IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქალები წმ. წერილში, დედათა სახე ბიბლიაში
KAIROS
პოსტი Mar 26 2009, 03:05 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...

მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს:
19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.

20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.

21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.

არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი:

34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი

მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც:

14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას.

15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ.

ნეემია 6 : 14

14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.


და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა

36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.


გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Apr 4 2009, 04:10 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



უცნაური ისტორიაა ლოტის ქალიშვილების ისტორია, თუმცა რა ისტორია, როგორც დავწერე
ციტატა
წერილში აშკარად ჩანს ორი რამე
ა. წერილი (ბიბლია ანუ) მათ არ ამართლებს
ბ. მათ ინცესტი ინცესტისათვის კი არ ჩაიდენეს, არამედ ადამიანთა გამო, მარტო ისინიღა დარჩნენ ეგონათ და გამრავლებისათვის მოხდა,

ასე წერია ბიბლიაში
"30. აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.

31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.

32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

34. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

35. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

36. დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.

37. შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.

38. უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე"
აშკარაა რომ ორივენი შეცდნენ, თუმცა ორივემ საქციელი ჩაიდინა შთამომავლობის აღდგენის მიზნით მოხდა, თუმცა უცნაური ძველი აღთქმის შვილად ჩავთვალოთ ეს და გავაგრძელოთ საუბარი.

მაშ, მივედით ისააკზე, მის ცოლზე, ძალიან საყვარელი ისტორიაა ისააკისათვის ცოლის ნახვის ისტორია, არავინ თქვას ძველ აღთქმას რომანტიკა აკლიაო smile.gif ნამდვილ რომანტიკაზე (კარგი გაგებით რათქმაუნდა) იაკობის და რაქელის შემთხვევაში ვისაუბრებთ, მანამ კი აქ ვნახოთ რა ხდება.

კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ხდება ისააკის ცოლის მოსაძებნად, მოხუცებული აბრაამი თავის მორჩილს ელეაზარს, საზარდულქვეშ ამოადებინებს ხელს და ისე დააფიცებინებს, როგორც ამბობენ ეს შთამომავლობაზე დაფიცებს ძველი მეთოდი იყოო ( რას გაიგებ biggrin.gif ) , და ერთ პირობას წაუყენებს, ქალი უნდა წამოიყვანონ და არა პირიქით, ანუ ისააკის ჩასიძება არ უნდა მოხდეს, იმიტომ კი არა რომ არ შეიძლება, უბრალოდ იმიტომ რომ ისააკი უკვე გამოყვანილია იმ "სხვა" მიწიდან და უკვე არის თავის მიწაზე, და შესაბამისად ამ მიწის დაკარგვა არ უნდა მოხდეს.


დაბადება 24 თავი

7. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.

8. თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.


დაეთანხმა და დაემორჩილა მორჩილი და აქედან შემოდის უკვე თხრობაში "ჭის ფაქტორი", რამოდენიმე ფაქტი მოხდა ჭის ირგვლის ბიბლიაში, ორჯერ ულამაზესი წყვილი შეერთდა და ერთხელ მრუში ქალი მოექცა უფლის მიერ,
პირველი შეხვედრა ახლა აქ ხდება, ეს საოცარი კაცი უფალს პირდაპირ ესაუბრება, იმდენადაა დარწმუნებული უფლის ძლიერებაში რომ დეტალებში თხოვს რაც უნდა და დამთავრებულიც კი არა აქვს ეს თხოვნა , რომ ზუსტად ისე დეტალებში უხდება თხოვნა!


12. თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!

13. აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.

14. თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო,სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.

15. ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.

16. ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.

17. გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.

18. უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.

19. შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.

20. უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.

21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.

ეს არაა რაიმე ახირება, შინაგან სილამაზესაც ეძებდა ელეაზარი, გარდა იმისა, რომ ქალი ლამაზია და ქალწულია, მას აინტერესებს რამდენად ფაქიზია იგი სულით, რამდენად აღზრდილია, ცხოველებიც თუ შეეცოდება და ასეც მოხდა, ბოლოს მეტიც კი მოხდა რაც არ უთხოვია ელეაზარს და უფალმა მეტი მისცა რაც ითხოვა, ანუ მშვენიერმა რებეკამ, არათუ ის და მისი აქლემები დაარწყულა, არამედ მას და მის აქლემებს, დაპურებაც და დასვენებაც შესთავაზა, ეს იყო და დაიჩოქა ელეაზარმა და მადლი შესწირა უფალს

25. კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.

26. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.

27. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.


რა კარგია არა ეს "პირდაპირ მომაყენა უფალმა " smile.gif ყველა ჩვენგანიც ( დასაოჯახებლები ) სწორედ ამას ველოდებით შინაგანად რომ უფალი მოულოდნელად პირდაპირ დაგაყენებს "მის" წინ და გეტყვის ესააო smile.gif ჰო, წავედი ახლა მე რომანტიკაში biggrin.gif დავუბრუნდეთ ისევ რებეკას...

ახლა როგორ ხდება ხელის თხოვა და ცოლად გაყოლა; იმდენად გაოცდნენ რებეკას ძმა და მამა , რომ გულით თქვეს
50. მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
და არც რებეკას გარეშე გადაწყვეტილა ეგ საქმე,

57. თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.

58. დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.

შეხვედრაც ძალიან ძუნწად და ამავდროულად ძალიან ლამაზად არის გადმოცემული, როგორც ახასიათებს ბიბლიას და საერთოდ მისტიურ აღმოსავლეთს,
ისააკი მინდორში მოწყენილია ( დედის სიკვდილის გამო, როგორც ქვემოთ გამოჩნდება) და ალბათ მზის ჩასვლას უყურებს
63. გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.
და რებეკაც შეამჩნევს შორიდან
64.გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.

65. უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.

smile.gif როგორი სინაზეა არა smile.gif

და დაბოლოებაც შესაფერისია, დედის კარავში შეყავს და დედის ტკივილს უქარვებს, როგორც ადრევე თქვა უფალმა
დაბ.2 თავი მუხლი 24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
და ასეც მოხდა.
67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.

გავაგრძელებ მალე ;

კაიროსი!

პ.ს.

რებეკაზეც მეწერა, მაგრამ დაიკარგა, მერე დავწერ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Apr 4 2009, 08:19 PM
პოსტი #3


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(KAIROS @ Apr 4 2009, 04:10 AM) *

67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.

ეს სიყვარული ვერ შეედრება რახელისადმი იაკობის სიყვარულს''აკოცა იაკობმა რახელს და ატირდა''- ეს ერთადერთი შემთხვევაა სიყვარულის გრძნობის გადმოცემისა ბიბლიაში,ასევე უნიკალურია სიყვარულის ნიშნად ტირილი,რომელიც ბიბლიაში მწუხარების და გლოვის ნიშანია smile.gif





--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ქალები წმ. წერილში   Mar 26 2009, 03:05 AM
Amuza   კაიროს, საინტერესო...   Mar 26 2009, 07:05 AM
sergi_glaxa   იესოს მთელი მსახურ...   Mar 26 2009, 08:56 AM
sergi_glaxa   ..   Mar 26 2009, 06:53 PM
KAIROS   მადლობა ამუზა, ვწე...   Mar 26 2009, 03:31 PM
ქევანა   ბიბლიაში იმდენი ქა...   Mar 26 2009, 06:34 PM
KAIROS   რათქმაუნდა, უბრალ...   Mar 28 2009, 05:30 AM
ochokochi   დაბადების 3 თავის...   Mar 28 2009, 02:25 PM
ქევანა   ოო, ეგ საინტერესო ფ...   Mar 28 2009, 04:32 PM
KAIROS   ვინც დაასახელე არ...   Mar 29 2009, 05:39 AM
.:Lela:.   ძაან მომწონს ძველი...   Mar 29 2009, 07:59 PM
KAIROS   მეტიც გააკეთებდნე...   Mar 29 2009, 11:16 PM
KAIROS   სარაი ძალიან უცნა...   Apr 1 2009, 04:43 AM
staywhite   KAIROS ძალიან ლამაზად ...   Apr 1 2009, 11:44 AM
ქევანა   და თუკი ლოტის ცოლი ...   Apr 1 2009, 12:13 PM
KAIROS   ქევან :) რა კარგია რ...   Apr 1 2009, 11:51 PM
inaina   KAIROS აგარის შვილისგა...   Apr 1 2009, 11:52 PM
ნაინა   KAIROS ჯერ-ჯერობით ვკი...   Apr 1 2009, 11:57 PM
KAIROS   კი, მოდიან მომთაბა...   Apr 2 2009, 12:04 AM
ნაინა   დაცინვის, დამცირე...   Apr 2 2009, 12:11 AM
ქევანა   KAIROS ეს დამავიწყდა კ...   Apr 2 2009, 10:36 AM
KAIROS   რატო ადამიანო :D ია...   Apr 2 2009, 01:54 PM
mari-mari15   თემა გავაგრძელოთ ს...   Apr 2 2009, 10:35 PM
KAIROS   უცნაური ისტორიაა ლ...   Apr 4 2009, 04:10 AM
.:Lela:.   67. შეიყვანა ისაკმა ...   Apr 4 2009, 08:19 PM
ქევანა   რაქელი რაქელი.. ღმე...   Apr 4 2009, 12:02 PM
მხევალი ნინო   ვისი სისხლი, თავა...   Apr 5 2009, 12:17 AM
KAIROS   ლელუშ, კარგი მაგალ...   Apr 5 2009, 04:13 AM
ნაინა   KAIROS ეგ ვინ გითხრა? რ...   Apr 5 2009, 04:35 AM
KAIROS   :D ნუ მე ვსაუბრობ ქრ...   Apr 5 2009, 04:38 AM
.:Lela:.   ლელუშ, კარგი მაგალ...   Apr 5 2009, 08:00 PM
KAIROS   არაა სწორი ჩემი აზ...   Apr 10 2009, 04:12 AM
KAIROS   მოკლედ ვსაუბრობდი...   Apr 10 2009, 04:31 AM
Ligia   კაიროსუ ეს ამდენი ...   Apr 10 2009, 04:22 PM
KAIROS   უი, სამწუხაროდ აქ ს...   Apr 10 2009, 10:06 PM
.:Lela:.   .   Apr 12 2009, 05:07 PM
Ligia   KAIROS კერძო აზრია ეგ შ...   Apr 12 2009, 07:25 PM
KAIROS   ვააა, რასა წერ? აბრ...   Apr 12 2009, 10:31 PM
ქევანა   .:Lela:. KAIROS რას ქვია არ გ...   Apr 12 2009, 10:57 PM
KAIROS   მოკლედ დავიწყოთ აბ...   Apr 12 2009, 11:14 PM
KAIROS   მოკლედ კამათი რომ ...   Apr 18 2009, 04:37 AM
დათიკო   Lashab ლაშა! უკვე მერ...   Apr 19 2009, 06:27 AM
BOO   აქ დავპოსტავ მაშინ...   Apr 19 2009, 10:26 PM
KAIROS   ძალიან გთხოვ სიდ, ნ...   Apr 20 2009, 03:38 AM
KAIROS   მოკლედ გავაგრძელო...   May 2 2009, 04:06 AM
magdani   წყალობა უფლისა თქვ...   May 2 2009, 02:12 PM
KAIROS   იხარეთ; პატივია პი...   May 3 2009, 05:20 AM
Ligia   რა გაუგებარი ქალებ...   May 4 2009, 04:17 PM
KAIROS   რათქმაუნდა უკვე დ...   May 4 2009, 05:10 PM
Ligia   ძველი აღთქმის ქალ...   May 4 2009, 05:15 PM
KAIROS   ნამდვილად, ორივენ...   May 4 2009, 05:39 PM
Ligia   ნამდვილად, ორივენ...   May 4 2009, 05:44 PM
KAIROS   არა ძველი აღთქმის ...   May 4 2009, 05:47 PM
KAIROS   ვაგრძელებ :) შეგვიძ...   May 13 2009, 04:13 AM
tustusa-gogo   რა შუაშია, მაგრამ ს...   May 14 2009, 11:25 AM
KAIROS   ტუსტუს :* გამიხარდა...   May 14 2009, 11:57 PM
იოანა   חַנָּה‎, (Hannah) ტკბილა...   May 15 2009, 01:29 AM
KAIROS   მოდი გავაგრძელებ... ...   May 18 2009, 03:51 AM
tustusa-gogo   KAIROS ძალიან საინტერ...   May 18 2009, 02:25 PM
KAIROS   გმადლობ ტუსტუს :) მა...   May 18 2009, 03:29 PM
.:Lela:.   KAIROS ძაან მიყვარს ეგ ...   May 18 2009, 06:49 PM
ბარბარე   ამ თემაში მარო მაყ...   May 18 2009, 10:09 PM
KAIROS   ჰო ეგ ამ თემას არ ე...   May 18 2009, 10:36 PM
ბარბარე   მადლობა.   May 19 2009, 02:32 PM
tustusa-gogo   კიდე დაიდოს საინტე...   May 19 2009, 05:31 PM
KAIROS   ჰარის :D *** დღეს ცოტ...   May 20 2009, 05:18 AM
.:Lela:.   საქმე იმაშია, რომ ...   May 21 2009, 03:44 PM
Ligia   კაიროს რა ბედი ეწი...   May 20 2009, 10:11 AM
მხევალი ნინო   KAIROS ამ თემას არ ეხე...   May 21 2009, 08:02 AM
KAIROS   წმ.წერილში სადაც ნ...   May 21 2009, 03:56 PM
.:Lela:.   KAIROS ეხლა ვეძებდი მე ...   May 21 2009, 04:18 PM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, რა დააშ...   May 23 2009, 08:14 AM
KAIROS   სამწუხაროდ ეს დღეე...   May 25 2009, 04:14 AM
მხევალი ნინო   KAIROS ვაშაააა, დიდებ...   May 25 2009, 01:26 PM
KAIROS   მოუცლელობის გამო კ...   May 27 2009, 05:10 AM
tustusa-gogo   ხალხ, სასწრაფოდ მჭ...   May 28 2009, 12:28 PM
ქევანა   KAIROS უკაცრავად კაირ...   May 28 2009, 05:26 PM
KAIROS   ქევან კარგი ჩაძიე...   May 29 2009, 03:52 AM
მხევალი ნინო   KAIROS ალბათ მამამთილ...   May 29 2009, 11:32 AM
KAIROS   :D ხო :D ავტომატურად ...   May 29 2009, 11:44 AM
მხევალი ნინო   KAIROS KAIROS რატომ გადაწ...   May 29 2009, 09:43 PM
.:Lela:.   კაიროს, ალბათ ეგ ს...   May 29 2009, 11:03 PM
მხევალი ნინო   .:Lela:. იმედია კაიროს...   May 29 2009, 11:06 PM
KAIROS   ეგ ადგილი არ მინდა ...   May 30 2009, 03:27 AM
KAIROS   მოდი ახლა მე ნელნე...   May 30 2009, 12:27 PM
KAIROS   იმედია ნელნელა მაი...   Jun 7 2009, 11:43 AM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, რა კაგა...   Jun 7 2009, 01:05 PM
KAIROS   როცა მოვიცლი წასვლ...   Jun 8 2009, 02:59 AM
mekaje   იხარე კაიროს :) ძალი...   Jun 15 2009, 04:08 PM
KAIROS   მადლობა მართლაც ა...   Jun 15 2009, 10:44 PM
KAIROS   რუთი... მისთვის ეს ლ...   Jun 16 2009, 03:24 AM
.:Lela:.   KAIROS ჩვენ დავამთავრ...   Jun 16 2009, 12:15 PM
KAIROS   არის ბატონო :) ახლა...   Jun 24 2009, 03:56 AM
.:Lela:.   ახლა უნდა გაგამხი...   Jun 24 2009, 08:41 AM
staywhite   ამაზე კაი თემა მე ჯ...   Jun 25 2009, 01:35 PM
მაშიკო   KAIROS გაგრძელებას სულ...   Jun 30 2009, 12:16 PM
KAIROS   მადლობა ნან, მე უბ...   Jul 1 2009, 03:20 AM
.:Lela:.   კაი იქნება თუ მიუთ...   Jul 2 2009, 02:49 PM
KAIROS   :) ყოველთვის მითითე...   Jul 3 2009, 12:19 AM
მხევალი ნინო   KAIROS კაიროს, ეს მონა...   Jul 4 2009, 11:38 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 01:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი