![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოკლედ ვსაუბრობდით რებეკაზე...
წინა პოსტებში მის აწგარდაცვლილ უნახავ დედამთილ სარასთან უცნაურ მსგავსებაზე ვისაუბრეთ, ახლა მის მტკიცე ხასიათსაც შევეხოთ. ეს არის ძალიან ძლიერი ქალი, ნათელი აზროვნების და მკვეთრი საქციელების მქონე, მტკიცე ხასიათის და გაბედული გადაწყვეტილებების მატარებელი, ეს იყო "წავალ" რომ თქვა იქ მამის სახლში და მალევე შედის ბიბლიისეულ ისტორიაში; როგორ რევოლუციით ( ![]() ![]() ჰოდა ასე, როგორც კი დაინახა რებეკამ ხასიათის სისუსტე მის პირველ ძე, ესავში, მისი განსაკუთრებული სიყვარული იაკობისადმი გადაიზარდა მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ იგი უნდა გახდეს პირველი და მიიღოს მთავარი კურთხევა ისააკისაგან, ეს მოხდება "გამოტყუებით", აქაც ღვთის ნება აღსრულდა, უცნაურად, თითქოსდა უსამართლოდ და მაინც ღვთის ნებით, იმიტომ რომ მართლაც იაკობი იყო რჩეული, ის ბაჯგვლიანი, უხეში, მონადირე და პირმშოების ცერცვზე გამყიდველი კაცი ვერ გახდებოდა უფლის ხალხის შთამომავალი, იგრძნო ეს რებეკამ, საკუთარ ქმარსაც შეეწინააღმდეგა მისი საქციელით ( ეს პირველად ხდება საერთოდ) და დაავალი მამის გაცურება იაკობს, რომელიც გაოცდა კიდეც; 12. ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის (მამის) თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე. 13. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე არანაირი წყევლა რებეკაზე არ მოსულა, რადგან მან აღასრულა ღვთის ნება; და ასე გაისხმა ხმა კურთხევისა (ერთადერთი იყო კურთხევა, მხოლოდ ერთისათვის) :"წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!", ესავის გასაგები გაბრაზების გამო ( რომელიც ცრუობს კიდეც, როცა ამბობს "პირმშოება გამომტყუაო", როცა თავად მისცა პირმშოება ცერცვის საჭამადის გამო) იაკობს დედა გაქცევას ურჩევს და ისევ შემოდის მტკიცე და დროული გადაწყვეტილებით რებეკა: 42. ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი. 43. ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში. 44. ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას. 45. სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს? და ქმარსაც ითანხმებს რომ გაუშვას იაკობი, აქ ცოტა არ იყოს ეშმაკობითაც ( რომლებია ამ სიტყვის სინონიმები?) , კი არ ეტყვის მის ძმას განვარიდოთო, კამათი რომ არ გამოიწვიოს, არამედ ვითომ ცოლის მოყვანის გამო უშვებს: "46. უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი? " და გააშვებინებს იაკობს, რომ მისი ტომიდან აირჩიოს საცოლე. აქ წყდება რებეკაზე საუბარი კარგა ხნით, ოდნავ გაიელვებს ესავის სხვა დაოჯახება, როცა უბრალოდ მამის გულის მოსაგებად მოიყვანა მათეული ქალი: 9. წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით. მაგრამ უკვე გვიანი იყო მისთვის... იაკობი გზაშია, რომ მალე გაიცნოს ისევ ჭასთან მისი უძლიერესი სიყვარული - რაქელი... ეგ შემდეგ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი