![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ციტატა მესამე მდგომარეობა ეს ქვეყანაა იცი რა , ამაზე მევ ვიფიქრე, მაგრამ მერე აღარ დავწერე იმიტომ, რომ სადრაც აღარ დავეთანხმე. ეს ქვეყანა უფლის ძიებაა. იქ იმ გაურკვევლობაში, ვითომ არსებულ მდგომარეობაში არ არის უფალი და არც სურვილი მისის ძიების. რა გითხრა აბა, ის მესამე მდგომარეობა ალბათ ისეთ ხალხს აწყობს ვინც არკ ცდილობს უკეთესობას. დიდი ღვაწლმოსილი არც მე ვარ, მაგრამ სურვილი მაინც მაქვს, იმ მესამე მდგომარეობაშიც ტანჯვა იქნება ალბათ ჩემთვის, თუ ძალიან მარალფარდოვანი არ გამოვდექსი, იმიტომ, რომ უფალი არ იქნება. leluka ციტატა მე პირადად სულიერებას იმიტომ არ გავიძლიერებ რომ გავინაღდო სასუფეველი ჩემო ძვირფასო, მე ვხვდები დაახლოებით რასაც ამბობ, მაგრამ აბა მიდი განმარტე რა არის სასუფეველი. სასუფეველი ჩემი აზრით უფალტან ერთობაა და მეტი არაფერი, ანუ ცვენ კარგ მდგომარეობას და კარგად ყოფნისკენ კი არ მივიღწვით, არამედ უფალტან ერთობისკენ. მერე ამას მოაქვს ტავისტავად კარგად ყოფნა ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზებედე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ჩემო ძვირფასო, მე ვხვდები დაახლოებით რასაც ამბობ, მაგრამ აბა მიდი განმარტე რა არის სასუფეველი. სასუფეველი ჩემი აზრით უფალტან ერთობაა და მეტი არაფერი, ანუ ცვენ კარგ მდგომარეობას და კარგად ყოფნისკენ კი არ მივიღწვით, არამედ უფალტან ერთობისკენ. მერე ამას მოაქვს ტავისტავად კარგად ყოფნა ![]() ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 08:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი