გავიხსენოთ მამა შიო... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გავიხსენოთ მამა შიო... |
mariami-k |
Feb 1 2007, 11:29 AM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო. თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Nnnino |
Apr 2 2009, 10:39 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 2-April 09 წევრი № 6,768 |
ახლა დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე და მამა შიოზე თემამ კიდევ ერთხელ მატირა...
ძალიან კარგად ვიცნობდი. ვიცნობდი, რა... ორი წელი იმოღვაწევა ურბნისის ტაძარში, რომლის მრევლის წევრიც ვარ... სადაც დამინახავდა, თხილის ჯოხი მაქვს შენთვის გამზადებული, უნდა მიგტყიპოო, მემუქრებოდა... რამდენიმე წლის მერე გავახსენე ეს სიტყვები და - მაპატიე, ნინო, რა მკაცრი ვყოფილვარ ურბნისშიო... ცოცხალი წმინდანიაო, რომ იტყოდნენ, ვღიზიანდებოდი, ჩემთვის მამა შიო ადამიანი იყო, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანის იდეალი... ვწუხდი, ხორცში მყოფს ასე რომ აქებდნენ... აკი წმინდანების ადგილი ზეცაშიაო და წაიყვანა უფალმა თავისთან... სიკვდილი გაადვილდა, იქაც მეგულება პატრონი-მეთქი, ასე ვინუგეშებდი თავს იმ საშინელი ნოემბრის დღეებში... გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე, რაღაცნაირად, სხვანაირად სერიოზული იყო, გამიკვირდა, რა დავაშავე, რად აღარ მიღიმის, აღარ მეხუმრება თავისებურად-მეთქი... რამდენიმე დღეში შევიტყვე, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი მის ღიმილს ამქვეყნად... ერთ საშინლად ცივ ზამთრის საღამოს უამრავი ხალხი ელოდებოდა აღსარებისთვის მთელი დღის დაღლილს და ნამსახურალს, ერთი ჩაილაპარაკა თავისთვის, "გაუძელი, შიო, გაუძელიო" და ისევ ღიმილით მივიდა ადამიანებთან ნუგეშის საცემად. გვაპატიოს მისმა სულმა... როგორ ვერ მოვუფრთხილდით... -------------------- და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი