IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება, საეკლესიო დანაშაულები
კანონისტი
პოსტი Feb 6 2007, 09:46 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემა იხსნება KAIROS-ის თხოვნით

ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება წარმოადგენენ უმძიმეს საეკლესიო დანაშაულებს. აღნიშნულის ჩადენა ხშირად იწვევს ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას ან სხვა მძიმე შედეგებს.

აქ მომყავს დიდ სჯულისკანონში შეტანილი კანონები ამ მძიმე დანაშაულის თაობაზე:

მეექვსე მსოფლიო (ე.წ. ტრულის) კრების 61-ე კანონი:
ვინც მიენდობა მისნებს ან ასისთავად წოდებულებს [ანუ უხუცეს მოგვებს], ან სხვა ამგვართ, რათა მათგან სწავლით რაიმე გამოეცხადოს მათ, ექვსი წლით უზიარებლობით განკანონება მიესაჯოს მათ მამათა მიერ განწესებული დადგენილებისამებრ.

ამავე კანონით საჭირო არის იმათი განკანონება, ვინც დაატარებს დათვს და სხვა ცხოველს მარტივი, უბრალო ადამიანების გასართობად და სავნებელად, ვინც მკითხაობს სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, ვისაც ეწოდებათ ღრუბელთმდევნელნი, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, თილისმის მკეთებელნი, გრძნეულნი.

თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესოებას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი და წარმართული ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, ”რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან?” (2 კორ. 6:14), როგორც ამბობს მოციქული, ”როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანამონაწილეობა აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?” (2 კორ. 6:15-16)

ანკვირიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი:
მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები ან თავის სახლში წამლებისათვის და გრძნებისათვის ვინმეს შემყვანნი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმიდეთა გარეშე.

ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 36-ე კანონი:
მღვდელი ან სასულიერო წოდების სხვა წარმომადგენელი არ უნდა იყოს ჯადოქარი, გრძნეული, ვარსვლავთმეტყველი. ისინი არ უნდა ამზადებდნენ თილისმას,რაც მათი სულების საპყრობილეა. ხოლო ვინც ატარებს თილისმას, როგორც დამცველს, მათ ეკლესიიდან გაძევებას ვბრძანებთ.

ბასილი დიდის:
ა) 65-ე კანონი:

ვინც თავისი გრძნეულება ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გაამჟღავნა თავის ცოდვაში თავი.

ბ) 72-ე კანონი:
ვინც გრძნებას ან რაიმე ასეთს მისცემს თავს, მან კაცისმკვლელის სასჯელი მოიხადოს იმავე დროით და დროის ისეთივე განაწილებით.

გ) 83-ე კანონი:
ის, ვინც გაჰყვება საწარმართო ჩვეულებას და სახლში შეიყვანს ბოროტად გრძნეულებს წამლობისა და მისნობისათვის, განკანონებულ უნდა იყოს ექვსი წლით შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ერთი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს და ერთი წელი უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად უნდა იქნეს იგი შეწყნარებული.

განმარტებებს თანდათან დავდებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Feb 9 2007, 01:11 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მაპატიეთ, დაკარგული ვარ smile.gif მიხარია, რომ ჩემმა შემოთავაზებულმა და კანონისტის დახმარებით გახსნილმა თემამ თავისი გზა იპოვა!

ციტატა
მაგალითად რეკლამა. ესაა ჯადოქრობის ერთი დარგი



ციტატა
ჯადოქრობის ლეგალური ინსტიტუტებია მობილიზებული,რომლებიც თავის თავს უბრალო ყოფით სახელს არქმევენ: მენეჯმენტი, მარკეთინგი



ციტატა
სუნის მაგიის ,ჯადოქრობის ფორმა,რომლის გამოყენებითაც ქალი ცდილობს მამაკაცის მიზიდვას,მოხიბვლას



ციტატა
კინო ტელევიზია,ეს მაგიის ინსტრუმენტებია,ჯადოქართა ხელში.
სამყარო ბოროტებაშია დაძირული.


ლეონტი არაა ეგ ჯადოქრობა და არაა ეგ სატანიზმი!

არსად მართლმადიდებლობა არ კრძალავს, სუნამოს დასხმას, არც რეკლამის ყურებას და არც კინოს! მითუმეტეს მენეჯმენტს ან მარკეტინგს!

რეკლამამ პროდუქტი უნდა გაასაღოს, სუნამომ, ტანსაცმელმა, დავარცხნამ და ა.შ. ქალი უნდა გაალამაზოს და ლამაზმა ქალმა კი მამაკაცის ცხოვრება smile.gif

მენეჯმენტზე რა გითხრა მატერიალური მოგებას, ანგარებასთან რატომ აიგივებ? მოგებაზე მუშაობს დღეს ეკლესიაც, ყველაც, მეწარმეც და გამომცემელიც, მაგრამ იმის თქმა რომ ეს ანგარებაა, ნიშნავს იმას რომ უნდა ვისწავლოთ ჯერ რა არის ანგარება და რა მოგებაზე მუშაობა, მერე რა არის ჯადოქრობა და რა პროდუქტის გაყიდვა ან ქალის გალამაზება...

ციტატა
წერილობითი ლოცვის ძალაზე


ციტატა
ჩვენი ტრადიცია 50-ე და 90-ე ფსალმუნების გულზე დაკიდება, რომ გვიყვარს, უფალო შეგვიწყალენ


აი, ეს ცალკე განსახილველი საკითხია, ეს რაღაც ნივთების ან წარწერების თან ტარება, მხოლოდ ქართულ და რაღათქმაუნდა რუსულ ეკლესიაში არსებობს, სხვაგან ასეთი რამ თავშიც არ მოუვათ!
მაშ რა არის ეს "ქრისტიანული ჯადოსნობა"? ეს არის შერწყმა ქრისტიანული წესებისა და "გაჯადოსნებული ცრურწმენებისა", ანუ ქრისტიანი თან ატარებს ნივთებს, ეს არის რაიმე ხატი ან აუცილებლად ჯვარი, ესენი წმიდა სიმბოლოებია ქრისტიანობისა, თუმცა "ჯადოსავით" კი არ მოქმედებს თავისთავად, არამედ მისი მადლი მხოლოდ მაშინ იფარავს ადამიანს, როცა ეს ადამიანი თავადაა მზად ამ მადლის მისაღებად, თორემ სამოქალაქო ომის პერიოდში ყველა კრიმინალ მხედრიონელს გულზე უზარმაზარი ოქროს ჯვარი ეკეთა... და ეს ფსალმუნები? ბეჭდები? "ქრისტიანული თილისმის" თან ტარების ტრადიცია სულ ახლახანს რუსეთშია დაბადებული და იქიდან გადაედო ყველა "ნარუსებ" ეკლესიებს, რაც თავისი არსით სცილდება ქრისტიანულ აზროვნებას და რაღაც მაგიაში გადადის, ვფიქრობ ამ საკითხზე სპეციალური თეოლოგიური მსჯელობაა საჭირო:
ციტატა
არის მაგაში რაღაც "მაგიური", თუმცა ერთმა მღდელმა თქვა ეგ რო რამეს შველოდეს მთლიან ბიბლიას დავიკიდებდი კისერზე და ისე ვივლიდიო.




ციტატა
ამიტომ მას თუ არ წაიკითხავ და მხოლოდ შეფუთავ არაფერი ძალა არა აქვს. ისე კი ჯადოქრებიც ხმარობენ როგორც ზევით აღინიშნა სხვადასხვა მედიუმებს: ნახშირი, წყალი, ტექსტის ჩანაწერი და სხვა.
ეს ყველაფერი მაინც ქრისტიანობამდელი რამეებია და თეთრი მაგიის დარგს მიეკუთვნება.
ებრაელები ხომ გინახავთ რომ ლოცვისას თალმუდის ტექსტებს თავზე იმაგრებენ.
ქრისტიანობაში ეს წარმართობიდან შემორჩა და მე მწამს რომ სადაც ჭეშმარიტი რწმენა და ქრისტეს ნათელია, ნივთების გამოყენება ინფორმაციის მატარებლებად ზედმეტია.


მართალია და ლეონტი მაოცებს, ხან საოცრად სწორს სწერს ხან პირიქით ( რაზეც ზემოთ ვწერე.. )

ასეა და მგონი აქაც გაზრდა გვჭირდება...

აბა ცოტა ხანში ისევ გესტუმრებით smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Feb 9 2007, 01:37 PM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(KAIROS @ Feb 9 2007, 12:11 PM) *

მენეჯმენტზე რა გითხრა მატერიალური მოგებას, ანგარებასთან რატომ აიგივებ? მოგებაზე მუშაობს დღეს მართალია და ლეონტი მაოცებს, ხან საოცრად სწორს სწერს ხან პირიქით ( რაზეც ზემოთ ვწერე.. )

ასეა და მგონი აქაც გაზრდა გვჭირდება...

აბა ცოტა ხანში ისევ გესტუმრებით smile.gif

კაია თუ რამეში მეთანხმები.
აქედან იწყება ურთიერთგაგება.
შენი აზრით , შოფრულ ენაზე რო ვთქვა ლეონტი პერებოებს აძლევს არა?
ხან საოცრად სწორედ წერს და ხანაც პირიქით.
აბა ესე გავსინჯოთ,
შენ ხომ არ გებულობ ლეონტის ზოგ აზრს სწორედ და ზოგს კი ვერ გებულობ საერთოდ?
wink.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ჯადოქრობა, მისნობა, მკითხაობა და გრძნეულება   Feb 6 2007, 09:46 PM
მხევალი ნინო   ძალიან კარგი თემაა...   Feb 7 2007, 10:33 AM
ლეონტი   ძალიან კარგი თემა...   Feb 7 2007, 10:53 AM
მხევალი ნინო   მართალი ხარ ლეონ...   Feb 7 2007, 11:07 AM
კანონისტი   მხევალი ნინო მე თუ ...   Feb 7 2007, 11:22 AM
მნათე   საცდურიც მეტია ვიდ...   Feb 7 2007, 02:55 PM
kato_Bato   საცდურიც მეტია ვი...   Feb 7 2007, 02:59 PM
მხევალი ნინო   მნათე საცდურიც, რო...   Feb 7 2007, 03:02 PM
მნათე   ნუ გავაყვითლებ :lol: ...   Feb 7 2007, 03:08 PM
ლეონტი   პაისი მთაწმინდელი ...   Feb 7 2007, 03:39 PM
მნათე   სულ რვაა მგონი რ...   Feb 7 2007, 03:42 PM
ლეონტი   სულ რვაა მგონი ეგ ...   Feb 7 2007, 03:44 PM
მნათე   რა სკოლაში? შენ ბუ...   Feb 7 2007, 03:50 PM
Маиа   ადრე ბებიაჩემი წყა...   Feb 7 2007, 04:23 PM
ლეონტი   ისე კანონისტმა რო...   Feb 7 2007, 04:39 PM
Маиа   არაფერი.ის ბავშობ...   Feb 7 2007, 07:59 PM
Springchild   ისე, ადამიანის ბუნ...   Feb 7 2007, 04:59 PM
KAIROS   თემა კანონისტმა ჩ...   Feb 7 2007, 08:09 PM
იოანა   რა ვიცი, შეურაცხყო...   Feb 8 2007, 01:40 AM
ლეონტი   თუ არა აქვს ძალა, მ...   Feb 8 2007, 11:01 AM
გუჯა   ხალხნო, ასევე ცნობ...   Feb 7 2007, 08:45 PM
მნათე   საინტერესო იქნებ...   Feb 7 2007, 09:24 PM
ლილიანა   რაღაც არ მგონია ..........   Feb 7 2007, 09:41 PM
_MATASI_   ჯადოქრები შორს ჩვ...   Feb 7 2007, 10:35 PM
lelenika   კარგად მახსოვს ეგ ...   Feb 7 2007, 10:57 PM
_MATASI_   :lol:   Feb 7 2007, 10:58 PM
lelenika   ეგ მართალია :))))))))))))) ...   Feb 7 2007, 11:03 PM
დათიკო   ამ საკითხზე საკმაო...   Feb 8 2007, 12:53 AM
იოანა   დიდი არაა და თუ სურ...   Feb 8 2007, 12:55 AM
მარიამი   ამ საკითხზე საკმა...   Feb 8 2007, 04:12 PM
მნათე   +!   Feb 8 2007, 12:57 AM
დათიკო   შეპყრობილობა დავი...   Feb 8 2007, 01:16 AM
მნათე   დათიკო ანუ არავით...   Feb 8 2007, 01:20 AM
_MATASI_   აუ ეგ მართლა საშინ...   Feb 8 2007, 01:39 AM
მნათე   ხო ეგ ძალიან საინტ...   Feb 8 2007, 01:59 AM
კანონისტი   KAIROS საინტერესო მიმა...   Feb 8 2007, 03:13 AM
KAIROS   ციცქიშვილი ფსიქო...   Feb 8 2007, 05:46 AM
მხევალი ნინო   თუ ეს ყველაფერი ჯა...   Feb 8 2007, 10:51 AM
დათიკო   KAIROS სრულებით გეთან...   Feb 8 2007, 01:06 PM
მნათე   საინტერესო რამაა... ...   Feb 8 2007, 01:56 PM
ლეონტი   საინტერესო მასალე...   Feb 8 2007, 02:07 PM
ლილიანა   ალბათ ყველა დროის ...   Feb 8 2007, 02:17 PM
ლეონტი   ყველა დროში ცალკეუ...   Feb 8 2007, 02:38 PM
კანონისტი   მოვიცლი თუ არა დავ...   Feb 8 2007, 03:47 PM
მნათე   მაგარი რამაა, დათი...   Feb 8 2007, 04:14 PM
მხევალი ნინო   თქვენ ცოტა არ იყო...   Feb 8 2007, 04:18 PM
ლეონტი   ლეონტი ზუსტად ამა...   Feb 8 2007, 04:22 PM
Маиа   თქვენ ცოტა არ იყოს ...   Feb 10 2007, 04:23 PM
იოანა   "ჯადოსთვის" რო...   Feb 8 2007, 05:20 PM
მხევალი ნინო   იოანა მე მაგალიტა...   Feb 8 2007, 05:24 PM
იოანა   იოანა მე მაგალიტა...   Feb 8 2007, 05:34 PM
კანონისტი   მხევალი ნინო კი არ ...   Feb 8 2007, 07:01 PM
მნათე   ეგ რაღაც... მე სახარ...   Feb 8 2007, 07:05 PM
კანონისტი   მნათე ასრულება სხვ...   Feb 8 2007, 07:08 PM
ლეონტი   მნათე ზუსტად თუ გი...   Feb 8 2007, 07:30 PM
დათიკო   გაგრძელება ამ ოთხ ...   Feb 9 2007, 03:01 AM
KAIROS   მაპატიეთ, დაკარგულ...   Feb 9 2007, 01:11 PM
ლეონტი   მენეჯმენტზე რა გი...   Feb 9 2007, 01:37 PM
KAIROS   შეიძლება ვერ გავი...   Feb 9 2007, 01:56 PM
იოანა   თეოლოგიური მსჯელ...   Feb 9 2007, 03:44 PM
ლეონტი   რაც შეეხება სუნამო...   Feb 9 2007, 05:21 PM
მხევალი ნინო   რა გინდა, რომ თქვა დ...   Feb 9 2007, 06:50 PM
ლეონტი   რა გინდა, რომ თქვა ...   Feb 9 2007, 07:48 PM
კანონისტი   ლეონტი ილუსტრირებ...   Feb 9 2007, 07:12 PM
მხევალი ნინო   კანონისტი რას ამბ...   Feb 9 2007, 07:21 PM
კანონისტი   მხევალი ნინო აქ ვი...   Feb 9 2007, 07:36 PM
დათიკო   ლეონტი საინტერესო...   Feb 9 2007, 10:25 PM
ლეონტი   ლეონტი საინტერესო...   Feb 9 2007, 10:41 PM
შოთა   დათიკო სუნამო შეიძ...   Feb 9 2007, 10:46 PM
KAIROS   ლეონტი ბატონო უნდ...   Feb 9 2007, 10:55 PM
ლეონტი   მეც პატივს გცემ ჩე...   Feb 9 2007, 11:02 PM
KAIROS   ნუ ახლა არც ისე "...   Feb 9 2007, 11:07 PM
van111   აუ აქ რა ამბავია, მე...   Feb 9 2007, 11:37 PM
ლეონტი   http://www.douglas.ru/files/aromats/207.gif Dior ...   Feb 9 2007, 11:50 PM
van111   http://www.douglas.ru/files/aromats/207.gif Dior ...   Feb 9 2007, 11:53 PM
დათიკო   ხოლო იესო იყო ბეთა...   Feb 10 2007, 12:44 AM
ლეონტი   ხოლო იესო იყო ბეთა...   Feb 10 2007, 12:55 AM
კანონისტი   თემა ეხება მისნობა...   Feb 10 2007, 12:55 AM
დათიკო   ლეონტი მესმის თქვ...   Feb 10 2007, 12:58 AM
ana-xatia   ლეონტი ჩემმა მეღლ...   Feb 10 2007, 01:22 AM
ლეონტი   ლეონტი ჩემმა მეღლ...   Feb 10 2007, 05:38 PM
ana-xatia   ლეონტი :)   Feb 11 2007, 03:34 PM
მხევალი ნინო   დავანებოთ სუნამოე...   Feb 12 2007, 10:23 AM
van111   დავანებოთ სუნამოე...   Feb 12 2007, 10:32 AM
მხევალი ნინო   ნამდვილ ჯადოქრებს ...   Feb 12 2007, 10:37 AM
KAIROS   ლეონტი შეეშვი მეთქ...   Feb 12 2007, 01:22 PM
ლეონტი   ლეონტი შეეშვი მეთ...   Feb 12 2007, 03:25 PM
ლეონტი   აქ მოვიყვან მღვდლი...   Feb 12 2007, 01:24 PM
მხევალი ნინო   KAIROS მადლობთ კაირს, ...   Feb 12 2007, 03:11 PM
მხევალი ნინო   მოესვით რა ამ სუნა...   Feb 12 2007, 03:49 PM
KAIROS   უნდა მოეშვა, მაგა...   Feb 12 2007, 11:49 PM
მხევალი ნინო   KAIROS საინტერესოა ა...   Feb 13 2007, 10:16 AM
KAIROS   კი არის, ერთნი სატ...   Feb 13 2007, 12:25 PM
ლეონტი   კი არის, ერთნი სატა...   Feb 13 2007, 12:57 PM
შეხვეწილი   ჯადოს, ჯადოქრობას ...   Feb 13 2007, 01:35 PM
მხევალი ნინო   ბოლომდე ისიეც არ მ...   Feb 13 2007, 01:34 PM
KAIROS   ადამს ემგვანები,შ...   Feb 13 2007, 02:03 PM
მხევალი ნინო   KAIROS ალბათ სიზმარი...   Feb 14 2007, 10:26 AM
KAIROS   სიზმარი, სხვა საკ...   Feb 14 2007, 01:57 PM
მხევალი ნინო   KAIROS მე მკითხაობად ...   Feb 14 2007, 02:25 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 10:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი