![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mapalu |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 9-October 08 წევრი № 5,787 ![]() |
ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფლება მიანიჭა - მიანიჭა იმისათვის, რომ ადამიანს თავად გაეკეთებინა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის . აქედან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორია ამ ორ ძალის დაპირისპირებას ასახავს . ხშირად ეს დაპირისპირება სახელმწიფოებს, სარწმუნოებებს შორის ბრძოლებში აისახებოდა, მაგრამ ამ ორი ძალის მთავარი დაპირისპირების ადგილი მაინც ადამიანი იყო, უფრო სწორედ პიროვნების სულიერი სამყარო - ყოველ ადამიანში კეთილი და ბოროტი მე ებრძვის ერთმანეთს და ეს ბრძოლა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება . . .ეს ასეა ყველა ადამიანში და გამონაკლისი არც მე ვარ . . .ჩემშიც მიმდინარეობს ეს ბრძოლა და სამუხაროდ ხშირად არასასურველი ძალები იმარჯვებს . სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა ...
მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ და იმასაც ვამჩნევ, თუ როგორ მიმსუბუქდება ცხოვრება, როცა ვლოცულობ . . . ასე რომ მთავარი ღირებულება - უფლის რწმენა უკვე მაქვს, ეს ჭეშმარიტების გზა ვიპოვე, მაგრამ ძალა მაკლია რომ ამ გზას დავადგე . . . მტკიცე ხასიათი არ მაქვს - ამ გზაზე უმწეოდ ვაგდივარ, წინ ვეღარ მივდივარ - ყოველ წამოდგომაზე ისევ სწრაფადვე ვეცემი ძირს და ეს უსასრულობაში გადადის - შემზიზღდა უკვე საკუთარი თავი . . . ვხედავ რა უმწეო ვარ . . . არ ვიცი, მყარად როგორ უნდა დავდგე ფეხზე . . . ალბათ ხართ ამ ფორუმზე ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი გამოგიცდიათ, ვინც ამ ყველაფრის გადალახვა შეძელით - იქნებ მირჩიოთ რამე . . . -------------------- მე უფრო დიდი ვარ და უფრო დიდი რამისათვის შექმნილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე სხეულის მიმართ![b]
|
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
თუ ჩვენს ფიქრებში ხანდახან წარმოვიდგენთ მძიმე განსაცდელებს და ვიფიქრებთ თუ როგორ მოვიქცეოდით სწორად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.გარკვეულად მიჩვეული და მომზადებულივით ვიქნებით და თუ მოხდა მართლაც რაიმე მძიმე განსაცდელი ისე მოულოდნელი და თავზარდამცემიც აღარ იქნება და უფრო სწორადაც მოვიქცევით.
ერთი ვიცი რომ სასოწარკვეთილებაში არასდროს უნდა ჩავვარდეთ და თუ განსაცდელის სიმძიმის მიუხედავად ყველაფერს მოთმინებით და უფლისადმი მადლობით მივიღებთ როგორც წმინდა მამები ამბობენ ეს იმდენად დიდი სათნოებაა რომ ის ადამიანი ცხონდებაო. მინახავს ადამიანი რომელიც ძაან მორწმუნეც ყოფილა და ეკლესიურად ცხოვრობდა და ახლობლის გარდაცვალების გამო თუ სხვა განსაცდელის გამო ისე დანგრეულა სულიერად რომ ათეისტივით გამხდარა და უფალზე გაბრაზებულივით.მე ხომ ასე ქრისტიანულად ვცხოვრობდი და უფალმა რატომ მომივლინა ასეთი განსაცდელიო. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი