენაესობის საკითხი. აქაც ანალოგიური სიტუაციაა. კურთხეული იყო იესო ქრისტეს ღმერთი და მამა. იესო ქრისტეს ჰქონდა ადამინური ბუნებაც, რომელიც განსხეულებული იყო ღმერთის მიერ. მოყვასი ციტატა შენთვის რომ დანომრე შენივე დაწერილის ძალიან კარგად იქნა გაგებული და კარგი პასუხებიც მიიღე. საქმეზე გადადი ეხლა. ადამიანის ბუნება ჰქონდაო რომ ამბობდი და ადამიანური ბუნებიდან ამბობდაო, მაგაზეგაგეცი პასუხი და თავი აარიდე და კიდევ სხვებზე ცინიკურად აგრძელებ წერას. გასაგებად დაგიწერეს რომ მასე ვერ იქნებოდა. ისიც დაგიწერეს რომ თუ ადამიანური ბუნებიდან თქვა იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცისო, არც ძემ, არც ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამაო, მასე კი არ იტყოდა, იტყოდა ასე: არავინ იცის არც ძემ როგორც ადამიანურმა ბუნებამ, არც ანგელოზებმა, არამედ მამამ და სულიწმინდამო. მარა, ამას როგორც ცესი, გაექეცი და ნომრვა დაიწყე სულიწმინდამ რატომ არ იცოდა? თუ სულიწმინდაც ადამიანური ბუნებით მოგვევლინა დედამიწაზე? ეჰჰ, სიკვდილა სიკვდილა, კაი შენთან საუბარი როცა არ ცინიკოსობ ქრისტემ ყველაფერი იცოდა, რადგან მას ადამიანურ ბუნებასთან ერთად ჰქონდა ღვთაებრივიც, ამიტომ მამისგან მას ყოველივე გადმოეცა (მათე 11,17; ლუკა 10,22) ასევე ყველაფერი იცის სულიწმინდამ, რადგან ის ყოველისვეს ჭვრეტს თვით ღვთის სიღრმეებსაც (I კორ. ადგილი არ მახსოვს გადამოწმებაც მეზარება). მაგრამ მან როგორც მამისგან წამოგზავნილმა მესიამ ეს არ იცოდა. თუმცა მასში იყო როგორც ადამიანური ასევე ღვთაებრივი ბუნება, რაც განუყოფელია. ამიტომ მან ეს იცოდა. ანუ იცოდა როგორც ღმერთმა არ იცოდა, როგორც ადამიანმა – მესიამ. წესით ესე არ უნდა გიშიფრავდე მაგრამ არაუშავს ციტატა რაც შეეხება გამოცხადების 1:1-ზე გასაგებად დაგიწერე და არც მაგაზე გამეცი პასუხი. ნაწილობრივ რაც გამეცი მერე შეცვალე გეზი რადგან მიხვდი რომ შეგეშალა და ლამის ღმერთის ბუნებას ადამიანური ბუნება შეაზავე მოკლედ, ორიგინალური პოსტები გაქვს აქაც გასაგებად დაგიწერე, უბრალოდ შენ ვერ გაიგე. ღმერთის ბუნება და ადამიანის ბუნება ისედაც "შეზავებულია", რადგან ქრისტეში მოქმედი ეს ორი ბუნება განუყოფელია ერთ პიროვნებაში. როგორც ვატყობს კიდევ არ გესმის. lashab ციტატა მისმინე, როცა გეუბნები 98% მეცნიერებისა და მკვლევარების ეთანხმება რომ გვიანდელი ჩამატებულია თქო, გინდა სია ჩამოვწერო ამ უამრავი მეცნიერების? ფაქტია რომ არც ერთ ძველ მანუსკრიპტში არ გვხვდება ეგრე ეგ ფრაზები, ასე რომ ობიექტური მეცნიერი - ვერც ერთი ვერ უარყოფს რომ ჩამატებულია... ვაღიარებ ამაზე პირველად ისააკ ნიუტონის დისერტაციისგან გავიგე... შევადარე მანუსკრიპტებს და ასეა, ამას ხედავს ობიექტური ხალხი... 95% ახალი ბიბლიებისა ამოღებულია ეგ არასწორი სიტყვები და ფრაზები, თუმცა სქოლიოში აქვს მითIთებული რომ შუასაუკუნებში ასე წრდნენო და ისიც აქვს მითითებული თუ რატომ ფიქრობდნენ ასე... ესეგი 10 საუკუნემდე არსაც ჩანდა ეგ ფრაზები და მერე უცებ ჰოპლა და გაჩნდა? გეუბნები, არც ერთი ადრეული ეკლესიის მამა არ ციტირებს მაგ ორ მუხლს, არადა სამების იდეის დასამტკიცებლად ყველა მაგარი არგუმენტებია... და ვინც ციტირებს - ციტირებს სხვანაირად და არა ისე როგორც მთაწმინდელს უწერია... მაინც არ მესმის კერძო მეცნიერების სახელები რას მოგცემს... მართლა არ მესმის, გულწრფელად ვამბობ... 98% მეცნიერების არა კვახი. გადახედე ბიბლიურ გამოცემებს და ნახავ, რომ პირიქითაა სიტუაცია. I ტიმ. 3,16 კი გასაგებად დაგიწერე და მოეშვი ერთი და იგივეს გამეორებას: ციტატა რაც შეეხება ტიმოთეს და იოანეს ხსნებულ ორ ადგილს, ბევრ ძველ ხელნაწერებში მართლაც სხვანაირად წერია ხსნებული ადგილები მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ კოდექსების გარდა კიდევ უამრავი კოდექსი არსებობდა, რომლებმაც ჩვენამდე არ მოაღწია. ამიტომაც ამ კოდექსებზე ჩახვევა დიდი არაფრის მომტანია. 1972 წელს ხოსე კალახანის მიერ აღმოჩენილი იქნა ტექსტი, რომელშიც შემორჩენილი იყო, რამოდენიმე ადგილი ახალი აღთქმიდან მათ შორის I ტიმ 3,16-იც, სადაც გარკვევით წერია, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცში. ეს ტექსტი თარიღდება I ს. 70-იანი წლებით. ხოლო ვატიკანის, სინაის და ალექსანდრიის 4 საუკუნით. ჩემს მიერ I ტიმ. 3.16 გარდა უამრავი ადგილი იქნა მოყვანილი, სადაც გარკვევით წერია, რომ ქრისტე არის ღმერთი. ამიტომ მარტო I ტიმ. 3,16 ჩაციკვლა და სხვების უკუგდება, ბიბლიური განათლების უქონლობაზე და მიკერძოვაბაზე მიანიშნებს. მოკლედ გასაგებად მოგიყვანეთ არგუმენტირებული პასუხი ბიბლიიდან, სადაც ნათლად და გარკვევით წერია, რომ ქრისტე არის ღმერთი რაზე პასუხებს არ მცემთ. რაზეც გამეცით ისინიც გავაბათილე. ამიტომ ან გაჩერდით და გაეცით ხსენებულ ადგილებს სათანადო პასუხები. არა ერთს, არამედ ყველას, მონოლოგების და უაზრო შედარებების გარეშე. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მოყვასი |
Apr 2 2009, 07:12 PM
პოსტი
#3
|
הַלְלוּ-יָהּ ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 |
მოყვასი ღმერთის ბუნება და ადამიანის ბუნება ისედაც "შეზავებულია".. death გთხოვ, გადახედო მოსტებს სადაც ყველა შენს მიერ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებსა და ინტერპრეტაციებს სათანადოდ გავეცი პასუხები. გადახედე პოსტებს: პოსტი #8 პოსტი #10 პოსტი #20 პოსტი #25 პოსტი #27 პოსტი #45 და ნახავ პასუხებს. ხელახლა გადმოკოპირება არ მსურს, ამიტომ მიგითითე მუხლები. თუ გსურს გაერკვე, წაიკითხე. სხვა შემთხვევაში იგივეს დაწერას არ ვაპირებ. რადგან შენს მიერ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებს და ინტერპრეტაციებს გავეცი პასუხი; ახლა მინდა 1 ტიმოთეს 3:16-თან დაკავშირებით მოვიყვანო რამდენიმე ბიბლიის გამოცემა, რომლებიც (საერთაშორისო) ინგლისურ ენაზეა გამოცემული. ამ გამოცემებში ნახავ რომ "ღმერთი გამოჩნდა ხორცში" არ წერია. ახლა კი უშუალოდ მომყავს ბიბლიის გამოცემები: "He was manifested in the flesh" - The Revised Standard Version "that thing that was schewid in fleisch" - The Wycliffe Bible (1395 წლის) "it is revealed in the flesh - Peshitta" - Lamsa Translation "He who was manifested in the flesh" - Updated Bible Version 1.9 "Who was made manifest in flesh" - The J.B. Rotherham Emphasized Bible "He appeared in his human nature" - GOD'S WORD "He who was seen in the flesh" - The Bible in Basic English ეს მხოლოდ რამოდენიმე თარგმანი მოვიყვანე. რადგან იმდენი დრო ნამდვილად არ მაქვს ყველა გამოცემა წარმომედგინა. ვიცი მაინც არ აქვს აზრი, რადგან შენ ყველაფერს სასაცილოს ხდი. რაც შეეხება გამოცხადების 1:1-ზე გასაგებად დაგიწერე და არც მაგაზე გამეცი პასუხი და ამიტომ აღარ ვიმეორებ ერთი და იგივეს. ვინაიდან ნაწილობრივ რაც გამეცი პასუხი გამოცხადების 1:1-ზე, მერე შეცვალე გეზი რადგან მიხვდი რომ შეგეშალა და ლამის ღმერთის ბუნებას ადამიანური ბუნება შეაზავე და ამგვარად ღვთის ბუნების ცვალობადობაზე ქადაგებ. აფხაზი, შენს დიდ პოსტს წავიკითხავ და თუ წინააღმდეგი არ იქნები ჩემს თვალსაზრისს დავწერ. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
death |
Apr 2 2009, 07:28 PM
პოსტი
#4
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
death დადიხარ წრეზე და იმის სურვილიც კი არ გაქვს გადახედო მოსტებს სადაც ყველა შენს მიერ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებსა და ინტერპრეტაციებს სათანადოდ გავეცი პასუხები. გადახედე პოსტებს: პოსტი #8 პოსტი #10 პოსტი #20 პოსტი #25 პოსტი #27 პოსტი #45 და ნახავ პასუხებს. ხელახლა გადმოკოპირება არ მსურს, ამიტომ მიგითითე მუხლები. თუ გსურს გაერკვე, წაიკითხე. სხვა შემთხვევაში იგივეს დაწერას არ ვაპირებ. რადგან შენს მიერ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებს და ინტერპრეტაციებს გავეცი პასუხი ახლა მინდა 1 ტიმოთეს 3:16-თან დაკავშირებით მოვიყვანო რამდენიმე ბიბლიის გამოცემა, რომლებიც (საერთაშორისო) ინგლისურ ენაზეა გამოცემული. ამ გამოცემებში ნახავ რომ "ღმერთი გამოჩნდა ხორცში" არ წერია. წარმატებები. ახლა კი უშუალოდ მომყავს ბიბლიის გამოცემები: "He was manifested in the flesh" - The Revised Standard Version "that thing that was schewid in fleisch" - The Wycliffe Bible (1395 წლის) "it is revealed in the flesh - Peshitta" - Lamsa Translation "He who was manifested in the flesh" - Updated Bible Version 1.9 "Who was made manifest in flesh" - The J.B. Rotherham Emphasized Bible "He appeared in his human nature" - GOD'S WORD "He who was seen in the flesh" - The Bible in Basic English ეს მხოლოდ რამოდენიმე თარგმანი მოვიყვანე. რადგან იმდენი დრო ნამდვილად არ მაქვს ყველა გამოცემა წარმომედგინა. ვიცი მაინც არ აქვს აზრი, რადგან შენ ყველაფერს სასაცილოს ხდი. რაც შეეხება გამოცხადების 1:1-ზე გასაგებად დაგიწერე და არც მაგაზე გამეცი პასუხი და ამიტომ აღარ ვიმეორებ ერთი და იგივეს. ვინაიდან ნაწილობრივ რაც გამეცი პასუხი გამოცხადების 1:1-ზე, მერე შეცვალე გეზი რადგან მიხვდი რომ შეგეშალა და ლამის ღმერთის ბუნებას ადამიანური ბუნება შეაზავე და ამგვარად ღვთის ბუნების ცვალობადობაზე ქადაგებ. მოკლედ, ორიგინალური პოსტები გაქვს, როგორც ყოველთვის. აფხაზი, შენს დიდ პოსტს წავიკითხავ და თუ წინააღმდეგი არ იქნები ჩემს თვალსაზრისს დავწერ. გასაგებად გითხარი, რომ იმის გამო რომ ზოგიერთ შემოჩენილ კოდექსში არ იყო სიტყვა ღმერთი შესაბამისად ეს არ დაფიქსირდა ზოგიერთ თარგმანში მაგრამ რადგან ზოგიერთი წერს ღმერთს როგორც ჩანს მაშინ გამოდის რომ შესაბამისი მანუსკრიპტები თუ პაპირუსები არსებობდა. ამის ნათელი დასტურია პირველი საუკუნის უძველესი ტექსტი (4 ს. ტექსტებიდან განსხვავებით), რომლიც აღმოჩენილი იქნა 1972 წელს, სადაც გარკვევით წერია ღმერთი. აგრეთვე არ არის სწორი იმის მტკიცება თითქოს 10 ს. ამ ადგილის განხილვისას ღმერთს არ ახსენებდნენ, რადგან 4 ს. წმინდანს იოანე ოქროპირს, სწორედაც რომ ღმერთი უწერია. აგრეთვე ბევრი ბიბლიური გამოცემა წერს აქ ღმერთს. მაგალითად: King James Bible American King James Version Darby Bible Translation Webster's Bible Translation World English Bible Young's Literal Translation რუსული სინოდალური თარგმანი და ა.შ. გამოცხადების 1.1 ტექსტიც აგიხსენი ხოლო ჩემს მიერ მოყვანილ უამრავ ადგილზე, სადაც ლაპარაკი იყო ქრისტეზე როგორც ღმერთზე არანაირი არგუმენტაცი არ დადებულა. დაიდო ერთი ორზე, რომლიც როგორც ჩემს ისე თითქმის ყველა ბიბლიური გამოცემის მიერ უგულვებელყოფილია. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია afxazi: Apr 2 2009, 07:41 PM -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი