თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
tekla2007 |
Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი
#121
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 28-April 07 წევრი № 1,777 |
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
|
KAIROS |
Apr 13 2009, 03:30 AM
პოსტი
#122
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა როგორც გამიგია არის რაგაც დგე მათვის პირადათ ეკლესიური თუ იცი ამის შესახებ რამე? მაგაზე იყო დაწერილი, გამიგია, რომ არის ერთი დღე, როცა შეიძლება თვითმკვლელს ეკლესიაში დავუნთოთ სანთელი და ვილოცოთ მისი სულისთვის, როდის? მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს არც ერთი დღე, როცა თვითმკვლელთა და მოუნათლავთა სულებისთვის ლოცვა და სანთლის დანთება შეიძლება. იესოს სიყვარული ნებაყოფლობითია. იგი ამბობს, ვისაც უნდოდეს, შემომიდგესო… თუ ადამიანი სიცოცხლეში არ მივიდა ქრისტესთან და, სასოწარკვეთაში მყოფს, უფალი არ გაახსენდა, გარდაცვალების შემდეგ როგორღა უშველის… თქვენი შეკითხვა ალბათ დაკავშირებულია ხალხში გავრცელებულ ცრურწმენასთან, თითქოსდა თვითმკვლელებისათვის სანთლის დანთება და წირვაში მოხსენიება შეიძლება 19 სექტემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის მოხსენიების დღეს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ეს მხოლოდ ცრურწმენაა. თვითმკვლელთა სახელზე მხოლოდ მოწყალების გაცემა შეიძლება გაჭირვებულთათვის. ამის გაკეთება კი ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ. http://www.kvirike.ge/index.php?m=static&s=54 ნუ ახლა მე პირადად თუ შემეკითხებით პასუხი დასაზუსტებელია, რადგან თუ პირად ლოცვებში მოხსენება შეიძლება ( და ასეცაა) მაშინ სანთელს დავანთებ თუ კანდელს, ამას არა აქვს რაიმე აკრძალვა, ეკლესიის მიერ აკრძალულია ანუ ლოგიკურად არ ხდება წირვაში მოხსენიება იმისა, ვინც არ წარმოადგენს მის წევრს ( მოუნათლავი, თვითმკვლელი) , ხოლო 19 სექტემბრის ცრურწმენის შესახებ სწორად წერია, ჩვენთან ვრცელდებოდა აპოკრიფი მთავარანგელოზის ფრთის ჩაყოფის და ა.შ. ეს ზღაპარია და არაფერი აკავშირებს ეკლესიის სწავლებასთან. შეჯამების სახით, პასუხი ასეთია: ეკლესიურ მსახურებაში, წირვაში მოხსენიება, საკურთხ-პანაშვიდი, საფლავის კურთხევა და ა.შ. სხვა მღვდელმსახურებები მათზე არ აღესრულება; ხოლო პირადი ლოცვა ( სანთლით თუ უსანთლოდ და ა.შ.), მოწყალების გაცემა ყოველთვის შეიძლება. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი