![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დათიკომ სწორად დაწერა, აშკარად ჩავარდნილია ეს განყოფილება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი თემა გავხსნა აქ.
ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რაც ყველა ჩვენგან ეხება, სხვადასხვაგვარად, ზოგს ფიზიკური ტკივილით, ზოგს სულიერით, ზოგს ახლობლის დაკარგვით, ზოგს ვინმეს მიერ გაცუცურაკებით, მეგობრის ღალატით. სხვადასხვა სახისაა განსაცდელი... ასე ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: განსაცდელი – ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე. ვისაუბროთ წმ. წერილის მაგალითებზე და მამათა განმარტებებზე, რაა განსაცდელი და ბიბლიის მაგალითზე ( ისევ მართლმადიდებლური სწავლებების მიხედვით, სექტანტებს აქ არაფერი ესაქმებათ) ვნახოთ, როგორ ხდებოდა განსაცდელის გადატანა... ორ მაგალითს შეგახსნებთ: პეტრეს მიერ უფლის სამჯერ უარყოფაზე და იობზე... ერთი ახალი აღთქმა, ერთიც ძველი, ერთი სულიერი ტკივილია, მეორე ფიზიკურ-მფშვინვიერი... რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ტკივილი, რაც პეტრემ განიცადა? როცა "მწარედ ატირდა"? როცა მან, უამრავი სასწაულის, კურნების, ფერისცვალების მხილველმა უფალი სამჯერ უარყო? რა უნდა წარმოაჩენდეს ასე ძლიერ ადამიანური ბუნების სისუსტეს და უფლის წყალობის სიდიადეს? ლუკა 22 თავი 54. და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით. 55. და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. 56. და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. 57. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. 58. და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. 59. და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. 60. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. 61. და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. 62. და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. და აი ნუგეშინისცემაც, რომელიც უცილობლად მოსდევს ნამდვილ სინანულს იოანე თავი 21 15. ... ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. 16. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. და იობი, წოდებული მრავალტანჯულად, ღმერთის ამარად დარჩენილი, დაკარგა ყოველივე რაც შეიძლება ადამიანმა დაკარგოს, რწმენის გარდა. დაკარგა შვილები, ქონება, მეგობრები, ცოლიც განუდგა... და მაინც ამბობს იობი "21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. " იობი თავი 1... გააგრძელეთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ახლა ვწრიალებთ, ვბორგავთ, ვერ ვისვენებთ, ბრაზი და შიში ერთნაერად დაგვეუფლა, ნოემბრის რბევა, აგვისტოს ომი, აპრილის დაუმორჩილებლობა... ჩვენ ხომ ის თაობა ვართ რომელმაც 89 ნახა , როცა პატარა იყო ( 12 ის ვიყავი მე ) , რომლემაც 92-93 წლები იცის, სამოქალაქო ომის აბსურდი და საშინელენა, რომელიც ყოველთვის დაამარცხეს, ორჯერ აფხაზეთში და ზემო აფხაზეთში და ორჯერ სამაჩაბლოში, ჩვენ ხომ ის თაობა ვართ, რომლემაც შავი პურის ტალონებით იდგა შუაღამის რიგებში, ჰოდა ახლა ისევ არეულობას ვხედავ საქართველოში, ისევ გვესმის საშინელი სიტყვები გინებისა, დაუნდობლობისა, დაუმორჩილებლობისა, აჯანყებისა,"ცხადდება ნამდვილი ქართული შეჯიბრი, ვინ უფრო მეტად გადაკეტავს თავის უბანსა და ქუჩას", ნამდვილი ქართული , ნამდვილი და სატირალი.... ვარდი და სტაფილო, მუჭი და კომბოსტო...
უბრალოდ მინდა აქ იქნებ დავგეგმოთ ერთად ლოცვა კვირაში ერთხელ მაინც, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ? ვიცი, რომ ლოცულობთ ცალცალკე, მაგრამ იქნებ მოვიფიქროთ რაიმე, უბრალოდ გავაძლიეროთ ლოცვები, თითო სანთლით მეტი დავანთოთ, თითო ლოცვით მეტი ვილოცოთ, თითო მოწყალებით მეტი გავიღოთ, ერთით მეტს გავუღიმოთ, ერთით მეტჯერ ვეზიაროთ, ერთით მეტჯერ გავიხსენოთ მოყვასი... ეს ბოლო ჩანაწერი ოFFიც არის და თან არცაა... უბრალოდ ვინც კითხულობთ იქნებ გავაკეთოთ ეგ საქმე... განსაცდელი ახლა ჩვენთანაა ისევ / თუმცა როდის არ იყო/... . მან გამოიცნო მართალი კაცი ბოროტებაში შეთანხმებულ ხალხთა შორის და უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე, და შვილის სიბრალულით სიძლიერე შეუნარჩუნა. 6. მანვე გადაარჩინა მართალი, როცა ღუპავდა ურჯულოებს; გაექცა ცეცხლს, გარდმოვლენილს ხუთ ქალაქზე, 7. რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი. 8. სიბრძნისთვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს, ვერ შეძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს. 9. სიბრძნემ კი იხსნა თავისი მსახურნი სატანჯველთაგან. 10. ძმის რისხვისგან გაქცეულ მართალს სწორ გზებზე უწინამძღვრა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, მწედ ეყო ტანჯვა-წამებაში და ნაყოფი მისი ღვაწლისა გაამრავლა. 11. როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, გვერდში ამოუდგა მას და გაამდიდრა. 12. დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია. 13. არ მიატოვა გაყიდული მართალი, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი; 14. ჯურღმულში ჩავიდა მასთან და ბორკილებში როდი დატოვა, არამედ მიუტანა კვერთხი მეფობისა და ძალაუფლება მის მჩაგვრელებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა. 15. წმიდა ერი და უბიწო თესლი დაიხსნა მჩაგვრელი ხალხებისგან სიბრძნე სოლომონისა თავი მეათე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 06:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი